16

71 8 12
                                    

საგვარეულოს ამას დიდი წახალისებით თუ უწოდებდით. მეტად მოუხდებოდა «დავრდომილთა თავშესაფარი» ან «ბოსელი». და ეს ლუი კიდევ გარეთ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მისი აქ ყოფნისას ბაღი დიდად მოვლილი არ იყო, მაგრამ შეუძლებელია ასეთ სახლს მარტომ მოუარო. ლიამს თვითონაც ახსოვდა, რომ ბავშვობაში დედას ბევრი დამხმარე ჰყავდა, მაგრამ მათ ცხოვრებაში მცირე ჩარევაც კი მას სასიკვდილოდ ეჩვენებოდა. ჯობდა თვითონ.

ზეინი, ბოლოს და ბოლოს, მოსცილდა. ისეთი გამხდარი, დაბნეული, და მზერაც აღარ აქვს ბავშვური, უფრო მოზარდული. მაგრამ ძალიან ადრინდელი, თითქმის უდანაშაულო - თითქოს უკვე იცის რაღაც ზრდასრულ ცხოვრებაზე, მაგრამ ვერ იტყოდით, რომ ამაში წარმატებით ორიენტირებს. ლუიმ მხოლოდ ამოიოხრა: სულ რამდენიმე კვირით დატოვა, მალიკმა კი უკვე გაზრდა მოასწრო.

ჩაცივებით აკვირდებოდა ზეინს, რომელსაც თითქოს უხაროდა, მაგრამ მთლად მოიხარა წელში, თითქოს ძალიან ცბუნდებოდა მისტერ ტომლინსონის წინ ასე წარდგენისას. ლუიმ საყვედურით გააქნია თავი. არა, ჩანდა, რომ ხშირად იღებს შხაპს, მაგრამ სისუფთავეზე არაფერი ეთქმოდა. ზეინს მარჯვედ გაუსწორა საღამური, თმიდან ძაფი მოაშორა და გაზრდილი თმა უკან გადაუწია. ამის შემდეგ დაკმაყოფილებულად დაუკრა თავი.

- ძლივს დაბრუნდი, - სიხარულით თქვა ზეინმა, შეცბუნებულად მოიფხანა კეფა, მაგრამ მაინც ვერ დამალა ღიმილი. - მე და შემქმნელი ბაზარში არ ვყოფილვართ და არაფერი გვიყიდია. ყოველდღე ვაპირებდით, მაგრამ ვერ გავედით, - გამოუტყდა ის.

ლუის სახით ჩანდა, რომ ის არაა გაკვირვებული. მოუწია ისევ შეეხსენებინა თავისთვის: თუ მას ნამდვილად უნდოდა, რომ სახლში რამე მაინც გაკეთებულიყო, ის რამდენიმე დღითაც კი არ უნდა დაეტოვებინა.

- და ძაღლები საიდან? - ჰკითხა ტომლინსონმა. ის ცდილობდა არ ეჩვენებინა, რომ ისინი გულში ჩაუვარდნენ, მით უმეტეს შავი.

შემქმნელიWhere stories live. Discover now