მათ გარეთ გააღწიეს და ზეინმა ნაღვლიანად გახედა თავისი მოუვლელობით მშვენიერ ბაღს. ალბათ, ის კიდევ უფრო მოუვლელი იქნება, როდესაც ისინი სახლში დაბრუნდებიან. ყველაფერი მოვერცხლისფრო მტვერით დაიფარება, დასახლებული ოთახების ყოველი კვადრატული მეტრი, და მისტერ ტომლინსონი, რა თქმა უნდა, დააძალებს, რომ დალაგებაში დაეხმარონ. უპირველეს ყოვლისა, შემქმნელი მწყობრში ზედმეტად გაზრდილ გაზონს მოიყვანს, დამრიგებელი მოუსვენარ ბუჩქებს გაკრეჭს, თვითონ ზეინი კი ყვავილნარებში გაზრდილ სარეველას მიხედავს.
ისინი იმხიარულებენ. მზე თავის ზენიტში, მაღალი და კაშკაშა, და გრილი სასმელები, რომლებსაც მისტერ ტომლინსონი ვერცხლისფერ პოდნოსზე გამოიტანს. ოღონდ დაბრუნდნენ, სანამ ხეებს ყველა ფოთოლი არ დასცვივდება. ზეინს ჯერ არასდროს უნახავს ეს, მაგრამ, ლუის თქმით, ასეთი რამ აუცილებლად მოხდება, როდესაც მწვანე ბაღი თავის ფაფუკ გადასაფარებელს ყვითლითა და ჟოლოსფერით შეცვლის. ამის შემდეგ აცივდება... მაგრამ ფიქრებით ასე შორს წასვლა არ უნდოდა.
გზა რკინიგზის სადგურამდე ზეინისთვის უკვე ნაცნობი იყო. ისინი მალიკისთვის უცნობ ადამიანს მიჰყავდა, რათა ექიმი პეინის მანქანა სადგურში არ დაეტოვებინათ, სადაც მას მარტივად გააფუჭებდნენ ან მოიპარავდნენ. ის ჩემოდნების საბარგურში ჩადებასა და მოთავსებაში დაეხმარა, მანქანაში ბოლო შევიდა და საქმიანად აბოლებდა საზიზღარ სიგარეტს. ის ზეინს რაღაცით მისტერ ტომლინსონს მოაგონებდა, უბრალოდ მას ფართო ჩალის ქუდი ჰქონდა, და თვითონაც საკმაოდ მოხუცი იყო. შესაძლოა, ლუი აპირებდა, მომავალში ასეთი ყოფილიყო, ზედმეტად ყურადღებით აკვირდებოდა მოხუცს.
ძაღლები მშვიდად იქცეოდნენ. მანქანაში ორი საქმიანი ადამიანის ყოფნა აიძულებდათ მჯდარიყვნენ, როგორც საჭიროა, უსიამოვნებებს რომ არ გადაყროდნენ - ისინი უკვე მიხვდნენ, რომ განებივრება მხოლოდ ზეინთან და ლიამთან შეიძლებოდა. მხოლოდ არისტოტელე ცდილობდა ყოველ წამს წინ გაეხედა, რომ დარწმუნებულიყო: მისი საყვარელი მისტერ ტომლინსონი არსად გამქრალა. იმის მერე, რაც მოხუცმა ცოტაოდენი თბილი ფერფლი ცხვირზე დააყარა, ძაღლს ყოველგვარი სურვილი გაუქრა დაინტერესებულიყო, რა ხდება წინ. მან იმსჯელა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ლუი მას არ მიატოვებს, თუკი ასეთ შორ მანძილზე წაიყვანა თან.
YOU ARE READING
შემქმნელი
Fanfictionამბობენ, არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვარული, ვიდრე შემქმნელსა და ქმნილებას შორის. _____________________________________ •მოქმედება ხდება 1930-იან წლებში• _____________________________________ ფიკი ითარგმნება. ორიგინალის ლინკი: https://ficbook.net/re...