- ამ ტალავერში ჩემმა დიდმა ბაბუამ დიდ ბებიას ხელი სთხოვა, - სულგრძელად ამცნო ლიამმა ჭრაჭუნა კიბეებზე ასვლისას.
ზეინი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და იმავე ჭრაჭუნა ნაწილებს აბიჯებდა მსგავსი ხმის გასაგებად. მას მოსწონდა იმის გამეორება, რასაც შემქმნელი აკეთებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს. ტალავერი, რომელსაც ლიამი აჩვენებდა, ძველი იყო: საღებავი დიდი ხანია გასცლოდა, ხე ადგილებში გაბზარული და გამხმარი იყო, მაგრამ მასში სრულიად წარმოუდგენელად სუფევდა იასამნის სურნელი. ის მის გარშემო იზრდებოდა. ისე ჩანდა, თითქოს ხელის გაწევისას შეძლებდი არომატული ღია იისფერი ტოტის მოწყვეტას.
იასამნის ახალი ტოტები ზეინის ოთახში ყოველდღე ჩნდებოდა და ახლა ის მიხვდა საიდან - აქ იმდენი ბუჩქი იყო, რომ ათი წელი ეყოფოდათ. მალიკმა საერთოდ შეამჩნია, რომ ყველა ოთახს თავისი ყვავილი ჰქონდა განკუთვნილი. სასადილოში ყოველთვის იდგა ვარდები - ისინი მაგიდის ცენტრში იმყოფებოდნენ და მათი სურნელი ნებისმიერი სადილის შესანიშნავი აკომპანიმენტი იყო. შემქმნელის კაბინეტის სამოშაო მაგიდაზე კარგად მოეწყო კალენდულა, მის საძინებელში კი ქათქათა ჟასმინის ტოტი იყო. მზით განათებული მისაღები ახარებდა მაღალი მზესუმზირებით, დერეფანი კი შროშანს დაემშვენებინა. როგორღაც მისტერ ტომლინსონის საძინებელში შეხედვისას, ზეინმა ცხვირში მიიღო, სამაგიეროდ დაინახა მორცხვი ბაღის გვირილები. ეზოში აღმოჩენისას, ზეინი მიხვდა, რომ ყვავილები მაგიური გზით არ ჩნდება - მათ ბაღში ზრდიან.
- რას ნიშნავს «ხელი სთხოვა»? - ინტერესით იკითხა მან.
ლიამი მოულოდნელობისგან შეხტა და, საკუთარი აზრებისგან მოწყვეტილმა, მზერა თავის საყვარელ ქმნილებაზე გადაიტანა. ის ზუსტად იხსენებდა, როგორ მოხსნა დილით ზეინს ბოლო ნაკერი - პეინმა ფეხებიდან დაიწყო, რომ მალიკი მიჩვეულიყო, არ შეშინებოდა და არ ეტრიალა, რითიც შემთხვევით ნატკენებს გაიჩენდა - და უკან დაიხია, თავისი ნამოქმედარის ტკბობით. ზეინის კისერსა და სხვა ნაწილებს ახლა მოწითალო ხაზები ეხვეოდა, მაგრამ მალე ისინი შეუმჩნეველნი გახდებოდნენ. ლიამი დიდი ხანი ექსპერიმენტებს ატარებდა და, ბოლოსდაბოლოს, შექმნა პრაქტიკულად იდეალური ფორმულა შრამების მოსაცილებლად. ყოველ შემთხვევაში, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მისი შექმნილი მაზი იმუშავებს.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...