** Trigger Warning**
Violence
"But you think that i can't see
What kind of man that you are
If you're a man at all
Well,i will figure this one out on my own.
How did we get here?
When i used to know you so well"
***
ჩვეულებრივი საღამოს რომელსაც ენდისთან ერთად ვატარებდი შემოიფარგლებოდა მისი საუბრით იმაზე თუ როგორ მიდიოდა მის სამსახურში ამბები და რა ახალი იდეები მოსდიოდა მამამისის ფირმასთან დაკავშირებით.
მახსოვს თუ როგორ ვიჯექი და როგორ ვუღიმოდი და თავს როგორ ვუქნევდი იმის ნიშნად რომ ვეთანხმებოდი ენდის სანამ ის ამ ყველაფერს მიყვებოდა.
ამას იმიტომ ვაკეთებდი რადგან ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ საღამოს გავიაზრე რომ ყოველთვის ჩვენი საუბარი მისი სამსახურით შემოიფარგლებოდა...
არასდროს არ ყოფილა საუბარი იმაზე თუ როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ ან მე როგორ ვგრძნობდი თავს.
არასდროს გვილაპარაკია ჩემს სამსახურზე.მხოლოდ იმას მეუბნებოდა რომ ძალიან მადლიერი უნდა ვიყო რადგან ენდის მამის ფირმაში მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.
არასდროს არ გვილაპარაკია იმაზე თუ მე რა მსურდა,და ალბათ არც ენდის აინტერესებდა.
თითქოს თვალებზე ფარდა მქონდა ჩამოფარებული,მაგრამ ახლა ყველაფერს კარგად ვხედავ და ვხვდები.
მახსოვს რაც სოფიმ მითხრა.
მითხრა რომ ენდი დედაჩემს ძალიან ჰგავდა და ამაში მართალიც იყო.
როდესაც ენდი საუბრობდა არც ერთი მისი ნათქვამი სიტყვა არ უნდა გამომრჩენოდა.
გადავხედე ჩვენს საუბრებს და არ გამომრჩენია ის შეურაწყოფა და გადატანითი მნიშვნელობის კომენტარები რომლებსაც ენდი მეუბნებოდა...მაშინ კი ვფიქრობდი რომ ამ ყველაფერში პრობლემა მე ვიყავი.

YOU ARE READING
Stall / კაბინა
Фанфик"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...