თავი 24

334 27 2
                                    

"I'm so tired, of playing

Playing with this bow and arrow

Gonna give my heart away

Leave it to the other girls to play

For I've been a temptress too long

Just

Give me a reason to love you"


*"მაშინ რა? რა არ გაგიკეთებია აქამდე?" ნაზად ვაწვები. არ მინდა, ისევ ჩაიკეტოს, როგორც ყოველთვის იქცევა ხოლმე.

„არ მიზრუნვია." თვალებში მიყურებს, როცა მპასუხობს და ვხედავ, როგორ იკარგება თავის ფიქრებში.

წამით აღარ ჰგავს ამპარტავან, თავდაჯერებულ კაცს, როგორადაც ყოველთვის წარმოაჩენს საკუთარ თავს. ახლა დაეჭვებული და დაუცველი, უმწეო პატარა ბიჭია.*

განადგურებული ვარ მისი გარეგნობით, გულში ტკივილს ვგრძნობ და ყველაფერზე მეტად ის მინდა, რომ მას თავი უკეთ ვაგრძნობინო.

უფრო და უფრო კარგად ვაანალიზებ, რა რთულ მდგომარეობაში ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჰარიც. ალბათ ის კიდევ უფრო რთულშიც. არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ასე ბრმავდება, როცა საქმე ემოციებს ეხება. ვიცი, რომ ამაზე ბევრს ნერვიულებს და ეს ფიქრები აგიჟებს.

ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ. ჩემი პრობლემა ისაა, რომ მე ზედმეტად ბევრს ვზრუნავ ხალხზე, ის კი პირიქით- ასე საერთოდ არ იქცევა. ან არ იცის, როგორ გამოხატოს ზრუნვა.

ორივეს გვჭირდება ერთმანეთი, სიცარიელეების შევსებას მხოლოდ ასე შევძლებთ.

ბევრ რამეს კიდევ ვერ ვხვდები ჰარიზე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვახლოვდებით და წინა ღამის შემდეგ რაღაც შეიცვალა. თვალი მაინც შევყავი იმ ოთახში, რომელსაც ასე იცავს ჩემგან.

იმედი მაქვს, ერთ დღესაც იმდენად ექნება ჩემი ნდობა, რომ თავად შემიპატიჟებს.

ნაზად ვუღიმი. ყველაფერზე მეტად მინდა, რომ ის დაუცველი გამომეტყველება გავუქრო, რომელიც მის თვალებში ირეკლება. უშიშრად ვიღებ ღრუბელს და მის ხელში ვხდებ. თან ვანიშნებ, რომ მკერდთან მომიტანოს და იქ შემახოს.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now