"you've got me nervous to speak
So i just won't say anything at all
I've got an urge to release
And you keep tellin' me to hold on"
როდესაც გავიღვიძე ისევ იგივე ნაცნობი სუნამოს სუნი ირეოდა ჰაერში,უკნიდან კი იგივე დაკუნთული მკერდი მეკრობოდა ,ამიტომაც საწოლში ბედნიერი გავინაბე.
როდესაც ჰარიმ მითხრა რომ რჩებოდა,მინდოდა რომ მისი ეს ნათქვამი დამეჯერებინა.მაგრამ თუ ყველაფერს მომხდარს გავითვალისწინებდით არ მინდოდა ამის გამო იმედები გამცრუებოდა.
ვგრძნობ თუ როგორ მოძრაობს ჰარის მკერდი,ხოლო პატარა ხმები რომელსაც ჰარი ძილში გამოსცემს უსაყვარლესი რამაა რაც კი ოდესმე მომისმენია.
სიმართლე რომ ვთქვა ახლა მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი,რადგან ეს იმას ნიშნავს რომ ჰარი ჩემთანაა.
ფრთხილად გადავბრუნდი ჰარისკენ,ხელი თავქვეშ ამოვიდე და მის მშვიდ ნაკვთებს დავუწყე ყურება.
ჰარის კულულები შუბლზე არეულად აქვს მიმოფანტური.ხელი ჰარის სახისკენ ფრთხილად წავიღე რომ მისთვის თმები გამესწორებინა.
ჰარისთან ერთად ბევრჯერ გამიღვიძია,მაგრამ ახლა თავს ძალიან განსხვავებულად ვგრძნობ.
იმის მიუხედავად რომ ჩემს გვერდზე იწვა,ჩვენს შორის მუდამ რაღაც ბარიერი იყო აღმართული.
მასთან მცირეოდენ 'კავშირსაც' კი ვერ ვამყარებდი.ისე ვერ ვიქცეოდი როგორც მინდოდა რომ მოვქცეულიყავი. ვერ ვეხებოდი მის რბილ კულულებს ისე როგორც მინდოდა რომ შევხებულიყავი...ვერ ვეხუტებოდი მას ისე , როგორც მინდოდა რომ ჩავხუტებულიყავი. არ შემეძლო მასთან ახლოს მისვლა და კოცნა..ყოველთვის ველოდებოდი ჰარის თუ როდის გადმოდგავდა პირველ ნაბიჯს და თვითონ როდის მოისურვებდა ჩემატან ყოფნას.
არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება როდესაც ის გაიღვიძებს.არ ვიცი ყველაფერი შეიცვლება თუ ისევ ისე დარჩება როგორც იყო.
![](https://img.wattpad.com/cover/296740255-288-k28489.jpg)
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfiction"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...