ზეინი ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა.
ის გვერდზე იწვა, ათვალიერებდა იასამნის ტოტს, რომელიც მარტოსულად იდგა დიდ ლარნაკში მაგიდაზე. ფურცლები ცოტა დასცვენოდა და საკმაოდ საწყლად დახვეულიყო მაგიდის ზედაპირზე, თითქოს გამხმარი ჭიები - მას და ლუის ნანახი ჰყავდა ასეთები ფანჯრის რაფაზე ნახევრად დანგრეულ ვერანდაზე, როდესაც მისტერ ტომლინსონს აზრად მოუვიდა დაუხასლებელი ოთახებიდან კიდევ ერთი მაგიდის გამოტანა ბიბლიოთეკისთვის. იასამნის სეზონი უკვე მთავრდებოდა, ამიტომ ტომლინსონმა მალიკს საძინებლისთვის სხვა ყვავილის არჩევა ურჩია, რომ მას გაეცოცხლებინა მისი ოთახის ატმოსფერო, ამასთანავე კონტრასტული არ ყოფილიყო, მაგრამ ზეინს მაინც ვერ გადაეწყვიტა.
მას არ უნდოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო. მას ჰყავდა მშვენიერი შემქმნელი, ამქვეყნად ყველა შემქმნელზე უკეთესი, კეთილი, მზრუნველი, ლამაზი, რომელიც მას ისე მოსიყვარულედ ექცეოდა, თითქოს ის რაღაც მყიფესგანაა გაკეთებული, ისეთი გასაკვირი, ისეთი კარგი, რომ ზეინი ვერაფრით მალავდა აღტაცებას. მას ჰყავდა შესანიშნავი დამრიგებელი, პრობლემური და ყურადღებიანი, რომელიც ზრუნავდა მასზე, როგორც... ზეინმა მაინც ვერ გაიხსენა სიტყვა და ისევ განიცადა რაღაც სევდის მსგავსი. შესაძლოა, ლიამს და ლუის უკვე ჰქონდათ ის ნათქვამი, მაგრამ ზეინს სრულიად ამოუვარდა თავიდან.
სამაგიეროდ ზეინს გაახსენდა, როგორ აბანავებდა დამრიგებელი პირველ დღეს. ის ისე უხეშად უსვამდა ლუფს და საპნიდა, რომ მალიკს ეჩვენებოდა, მას კანი ასძვრებოდა. სამაგიეროდ, მერე ის სუფთა იყო და მას სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, და ზეინმა მალე გაარკვია - ყველაფერს, რასაც მისტერ ტომლინსონი აკეთებს, ასე თუ ისე, დადებით შედეგამდე მიჰყავს, დასაწყისში რომც ეჩვენებოდეს, რომ ეს ასე არაა.
მალიკმა გაიგო ჩუმი, მაგრამ ძალიან მკვეთრი კაკუნი კარებზე და რაღაც აღელვებით დაიყვირა: «შემოდით», ბალიშებზე წამოჯდომისას. ოთახში, მისთვის საბედნიეროდ, შემქმნელმა შემოიხედა - ის ჯერაც თავის ჩვეულ ტანსაცმელში იყო, და ზეინმა იეჭვა, რომ ლიამი მთელი ეს დრო თავის კაბინეტში იყო. ალბათ, მისტერ ტომლინსონსაც არ შეხვედრია - იმის მერე, რაც მათ თეფშებთან დაამთავრეს, ლუიმ თქვა, რომ ნივთების ჩასალაგებლად წავა.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...