- ლამაზი თვალები გაქვთ, - თქვა სოფიამ.
მას სასიამოვნო სახე ჰქონდა, მაგრამ ლიამი ვერ იტყოდა, რომ იმაზე ხშირად უნდა მისი ნახვა, ვიდრე ახლა. რთულ სიტუაციაში იყო. არ დაეიმედებინა გოგო და ამასთანავე ზრდილობიანი ყოფილიყო - ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ის ყოველთვის ნაპირზე დადიოდა და შეეძლო ჩავარდნილიყო უფსკრულში ნებისმიერ მომენტში.
- მადლობა, - ფრთხილად უპასუხა ლიამმა. - ნასიამოვნები ვარ.
სოფიამ გაუღიმა.
თვალის კუთხით ლიამმა რთულად შესამჩნევი მოძრაობა შენიშნა და გვერდით ნაბიჯი იმაზე ადრე გადადგა, ვიდრე სოფია მიუახლოვდებოდა. ის უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა და ვერ შეამჩნია შვება ლიამის სახეზე, რომელმაც ისევ შეძლო მათ შორის შედარებით უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება.
ახლა შეიძლებოდა მისთვის დაჟინებული ეწოდა და ამის გამო ნამუსი არ შეაწუხებდა.
- მამა მწყობრშია? - ჰკითხა ლიამმა ჩვეულებრივი ტონით და საათს გახედა.
ჩაის დროა, ლუი კი, თითქოს სპეციალურად, აგვიანებს. უდროოდ, ძალიან უდროოდ - ჩვეულებრივ ლუი არასდროს აყოვნებდა, ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებდა. ის, რა თქმა უნდა, შემოვიდოდა და წუწუნს დაიწყებდა, რომ არავინ ეხმარება, და ლიამი ამას ჩაეჭიდებოდა. იტყოდა, რომ სასწრაფოდ უნდა დაეხმაროს მისტერ ტომლინსონს ბალიშების შეკერვასა ან სამზარეულოს დასუფთავებაში, იმის მიხედვით, თუ რა ჰქონდა ლუის გეგმებში, და ისინი მის სმიტს კარს უკან დატოვებდნენ.
არა, არანაირი პირადი უსიამოვნება არ იყო, თავი დაიმშვიდა ლიამმა. უბრალოდ ზოგჯერ სოფია ზღვარს სცდებოდა, მას კი დიდად არ მოსწონს, როდესაც უცხო პირი მის საქმეებში ერევა. მას ასეთივე რეაქცია ექნებოდა, სოფლის ნებისმიერი სხვა მცხოვრები ან ქალაქიდან მოულოდნელი სტუმარიც რომ ყოფილიყო.
- დიახ, - დამჯერად დაუკრა თავი სოფიამ. - ის თავს უკეთ გრძნობს.
ESTÁS LEYENDO
შემქმნელი
Fanficამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...