ზეინს ძალიან უცნაური სიზმარი ესიზმრებოდა, თითქოს ის და შემქმნელი ბაღში სეირნობდნენ. რბილი მზის შუქი ნაზად ეალერსებოდა მათი მოვლილი ბაღის ყოველ კუთხეს, იასამანი ისევე ყვაოდა, როგორც რამდენიმე დღის წინ, ირგვლივ ტკბილი სურნელის გავრცელებით, ადრეული ფრინველები ხმამაღლა ჭიკჭიკებდნენ, ბანაობდნენ ოქროსფერ ქვიშაში, შაქრის ქარი ხეების ფოთლებს არხევდა, თვალის კუთხით შეიძლევა შეგემჩნიათ მოხერხებული მინდვრის თაგვი, რომელიც დიდებულად აყვავებულ ყვავილნართან ახლოს იმალებოდა. ბაღი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ის ზეინს ახსოვდა. ის სუფთა და მოვლილი იყო: ბალახი გაცელილი აღმოჩნდა, მისი არომატი იასამნის ხავერდოვან სურნელს ერეოდა, ბუჩქები ფრთხილად შეჭრილი და ზოგიერთი ხის ტოტები მოჩეხილი და დამუშავებული, როგორც მას ოდესღაც უღწერდა მისტერ ტომლინსონი, არბორეტის საკუთარი ხელით შედგენილი გეგმის მონახაზების ჩვენებისას. შემქმნელს ფრთხილად მიჰყავდა ის წვრილი კენჭებით მოყრილ ბილიკზე, თითქოს ზეინს ნებისმიერ მომენტში ფეხის წამოკვრა შეეძლო და ისინი მხიარულად საუბრობდნენ რაღაც მაღალზე, თითქოს ხელოვნებაზეც კი, მაგრამ მალიკი როგორც ყოველთვის ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რას გულისხმობს ექიმი პეინი, როდესაც ასეთი ენთუზიაზმით უყვება ხელოვნებაზე, ქანდაკებასა და მუსიკაზე.
ისინი ტალავერთან გაჩერდნენ და ზეინი მიხვდა, ზუსტად მასთან მიჰყავდა შემქმნელს, სანამ ისინი აუჩქარებლად სეირნობდნენ. ტალავერი უჩვეულოდ ახლად გამოიყურებოდა, შეღებილი და ძალიან სუფთა, თითქოს ფოთლებიც კი, რომლებიც ქარს მოჰქონდა, იქიდან ვიღაცას გამოეგავა. შემაძრწუნებელი ობობის მიერ მოქსოვილი ნაცრისფერი ქსელიც არ ჩანდა. ზეინი ფრთხილად დაჯდა გრძელ სკამზე, წინასწარ შეამოწმა წვრილი ხოჭოებისა და მტვერის ქონაზე, ლიამი კი მის პირისპირ დადგა და საქმიანი მოძრაობით ამოიღო შიდა ჯიბიდან ჩიბუხი. რამდენიმე წამი თამბაქოთი ავსებდა და თითით ასწორებდა, სანამ ზეინს შეხედავდა, და მხოლოდ ამ მომენტში მალიკი მიხვდა - მის წინ სულაც არ არის ლიამი, არამედ მისი დიდი ბაბუა. და თვითონ ზეინი - არა ზეინი, არამედ შემქმნელის დიდი ბებია. ზუსტად ის, რომელსაც ლიამის დიდმა ბაბუამ მათი ცხოვრების შეკვრა დღეების ბოლომდე ზუსტად ამ ტალავერში შესთავაზა. ამ აღმოჩენამ ისე გააოცა მალიკი, რომ მას მაშინვე გამოეღვიძა. გაოგნებული, დაბნეული და ცოტა შეცბუნებულიც იყო, როგორც თუ სიზმარში მომხდარი ცხადი იქნებოდა.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...