დილა არ შემოჭრილა მძიმე ფარდებს შორის, როგორც ეს მათ სახლში იყო, მაგრამ აღინიშნა პანსიონატის დიასახლისის ხმამაღალი კაკუნით, რომელიც ყველას საუზმეზე ეძახდა. ლიამმა, რომელიც ჩვეულებრივ ზეინზე უკეთ იღვიძებდა, ნამცხვრების, ჯემის და წვენის მოტანა სთხოვა. რა თქმა უნდა, შეეძლოთ ლანჩამდე წოლა, მაგრამ საქმეების გადადება არ ღირდა. მან პირი დაიბანა, რის შემდეგაც ზეინი შუბლზე კოცნით გააღვიძა. იმ მომენტისთვის, როდესაც წყლის პროცედურები დასრულებული იყო - მალიკს აღარ ჰქონდა არანაირი პრობლემა სააბაზანოებთან - ოთახი უკვე სავსე იყო ახალი პურისა და კენკრის ჯემის სურნელით.
ლიამმა უკვე ფარდები გადახსნა და საძინებელი დამაბრმავებლად ნათელი იყო. მაგიდა საუზმით ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა და ზეინს ნერწყვიც კი მოადგა. მან ლიამს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა და აივანზე გაიქცა, რათა გარეთ გაეხედა. ვიწრო ქუჩებს შუქი ეფინებოდა, ხალხმა უკვე გაიღვიძა და ყველა თავის გზაზე მიდიოდა, მხოლოდ საცხობებთან ჩერდებოდნენ. აივნიდან მეზობელი სახლის ფანჯრების დანახვა შეიძლებოდა - იქ უკვე სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხი იცვამდა და სამუშაოსთვის ემზადებოდა. სინესტის ოდნავი სუნი იყო და ზეინმა იმედით შეხედა ამომავალ მზეს.
როდესაც ის მიტრიალდა, ლიამი უკვე სავარძელში იჯდა და ფრანგულ ენაზე გაზეთს კითხულობდა.
- რას წერენ? - ჰკითხა ზეინმა, სანამ ბულკს ჯემს უსვამდა.
- ინფლაცია, - უპასუხა ლიამმა დაბეჭდილი ასოების თვალიერებით და გაზეთი გვერდზე გადადო. - გარწმუნებ, ძალიან მალე კრიზისი და უმუშევრობა დაიწყება. ომსაც ვერ გავექცევით, ვისაც რა უნდა ის თქვას, - ამოოხრვით დაამატა მან. - შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ, ზეინ, გადაწყვეტილებას კი სხვები მიიღებენ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება სრულიად მოულოდნელი მხრით შეტრიალდეს და ჩვენ ნებისმიერი რამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...