როდესაც მატარებელი სადგურს მიუახლოვდა, მთელი პლატფორმა მკვეთრი მზის შუქით იყო მოცული.
დაღლილად ამოიოხრა და საკმაოდ ზრდილობიანად გამოემშვიდობა თანამგზავრს, რომელიც ლაპარაკით მთელი გზა ართობდა. ლუი თავის მოკრძალებულ ჩემოდანთან ერთად ჩამოხტა პლატფორმაზე და სადგურს თვალი მოავლო, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ლოდინის ზონას. ვერც ლიამი, ვერც ზეინი მან ვერ შენიშნა, თავისდა სამწუხაროდ. ვერ შეამჩნია მან საყვარელი ფორდიც: არაფერი, რაც მიანიშნებდა, რომ ექიმი პეინი და მისი ქმნილება ტომლინსონის შესახვედრად მოვიდნენ. ალბათ, რაღაც სერიოზული მოხდა, იმიტომ რომ ლუიმ რამდენიმე დღის წინ სპეციალურად გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაბრუნების ზუსტ თარიღს სწერდა.
სადღაც შორს რამდენიმე ავტომობილი მოჩანდა, მაგრამ არავინ მოსულა შემხვედრი მიმართულებით და ხელი არ დაუქნევია, რომ მისი ყურადღება მიექცია. ლუიმ დამცინავად გააქნია თავი - საქმე ხომ არა მხოლოდ საწვავის დაზოგვაში იყო, მაგრამ იმაშიც, რომ ყველამ იცის, როგორი მოსაყვედურეა მისტერ ტომლინსონი, რომელიც ექიმი პეინის სახლში ცხოვრობს, აკვირდება გზაზე წესების დაცვას და არ სცხვენია მძღოლისთვის თავის მობეზრება. წესიერი მანქანის არჩევისას, ლუის არ დაეზარა მძღოლთან შეთანხმება, და ფასის ძლიერ დაკლებით, განაცხადა, რომ საჭესთან თვითონ დაჯდება. მოხუცმა შონმა, რომლის ცოლიც ლიამმა პირდაპირი მნიშვნელობით იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, მას სურვილის გარეშე თავისი ადგილი დაუთმო და ისინი დაიძრნენ.
სახლში დაბრუნება ლუის ძალიან უხაროდა. ლონდონში გამგზავრებამ ძალიან დაქანცა - ის საერთოდ ვერ იტანდა სახლიდან დიდი საჭიროების გარეშე გასვლას (მით უმეტეს, თუ შუაღამისას სასაფლაოზე ხეტიალი უწევდა, ჰომუნკულუსისთვის საჭირო ნაწილების ძიებაში, მაგრამ ეს დრო, სასიხარულოდ, გავიდა). ერთადერთი პლიუსი ლიცენზია გახდა, რომელიც სასიამოვნოდ ამძიმებდა ჩემოდანს - იმის მტკიცებულება, რომ ის ჯერ კიდევ ღირს რამედ, როგორც ექიმი.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...