7(ნაწილი I)

84 7 7
                                    

ნაკერების მოხსნის შემდეგ, როდესაც მაზი ნელ-ნელა ამოქმედდა, ზეინმა ბოლოსდაბოლოს გაიცნო შემქმნელის პაციენტები.

ექიმმა პეინმა სულგრძელად წარადგინა ის, როგორც ძველი უცხოელი მეგობარი, რომელსაც დაუმეგობრდა, სანამ უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი სიტყვებით, მისტერ მალიკი მას ესტუმრა, რომ შედარებითი კომფორტით შეესწავლა ინგლისის ცვალებადი ამინდი, ასევე არც ისე ადვილი კლიმატური პირობები. ზეინი ვერ ხვდებოდა, რისთვისაა ეს საჭირო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, დამჯერად მოაჩვენა თავი, თითქოს დაინტერესებულია იქაური კლიმატით და არც ისე კარგად ესმის ინგლისური, მით უმეტეს, რომ რაღაც ფრაზების არსი მის გონებამდე ძალიან ბუნდოვნად აღწევდა, იმის მიუხედავად, რომ ლუიმ თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა მისთვის საინტერესო სიტყვების სასწავლებლად, რომლების ხალხში თქმაც ლიამმა ზეინს აუკრძალა.

იმის გაგებისას, რომ ექიმი პეინის სახლში გამოჩნდა მესამე უცოლო მამაკაცი, ახალგაზრდა და განათლებული, ამასთანავე უცხოელიც, ყველა გასათხოვარი სოფლის ქალი და ახალგაზრდა ქვრივი თითქოს გადაირია. ისინი მთელი ბრბოთი მიადგნენ სახლს, მოჩვენებითად წუწუნებდნენ გამოგონილი დაავადებების გამო და ღამემდე არ მიდიოდნენ. მათ ნამდვილად ავადმყოფი ხალხი გვერდზე მისწიეს, რომლების მიღებასაც ლიამი პირველ რიგში ცდილობდა და არ აქცევდა ყურადღებას ხმაურს, რომელიც მის ჭერქვეშ სუფევდა. საჭიროა თუ არა იმის თქმა, რომ ლუის და ზეინს მოუწიათ მთელი ძალებით ემხიარულებინათ სტუმრები, სანამ ექიმი პეინი, რომელიც ცუდად მალავდა თავის გაღიზიანებას, ცდილობდა თავისი საქმით დაკავებულიყო. სამაგიეროდ ზეინი ნელ-ნელა ხვდებოდა სიტყვა «ფლირტის» მნიშვნელობას.

ყველაფერს, რასაც ზეინი ამბობდა, ახალგაზრდა ქალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით იღებდნენ. სტუმრები მას ძალიან ზრდილობიან და მზრუნველ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ, ხოლო აზრებს, რომლებსაც ის მორცხვად გამოთქვამდა, რადგან ეშინოდა, რომ დასცინებდნენ ან ვერ გაუგებდნენ, საკმაოდ ჭკვიანურად და მიხვედრილად თვლიდნენ. მოგვიანებით, როდესაც ლიამს ზეინის წარმატებებზე უყვებოდა, ლუიმ გაიხსენა ზღაპარი: «როგორ თვლიდნენ მაიმუნს ადამიანად», რისთვისაც არაორაზროვანი მუჯლუგუნი მიიღო მაგიდის ქვეშ პეინისგან და მერე დიდი ხანი წუწუნებდა და ნატკენ ადგილს ხელს უსვამდა.

შემქმნელიМесто, где живут истории. Откройте их для себя