2

133 14 40
                                    

ახალი გაზეთი ლუიმ ხალიჩიდან აიღო, რომელზეც ეწერა: «Welcome». წამიერად ტომლინსონმა გაიფიქრა, რომ ძველ, გაცრეცილ პატარა ხალიჩას აღარ უშველიდა გაწმენდა და შეკერვა, ამიტომ მხოლოდ მისი გადაგდება დარჩენოდა. თუმცა, მისი გადაგდებისას, ახლის ყიდვა თვითონ მოუწევდა, რადგან ლიამი მის გაქრობას ვერც შეამჩნევდა.

ტომლინსონმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ გამოსვლა, როდესაც ისინი თავს აჩვენებდნენ, თითქოს სხვაგან გაემგზავრნენ - წინდაუხედავობაა, მით უმეტეს, გაზეთის წაღება, მაგრამ ლუი დასვენებას იმსახურებდა: მან ახლახანს დაამთავრა წერილებზე პასუხის გაცემა, რომლებიც ექიმი პეინისთვის იყო გამოგზავნილი. ლიამს ყოველთვის ავიწყდებოდა ეს, როგორც სხვა ბევრი რამ, როდესაც საყვარელ საქმიანობას ეწეოდა.

ასე რომ, ლუი უკვე მიეჩვია, რომ მან უნდა მიულოცოს მის ნათესავებსა და მეგობრებს დღესასწაულები, მიუსამძიმროს მძიმე დანაკარგისას და მოიფიქროს მიზეზი, რატომ ვერ მივა ლიამი ქორწილებსა და ნათლობებზე. სოფლის მაცხოვრებლებს რომ სცოდნოდათ, წელიწადში რამდენჯერ აქვთ «წითელას ეპიდემიები», რომლებიც ლიამს უშლის ძველი მეგობრის დაბადების დღეზე ან ვიღაც ნათესავის ჯვრისწერაზე წასვლას, ძალიან გაუკვირდებოდათ.

წერილების საფოსტო ყუთში ჩადებაღა რჩებოდა, მაგრამ ამ გმირობისთვის ლუი დღეს მზად არ იყო. მას კითხვა იქამდე უნდა დაემთავრებინა, სანამ ლიამი გაიღვიძებდა. ლიამს კი ძალიან ცოტა ეძინა და ხშირ-ხშირად იღვიძებდა.

- ჯანდაბა! - ხმამაღლა წამოიყვირა ტომლინსონმა, როდესაც პირველ ხაზს უყურებდა, სადაც მონიშნული იყო ახალი ამბების მოკლე მიმოხილვა.

მან სწრაფად გადაფურცლა გაზეთი საჭირო გვერდზე. შემოსასვლელი კარები მძიმედ დაიხურა მის ზუგრს უკან, მაგრამ ლუიმ ამას ყურადღება არ მიაქცია, გამალებით დარბოდა თვალებით ხაზებზე და საჭირო სტატიას ეძებდა.

შემქმნელიWhere stories live. Discover now