5

83 12 7
                                    

ზეინი მიხვდა, რომ მისტერ ტომლინსონს ძალიან უხაროდა, როდესაც ისინი ჭამენ დიდ ოთახში გრძელი მაგიდით, სადაც დღეს საუზმობდნენ.

მალიკმა შეამჩნია: დამრიგებელი თითქმის არ ბურტყუნებდა, სანამ სადილისთვის ემზადებოდნენ და თავს უფლება მისცა შესაბამისად ევარაუდა, მაგრამ დაზუსტება ვერ გაბედა, რათა არ დაეჩქარებინა ლუის რანჩოზე მგზავრობა, რასაც შემდგომში გრიფების თავდასხმა მოყვებოდა. სადილამდე მისტერ ტომლინსონი ცოტა ხნით ბაღშიც კი გავიდა და მოიტანა იქიდან ლამაზი, სურნელოვანი ვარდები, რომლებსაც ისინი ერთად დიდი ხანი აწყობდნენ დიდ ლარნაკში მაგიდის ცენტრში. მანამდე ლუიმ გამოიღო გრძელი ნაჭერი, რომელსაც წარსული დიდება არ დაკარგვოდა, ზეინს ის გააშლევინა და რაღაც დროის მანძილზე ტკბებოდა იმით, როგორ გამოიყურება ქათქათა, გახამებული გადასაფარებელი გვერდიდან.

მალიკს უნდოდა ტომლინსონს გაჰყოლოდა, რომ ნაკვეთი გამოეძია, მაგრამ დამრიგებელმა გარეთ გასვლის უფლება არ მისცა, აუხსნა, რომ ზეინისთვის აჯობებს, ჯერ მზეზე არ გამოჩნდეს. ასე რომ, ის მაგიდასთან მჯდომი ელოდებოდა და სვავდა უგემრიელეს ცხელ შოკოლადს.

ზეინს ძალიან მოსწონდა დახმარება. და კიდევ იმის ყურება, როგორ უვლის დამრიგებელი მამულს. ლუიმ ნება დართო თვალყური ედევნებინა იმისთვის, როგორ მზადდება წვნიანი და სულგრძელად უთხრა, რომ ხახვი დაეჭრა, მართალია, მხოლოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ. ხახვის დაჭრამ რატომღაც ძალიან დაამწუხრა ზეინი - ყოველ შემთხვევაში, ცრემლის ღვრის სხვა ობიექტურ მიზეზს ის ვერ ხედავდა. დამრიგებელი კი ძალიან კმაყოფილი იყო: რაღაც უცნაურად იცინოდა, სანამ ის ფრთხილად მუშაობდა დანით და თვალებს სახელოთი ისრესდა.

სადილს ზეინი მოუთმენლად ელოდა. ჯერ ერთი, შემქმნელს მათთან ერთად უნდა ესადილა, მეორეც, მას ძალიან უნდოდა მოეყოლა თავისი ხახვთან წარმატების შესახებ. წვნიანის გარდა ლუიმ მოასწრო გაეკეთებინა ხორცი სოკოს სოუსითა და სუფლე, და ზეინი თითქმის სკამზე დახტოდა, სანამ ლიამს ელოდებოდა. მას არ ახსოვდა შიმშილის გრძნობა და ის მისთვის ახალი იყო, საჭმლის სურნელი კი ისე აღიზიანებდა ნესტოებს, რომ მოთმენის ძალა აღარ ჰქონდა.

შემქმნელიWhere stories live. Discover now