მჭიდრო, მძიმე ფარდებს შორის ხვრელში მზის შუქის თხელი სხივი იჭრებოდა და ლიამი მიხვდა: მზე ამოვიდა და დილა დადგა. მან ვერაფრით დაიძინა, არადა ზეინმა, ცოტა ტრიალის შემდეგ, ჩათვლემა, მის გვერდით მოკალათდა და ისე მყუდროდ ფშუტავდა, რომ ლიამი ოდნავ მოლბა. მაგრამ ძილი ვერა და ვერ ეკარებოდა.
პეინი სპეციალურად დარჩა თავისი ქმნილების საძინებელში. ის თავიდანვე არ აპირებდა წასვლას. ტომლინსონი ჯერ არ გამგზავრებულა, სახლი კი უკვე ცარიელი და ნაკლებად მყუდრო ეჩვენებოდა. ლიამი თითქოს ხედავდა, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რის აშენებასაც ასეთი ძალისხმევით ცდილობდნენ. არა ნაუცბათევად შეკეთებული ვერანდა - ნორმალური ცხოვრების ჩანასახი. იმედი, რომ ის არ არის მარტოხელა დაბღვერილი მეცნიერი, რომელიც მხოლოდ თავისი სამსახურითაა გატაცებული და მუდამ თავის სამყაროში იმყოფება. ლუისთან მას ასე თუ ისე ჰქონდა გამჭვირვალე ილუზია საერო ცხოვრებაზე, ლუისგან ის იგებდა ახალ ამბებს, ის ძალიან გულუხვად აძლევდა საშუალებას თავისთვის ყოფილიყო, ემუშავა თავის მშვენიერ ქმნილებაზე, სანამ ზრდასრული ადამიანის ყველა მოვალეობა მის მყიფე მხრებზე იყო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზეინი სულაც არაა სამუშაო. ის უფრო ბავშვია. და მისი სწავლება ჰგავს საყვარელი ადამიანისთვის გარემოს საოცრებების ჩვენებას, და არა მეცნიერული მიზნებისთვის მისგან ნამდვილი ადამიანის გაკეთება. ზეინი უკვე ნამდვილი ადამიანია, ზუსტად იმ მომენტიდან, რაც მან თავისი მშვენიერი თვალები გაახილა და ინტერესით შეხედა თავის შემქმნელს. ზეინი უკვე იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანი, გაიფიქრა ლიამმა და რაღაც უცნაური მწველი სინაზე იგრძნო შიგნით.
დერეფანში რაღაც უხერხულად ფხაკუნობდა და ლიამი ეჭვით მიაშტერდა კარებს. «ვირთხები საერთოდ გაგიჟდნენ», - გაიფიქრა მან, სანამ მიხვდა, რომ ეს ლუი იყო. პეინმა რაღაც შურის მსგავსიც იგრძნო: მასთან ლუი ასე ფრთხილად არასდროს აკაკუნებდა. ჩვეულებრივ მისი კაკუნისგან ჭერიდან თაბაშირი იფშვნებოდა. ფრთხილად წამოდგა, რათა არ გაეღვიძებინა ცოტა ხნის წინ დაძინებული ზეინი, რბილად აკოცა შუბლზე და მზრუნველობით შეუსწორა გადასაფარებელი, გაიარა რბილი ხალიჩა იმის იმედით, რომ არაფერი დაიჭრაჭუნებს.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...