იმის გაგებისას, რომ ლიამი და ზეინი ჩხუბში გაებნენ, ლუიმ მათ მკაცრად უსაყვედურა. მართალია, ჯერ დილაადრიან ადგომა მოუწია, ძაღლების უკვე ნაცნობ ქუჩაში გასეირნება, ზეინთან და ლიამთან უმშვენიერესი საუზმისას შეჯახება და ყველაფერი ამის შემდეგ ექიმი პეინის ღაწვზე მცირე ჩალურჯების, დასიებული ცხვირისა და შეხვეული ხელის შემჩნევა. მან იცნო ზეინის უშნო ნამუშევარი და მაშინვე უსაყვედურა იმის გამო, რომ მალიკმა ყველაფერი თავისით გააკეთა, როდესაც იქვე ჰყავდა მშვენიერი ქირურგი, რომელსაც ასეთ რაღაცებს უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. ის თვლიდა, რომ ყველაფერი მომხდარი იმწამსვე მისთვის უნდა შეეტყობინებინათ, ის კი, როგორც ზრდასრული და გამოცდილი ადამიანი, თვითონ მიიღებდა გადაწყვეტილებას.
ამ მომენტში მას ნაკლებად ანაღვლებდა, რომ ზეინი უკვე საკმაოდ დამოუკიდებელია, ლიამი კი საერთოდ მაღალ საზოგადოებაში დაფასებული ექიმი, რომლის მსგავსიც ამქვეყნად თითქმის არცაა. მის გონებაში ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვახშმის მისაღებში მოტანას ითხოვდნენ იმის მაგივრად, რომ ლამაზ და კარგად დალაგებულ სასადილოში ეჭამათ. შეიძლება, ლუი ტომლინსონი ძიძა მართლაც არ იყო, მაგრამ ბიძა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა - ყოველთვის. სანამ საქმე არ ეხებოდა მის ეშმაკობებს, რა თქმა უნდა.
მისი გამოძიება წარმატებით არ დასრულებულა, მაგრამ ლუი იმედს არ კარგავდა. ის უკეთ ხდებოდა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. არ იცოდა, ამაზე თბილი ფრანგული კლიმატი მოქმედებდა თუ შეცვლილი რაციონი, მაგრამ ლუი უფრო ბედნიერი და ბალიშიდან გამოფრენილი ბუმბულივით მსუბუქი იყო. მისი ბურტყუნი ახლა ძალიან ნაზი და ხმადაბალი იყო, ის ორმაგი მონდომებით ეთამაშებოდა ძაღლებს და ქუჩებში დაეხეტებოდა. შესაძლოა, მასში ჯერაც ჩქეფდა იმედი. შეიძლება, მნიშვნელობა ძიების პროცესს ჰქონდა და არა შედეგს.
- გაუსაძლისი ხალხი ხართ, - ვერაფრით ვერ ჩერდებოდა ლუი და რატომღაც კრუასანს არომატულ ჯემს უსვამდა. მისი კბილები მხოლოდ ბოლოს შეეხო, მაგრამ პირში ჯემიანი ტკბილეულის თითქმის ნახევარი გაქრა. - სულ ერთი წუთით დაგტოვეთ ყურადღების გარეშე...
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...