4

106 10 24
                                    

- ყოველთვის ყველა გირჩი მე რატომ მხვდება? - ბურტყუნებდა ლუი, სანამ ისინი პირველი სართულის დერეფანში დადიოდნენ. მტვერს გზადაგზა ისეთი ქედმაღალი გამომეტყველებით წმენდდა, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული შეერთებული შტატების ბედი.

- შემიძლია დაგეხმაროთ, მისტერ ტომლინსონ? - იკითხა ზეინმა და ზრდილობიანი ყურადღებით უსმენდა მის გულის ნადებს.

მან «მისტერ ტომლინსონ» ისეთი სიამოვნებით წარმოთქვა, თითქოს სიტყვების ამ შერწყმაზე ჯემი იყო წასმული. დილაადრიან ზეინმა ვეღარ მოითმინა და თავის «აღმზრდელს» ნებართვა სთხოვა დაეძახა ისე, როგორც შემქმნელი და ტომლინსონი სულგრძელად დაეთანხმა. ზეინს ძალიან გაუხარდა, მაგრამ მისი ბედნიერება დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ის ვერ ასწრებდა ლუისთვის ეკითხა გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც გაუთავებლად იყრებოდა მისი პირიდან, და ზეინს უწევდა მნიშვნელობის თავად მოფიქრება, მაგრამ ეს მხიარულიც იყო და მალიკს თითქმის ყველაფერი ესმოდა.

მსგავსი შემოთავაზების გაგებისას, ტომლინსონმა მალიკს ისე შეხედა, თითქოს მან მას ძალიან აწყენინა.

ჩანს, მას აზრადაც არ მოსვლია ვინმესთვის სახლის დალაგების მინდობა, საუზმის გამზადება, ლანჩი, სადილი, ჩაი და ვახშამი, ბაღის მოვლა, ძველი სახურავის შეკეთება, და წვრილი საქმეები, როგორიცაა: ყიდვა, რეცხვა და კერვა; ტერასის გათეთრება, ასევე პარაზიტების მოცილება. ასეთი საპასუხისმგებლო საქმეების ვინმესთვის მინდობა დაუდევრობის პიკია.

- სახის დაბანა ისწავლე შენით, მისტერ მალიკ, მერე კი დამეხმარე, - მკაცრად ჩაილაპარაკა ხელით გაქნეული მოძრაობის გაკეთებისას. ზეინი ოდნავ გაწითლდა, როცა გაიხსენა, როგორ დაღვარა დილით წყალი, საპონი კი ისევ თვალებში მოხვდა, მაგრამ ლუი ამას ყურადღებას აღარ აქცევდა. - არაუშავს. ჭკუას ვასწავლით ამ ვიგინდარას, - იჩურჩულა მან, მისაღების კართან გაჩერდა და ყური მიადო.

შემქმნელიWhere stories live. Discover now