«რა კარგია, რომ მაშინვე წავიდა», - შვებით ფიქრობდა ლიამი, როდესაც ბოლო პაციენტს იღებდა თავის კაბინეტში.
შესვენების შემდეგ მასთან კიდევ სამი ან ოთხი პაციენტი უნდა მისულიყო განსხვავებული დაავადებებით, მაგრამ ახლა ექიმ პეინს ცოტა დრო ჰქონდა, თავის სავარძელში რომ დამჯდარიყო და ყველაფერი სათანადოდ განეხილა. სანამ ის წვალობდა, საჩივრების მოსმენისას, პაციენტების თვალიერებისას, რეცეპტების გამოწერისას და წამლების დანიშვნისას, ზეინის მოტანილი ჩაი გაცივდა და იმდენად გემრიელი აღარ იყო, მაგრამ ლიამმა მაინც შეძლო შეეფასებინა თავისი ქმნილების ძალისხმევა.
უბრალოდ დაფიქრდით, ზეინის პირველი ჩაი! ლიამმა წარმოიდგინა, როგორი მნიშვნელოვანია ეს მისთვის. ზეინი პირველივე დღიდან ლამობდა დახმარებოდა, თუმცა თავიდან ოდნავ მოუხერხებელი იყო და ყველაფერი ხელიდან უვარდებოდა, მაგრამ ეს მის სურვილს არ ამცირებდა. მას ძალიან უნდოდა სასარგებლო ყოფილიყო თავისი შემქმნელისა და მობუზღუნე მისტერ ტომლინსონისთვის. და, რა თქმა უნდა, ის ძალიან ელოდა შექებას. მისი თვალები ისე ანათებდა, როდესაც ლიამი ეუბნებოდა: «ყოჩაღი ხარ. შესანიშნავად გამოგივიდა». მოტყუება არ სჭირდებოდა - ზეინი ისე ცდილობდა, რომ ნამდვილად ცუდად არ გამოსდიოდა, რასაც არ უნდა მოსჭიდებოდა. მით უმეტეს, თუ ლუი თავიდან აჩვენებდა, როგორ იყო საჭირო.
ლიამმა ცივი ჩაის კიდევ რამდენიმე ყლუპი მოსვა, ჭიქა გასწია და ფანჯარასთან მივიდა, ბოლომდე გამოაღო, რათა უცხო სუნამოს სურნელი, რომელიც ჰაერმა მჭიდროდ შეიწოვა, სწრაფად განიავებულიყო ოთახიდან. ის თავს წარმოუდგენლად დაღლილად გრძნობდა. ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა მასზე. პეინი ვერ ხვდებოდა, მისთვის ეს ყველაფერი ასე სასირცხვილოდ და ჭუჭყიანად რატომ გამოიყურებოდა. იმიტომ რომ ეს ზეინმა დაინახა? იმიტომ რომ ამან აშკარად დაამწუხრა ზეინი? იმიტომ რომ, ზეინს მომხდარის შესახებაც რომ არ გაეგო, ლიამს მაინც მოეჩვენებოდა, თითქოს მოატყუა?
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...