თავი 9

241 13 1
                                    

"i wanna be alone

Alone with you -does that make sense?

i wanna steal your soul

And hide you in my treasure chest"

ხანდახან ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ხდება რასაც ახსნას ვერ მოუძებნი.

მათ რაიმე რაციონალური მიზეზი არ გააჩნიათ და რამდენიც არ უნდა ეცადო მაინც ვერ მიხვდები რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

ზუსტად ასეთი მოვლენა დამემართა.

ღამის პირველი საათია და ჰარის ბინის კარებთან ვდგავარ.

სამი კვირა გავიდა 'აკვარიუმის' ინციდენტის შემდეგ და მე უფრო ღრმად შევიჭერი ლაბირინთში საიდანაც თავის დაღწევას დიდ ხანს ვცდილობდი.

მისი საქციელების გამო დიდ გაურკვევლობაში ვარ. ხან ძალიან თბილად მექცევა ხან კი ყინულივით ცივია.

შეიძლება რამოდენიმე დღე არც მომწეროს და არც მნახოს ,ხოლო შემდეგ მოულოდნელად ჩემს სამსახურში მოვიდეს და ყოველდღე ერთი და იგივე ყინულით სავსე ჭიქა შეუკვეთოს.

ჩემს თავზე ძალიან მეშლება ნერვები.იმ დღეებში როდესაც ჰარი გადაწყვეტავს კაფეში შემოსვლას ,ყოველთვის დაბნეული ვარ და მისი ერთი გამოხედვა ან სიტყვაც კი თავბრუს მახვევს.

ჰარი აკვარიუმის შემდეგ შეიცვალა.მისი რბაილი და კეთილი მხარე რომელმაც გამოანათა გაქრა და კვლავx დაბრუნდა ქედმაღალი და უხეში ჰარი,როგორც აქამდე იყო.

მე მაშინ საშუალება მომეცა რომ ჰარის ის მხარე მენახა რომელსაც საგულდსგულოდ მალავდა.ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მასზე უფრო მეტი რამის გაგება მინდება.

ეს ნარკოტიკივითაა.ერთხელ მიიღებ და მეორად მისი გასინჯვის უფრო მძაფრი სურბილი გეუფლება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰარისგან არაფერი მსმენია,მაგრამ ეს ყველაფერი დღეს შეიცვალა.

მეძინა როდესაც ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა და როდესაც ვუპასუხე გავიგე ჰარის ჰარის ნახევრად მძინარე ხმა.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now