გამოჩნდა ფართო კიბე და ზეინი ძალდაუტანებლად დახტუნავდა საფეხურებზე, ამასთანავე, არ უშვებდა ლიამის ხელს. მას მოსწონდა ამის კეთება, მაგრამ ლუი ყოველთვის უკრძალავდა სახლში სირბილს, ერთხელ კი ცოცხით ცემასაც დაჰპირდა. შემქმნელთან სხვანაირად იყო - ლიამი ყოველთვის ხელს ჰკიდებდა, რომ არ წაიქცეს, ხოლო ზოგჯერ, როგორც ახლა, მასღან ერთად ხტუნაობდა. მას უდარდელი სახე ჰქონდა, არადა წამის წინ ისინი სერიოზულ თემაზე ლაპარაკობდნენ. თითქოს ექიმი პეინიც ტკბებოდა ამ თვალწარმტაცი მომენტით.
ვერანდამდე ისინი ასე ხტუნვით მივიდნენ, თითქოს ერთმანეთის გასწრებასაც ცდილობდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მათი ხელები უწინდელივით გადაჭდობილი იყო.
მზე ჯერ კიდევ ალერსიანად ათბობდა. დღეს ის ზედმეტად კაშკაშა იყო, ღრუბლებიც მცირე ნაკვალევიც გაექრო, მაგრამ ლიამი როგორც არასდროს გრძნობდა მოხუცი შემოდგომის სწაფ მოახლოვებას. ეს მისი ყველაზე გრძელი ზაფხული იყო, სიცოცხლითა და ზეინით სავსე.
და ისევ ორი სიტყვა, რომელიც ერთსა და იმავეს აღნიშნავს. პეინს ვერ წარმოედგინა, როგორ ცხოვრობდა ადრე ზეინის სუსტი ღიმილის, ღრმა ხმის, ნაზი, ალერსიანი შეხებისა და რბილი შეყვარებული მზერის გარეშე. მას ეჩვენებოდა, რომ ზეინის გარეშე სიცოცხლე მხოლოდ მღელვარე სიზმარი იყო, და მალიკი მუდავ გვერდით ჰყავდა, ავსებდა მის ჩვეულებრივ არსებობას გასაოცარი სიხარულითა და თითქმის ბავშვური აღფრთოვანებით.
- ვფიქრობ, მას ძალიან ეშინია გამგზავრების, მაგრამ ჩვენ ამაში ვერ გვიტყდება, - დაფიქრებით ჩაილაპარაკა ზეინმა და მზერა ციცქნა, გაჩეჩილ მტრედზე შეაჩერა, რომელიც გულმოდგინედ ეძებდა რაღაცას მაღალ ბალახზე. ალბათ, ახალ ნაყოფს, რომელიც ყვავილების მერე დარჩა.
ბაღი შესანიშნავად გამოიყურებოდა. მიშვებული და ველური, ის მაინც გასაოცრად მდიდრული ჩანდა. წარსული სიდიადის ნარჩენები ყოველ ცუდად გაკრეჭილ ბუჩქსა და მოუჭრელ ნაყოფიერ ხეს, რომელიც ხილისგან იხრებოდა, ავსებდა. ლიამს ძალიან მოსწონდა, როგორ გამოიყურებოდა აქ ყველაფერი - გეგმა ჯერ კიდევ მისმა დიდი ბებიის დიდმა ბებიამ შეადგინა, რომელიც კარგად ერკვეოდა მშვენიერ ბაღებში - მხოლოდ ძველი ტალავერის მწყობრში მოყვანა და ეზოს მორთულობის გაპრიალება უნდოდა, რომ ზეინს შეეძლოს სახლის წინ უსაფრთხოდ წანწალი იმის შიშის გარეშე, რომ ვირთხას ან საშიშ მწერს გადაეყრება.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...