17

81 7 17
                                    

ქაოსი ზეინზე ხელსაყრელად მოქმედებდა. ან იმიტომ, რომ ის მიეჩვია მას, სანამ ლუის მისდევდა გაღვიძების მერე პირველ დღეებში, ან იმიტომ, რომ მათ სახლში ყოველთვის ხდებოდა რაღაც მოულოდნელი სიურპრიზები, რაც მაცხოვრებლების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. სიჩუმე მასზე ზეწოლას ახდენდა, ხოლო ოდნავი ხმაური, პირიქით, ამშვიდებდა მალიკს - ასე ის გრძნობდა, რომ ყველა მათგანი ცოცხალია, და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.

ზეინმა თითქმის დაარწმუნა კიდეც შემქმნელი და ლუი, რომ საიდუმლო აღმოსავლეთ ვერანდაზე წაეყვანათ, მაგრამ ტომლინსონი გულწრფელად გამოუტყდა, რომ წარმატებით ამოიგდო თავიდან, იატაკის ზუსტად რომელი ფიცრები დალპა, ამიტომ უკეთესი იყო ზედმეტად არ გაერისკათ: არსებობდა სერიოზული შესაძლებლობა სარდაფში ჩავარდნისა და კისრის ან ხელ-ფეხის მოტეხვის. სანამ ლიამი ცდილობდა გაერკვია, როგორ აპირებენ მიტოვებული შენობების შეკეთებას, თუ არც კი იციან, რა არის გატეხილი, ლუი უკვე გაქრა დაუსახლებელ ოთახებში გზისთვის საჭირო ნივთების საპოვნელად. მან ჯერ კიდევ გაზაფხულში გადაზიდა იქ თითქმის მთელი ნაგავი, რომელიც დიდად არ სჭირდებოდათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ზეინს შორი გზისთვის არც ისე ბევრი რამ ჰქონდა, მაგრამ მას მაინც ბუნდოვნად წარმოედგინა, როგორ ჩაელაგებინა ისინი სწორად ჩემოდანში. რაღაც კარნახობდა, რომ ამ ქმედებაში რაღაცნაირი ალგორითმი იყო. ის ცდილობდა ენახა, რას აკეთებს შემქმნელი, მაგრამ ლიამი ზედმეტად განსხვავებულსა და უცნაურ ნივთებს ალაგებდა, რომ ამაში რაღაც სისტემა დაედგინა. ყოველ შემთხვევაში, ზეინი ბუნდოვნად ხვდებოდა, რა საჭიროა გზაში ძველი ქვიშის საათი. შესაძლოა, შემქმნელი გზაში კვერცხების მოხარშვას აპირებდა, მაგრამ ამაში არანაირი საჭიროება არ იყო, იმიტომ რომ ამ ამოცანას მისტერ ტომლინსონი იმაზე უკეთ გაუმკლავდებოდა, ვიდრე ეს ორი ერთად.

თავისი ქმნილების სახეზე აღელვების შემჩნევისას, ლიამმა მაშინვე შეწყვიტა ჩალაგება, ზეინს უკნიდან მიუახლოვდა და ჩაეხუტა. მალიკმა მისი ხელები თავისით დაფარა, მოწყვეტით სუნთქავდა, თითქოს საყლაპავში ფართო ფრთებიანი პეპელა მოუხვდა. მისთვის აუცილებელი იყო პეინის ახლოს გრძნობა, მაგრამ მან არ იცოდა, ეს როგორ გამოეხატა. უბრალოდ იმედოვნებდა, რომ ლიამს ესმის მისი, იმიტომ რომ შემქმნელმა ამქვეყნად ყველაფერი იცოდა, ის, რაზეც სხვა ხალხს წარმოდგენაც კი არ აქვს. ეს არანაირად არ უკავშირდებოდა მეცნიერებას ან მედიცინას, ეს რაღაც განსხვავებული იყო, უფრო მაღალი და თხელი, როგორც ნამდვილი ხელოვნება, რომლის შეცნებაც ზეინს მომავალში მოუწევდა.

შემქმნელიWhere stories live. Discover now