"When i'm all turned upside down
And i got that aching need
Boogeyman yea he'll come for me"
***
ერთი კვირა გავიდა რაც ჰარი არ მინახავს და არ მილაპარაკია მასთან.ერთი კვირაა ვაიგნორებ ჰარის მესიჯებს და ზარებს.
ერთი კვირაა ვცდილობ ჰარი თავისან ამოვიგდო და მასზე აღარ ვიფიქრო.
იმ ღამემ ისე ჩაიარა რომ მეტი საინტერესო არაფერი არ მომხდარა.
კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ჰარიმ 500$ გადამიხადა მხოლოდ იმიტომ რომ რამოდენიმე საათი ფოტოებს ვიღებდი.
ეს თანხა ძალიან ბევრი იყო ჩემთვის.
მაგრამ როგორც ჰარიმ აღნიშნა,მეპატრონესთან მოლაპარაკებული იყო.
სანამ წამოვიდოდი დავინახე თუ როგორ დატოვა კლუბი ჰარიმ ორ ქალთან ერთად.ვუყურებდი და გული ოდნავ მტკიოდა.
თუ ის შემთხვევა რაც საპირფარეშოში მოხდა,ჩემთვის მინიშნება არ ყოფილა რომ მასთან კავშირი გამეწყვიტა,მაშინ სჯობს საკითარი კუბოს საყიდლად წავიდე.
ეს მისი საქმეა თუ რას გააკეთებს,არც მადარდებს.მაგრამ იმის შემდეგ თუ როგორც მელაპარაკა და მომექცა საპირფარეშოში და შემდეგ ეშმაკური ღიმილით დატოვა კლუბი, ოდნავ ფული მეტკინა.
არ მინდა რომ მისი ასეთი ქმედების ნაწილი გავხდე.
კლუბის მფლობელს როგორც ჩანს მოეწონა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები იმის და მიუხედავად თუ რა კადრები იყო მათში აღბეჭდილი.
ალბათ ზუსტად ასეთი ფოტოების გამოყენებას აპირებდა რეკლამისთვის.
გამიკვირდა როდესაც კლუბის მფლობელისგან,სხვა იმეილებიც მივიღე სადაც კიდევ მთავაზობდა ფოტოების გადაღებას,მაგრამ უარი ვუთხარი.
ენდი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებდა მასთან კიდევ ერთხელ კლუბი ან ჰარის სახელი რომ მეხსენებინა.
![](https://img.wattpad.com/cover/296740255-288-k28489.jpg)
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfic"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...