El niñio

704 66 56
                                        

El niñio

***

ექვს საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი საბოლოოდ ეშვება, და ნამჯუნი მძღოლს უბრძანებს, არ დააყოვნოს. მძღოლი მაშინვე ჯიმინის საცხოვრებელი ადგილისკენ მიემართება, ხოლო ალფა უკვე მერამდენედ უღრიალებს ტელეფონში მოს, რომელიც ემუქრება, რომ უკან გაჰყვება, თუკი ომეგას აწყენინებს. ნამჯუნს შეეძლო გზაში ცოტა მაინც დაესვენა, რომ დაგროვილი დაღლილობა შეემსუბუქებინა, მაგრამ ფიქრებმა მოსვენება არ მისცეს. რამდენჯერაც არ უნდა დაეწყო მონოლოგი ან გაემზადებინა სიტყვები ჯიმინთან შესახვედრად, იცის, რომ როგორც კი მას დაინახავს, ყველაფერი დაავიწყდება. თავის თავთან ბრძოლისგან დაღლილი, წყვეტს, ადგილზე გაარკვიოს ყველაფერი.

მანქანა ხუთსართულიანი შენობიდან ერთი კვარტლის მოშორებით ჩერდება, სადაც ომეგა ცხოვრობს. დილის ცხრა საათია. მისი ასისტენტის შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ჯიმინი არსად მუშაობს, და ნამჯუნი ელოდება, რომ სახლში დახვდება. მანქანიდან გადმოდის, დაცვასა და ასისტენტთან ერთად, ცარიელი ქუჩის გავლით სახლისკენ მიემართება. ასისტენტის თქმით, ომეგა მარტო ცხოვრობს და ბინას იშვიათად ტოვებს. ნამჯუნი თავის ხალხს პირველ სართულზე ტოვებს და ასისტენტთან ერთად მესამე სართულზე ადის. კართან რამდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ თავს უქნევს კაცს და გვერდზე დგება, რადგან იცის, რომ თუ ჯიმინი ჭუჭრუტანიდან დაინახავს, კარს არ გაუღებს. ასისტენტი აკაკუნებს, და ნამჯუნი კარის მიღმა მოძრაობის ხმას ისმენს, რაც მის შინაგან მხეცს აცოცხლებს.

-ვინ ხართ? - ისმის სუსტი ხმა.

- სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური, ქვემოთ მყოფი მეზობლებისგან საჩივარი შემოვიდა, -პასუხობს მამაკაცი და მომზადებულ ცნობად ჭუჭრუტანასთან აჩეჩებს.

გასაღები საკეტში ტრიალდება, ომეგა კარს აღებს, მაგრამ როგორც კი ნაცნობ სურნელს გრძნობს, წამში ცდილობს დაკეტვას. ნამჯუნი უფრო სწრაფია - მხრით აჩერებს კარს და ჯიმინს, რომელიც თითქმის გვერდზე ვარდება. ასისტენტს დერეფანში ტოვებს და კარს ხურავს.

GANGSTASStories to obsess over. Discover now