თავი 1

244 16 1
                                    

"High as the heavenly sea
Low lays the devil in me"

სამი წლის შემდეგ
2018 წელი

"ელოდე მოულოდნელს"

"ჯანდაბა! ძალიან მტკივნეულია"
კბილებში გამოსცრა მან,მე კი ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა.

"ჯერ მხოლოდ პირველი ხაზია,მოდუნდი და ყურადღება სხვა რამეზე გაამახვილე"
ვუთხარი და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავუწიე.

"იქნებ მაკოცო და დამეხმარო ყურადღების მოდუნებაში?"
მკითხა ღიმილით მაგრამ შემდეგ ისევ შეიკურთხა როდესაც ტატუ არტისტმა ახალი ხაზის გავლება დაიწყო.

მის ბავშვურობაზე ოდნავ გავიღიმე,დავიხარე და მის რბილ ტუჩებს შევეხე."ნუ გეშინია მალე დამთავრდება.ჯეიკობი სწრაფად გააკეთებს"

ჯეიკობს გავხედე მან კი თვალები გადაატრიალა და გააგრძელა თავისი საქმე.

მხოლოდ ორი სიტყვა უნდა დაიწეროს.ვერ ვხვდები სხვა ტატუების გაკეთებისას როგორ ძლებდა.

"იცი,რახან ჩემი შეყვარებული ხარ არ უნდა დამცინოდე"
ჩაიბურდღუნა და ბავშვივით მოკუმა ტუჩები. მე კი ღიმილოს დასაფარად ხელები სახეზე ავიფარე.

ბოლოს როდესაც დავწყნარდი და სახეც დავიმშვიდე ხელები ჩამოვწიე და ვუთხარი.
"აღარ გავიცინებ,გპირდები"

"ჯანდაბა" კიდე გამოსცრა კბილებიდან და ოდნავ შეირხა.
მე კი პირზე ავიფარე ხელი რომ არ გამცინებოდა.

"მეგობარო უნდა დაწყნარდე თორემ 'Drug free'-ს ნაცვლად 'Dag free' -ს დაგაწერ"
ჯეიკობმა უთხრა და ეცადა თავისი გაღიზიანება დაემალა რომ ახლა ტატუს ჩემს შეყვარებულს უკეთებდა.

ჯეიკობს შევხედე და პირის მოძრაობით 'ბოდიში' მოვუხადე.
მან კი ტუჩები მომუწა და ოდნავ თავი გააქნია.

ჯეკობი ახლა ძალიან მეცმარებოდა.რადგან ჯეიკობი ჩემს საიკეთესო მეგობარს ხვდება ,მას ვთხოვე რომ ჩემი შეყვარებულისთვის ტატუ გაეკეთებინა.
იმის გათვალისწინებით რომ ჯეიკობს ის არ მოსწონს მაინც დავითანხმე რომ მისთვის ტატუ გაეკეთებინა.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now