3

85 13 9
                                    

იმისთვის, ვინც დროის დიდი ნაწილი საკვებ სითხეში გაატარა, ზეინის წყლის შიში ფენომენალური იყო.

თუმცა, მისი გაგება შეიძლებოდა - აბაზანა ნესტიანი და ცივი იყო. რა თქმა უნდა, ობი და ჟანგი დიდი გულმოდგინებით იყო მოცილებული, მაგრამ, რომ დაკვირვებოდი, მაინც დაინახავდი მათ ნაკვალევს. თანაც, სააბაზანო არ იყო ყველაზე ნათელი ადგილი - გარემოება ძალიან მოსაწყენი და ბნელი იყო.

როდესაც აბაზანა საპნის ბუშტუკებით აივსო, ზეინი მეტ-ნაკლებად დამშვიდდა. ის გაერთო და თითქმის არ ირხეოდა, სანამ ლუი აბანავებდა. დიდი მზრუნველობით ლუი არ გამოირჩეოდა, მაგრამ მალიკმა უკვე გადაწყვიტა, რომ ლუი მეტად მოსწონს, ვიდრე არ მოსწონს, იმის მიუხედავად, რომ ის თითქმის ყოველთვის წუწუნებდა.

ვახშმისას გაირკვა, რომ კოორდინაციასთან ზეინს ჯერ ყველაფერი ნორმალურად არ აქვს და მან თავისდა სამარცხვინოდ ბულიონი გადაისხა. ლიამმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა აბანავოს, მაგრამ უდროოდ გაახსენდა, რომ მოხუც ქალბატონს ინგალაციის ხსნარს დაჰპირდა ხვალინდელი დღისთვის, ამიტომ პასუხისმგებლობა უკვე მერამდენედ ტომლინსონის მხრებზე გადავიდა. მისი სახე, ყველაფრის მიუხედავად, მიუდგომელი იყო.

პიტონიც რომ ჰყოლოდა საბანავებელი, მისი სახის გამომეტყველება არ შეიცვლებოდა. ის უკვე გაწვალდა თავის დაბანით, იმიტომ რომ საპონი მალიკს თვალში მოხვდა.

- დარწმუნებული ხარ რომ არ გახსოვს, როგორ უნდა ბანაობა? - გამოცრა მან კბილებში და ძალით ხეხავდა ზეინის კეფას უხეში ლუფის ნეჭით. პასუხი დადებითი რომც ყოფილიყო, არ მიანდობდა მალიკს პირველ ბანაობას.

ის ასე არ დაღლილა მაშინაც კი, როდესაც დაიწყეს მისი ნაწილებად შეკერვა. თუმცა, მალიკი ცოტახნით მაინც გაერთო ლიამის ძველი გემით, რომელიც ქაფში დაცურავდა, და ლუის შეეძლო მისი დასაპნვა, როგორც საჭიროა.

შემქმნელიKde žijí příběhy. Začni objevovat