"And nothing comes close
To the way that I need you."
***
ჰარის ვერ ავახსნევინე, რა იგულისხმა წინა ღამეს, მაგრამ რატომღაც შეწუხებული ჩანდა. ვცადე ნაზად დამემშვიდებინა და მეთქმევინებინა, თუ რა იგულისხმა, რომ მისნაირი ხალხი ვერ ინარჩუნებდნენ ჩემნაირებს. ვცადე, ძალიან იმედიანად არ ვყოფილიყავი იმის გამო, რომ მან მინიშნება მომცა ჩემს შენარჩუნებაზე.
როცა აბაზანიდან გამოვედით და საწოლში ჩავწექით, ვცადე იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც მოხდა.
ჰარის თავისი მაისური მომცა ჩასაცმელად, ისევ ცხვარს ჰგავდა, როცა შემომთავაზა. მგონი უკვე ჩვევაში გაუჯდა. ვერ ვეწინააღმდეგები იმ აზრებს, რომ ძალიან საყვარელია ამის კეთებისას.
ძალიან პატარა ჟესტია, მაგრამ მისთვის ბევრს უნდა ნიშნავდეს.
ყველა ჯერზე, როცა ჰარისთან ერთად ვწვებოდი საწოლში, რაღაც ცუდი სიტუაცია იყო ხოლმე. ან მირეკავდა, რომ მასთან მივსულიყავი, როცა რაღაც სჭირდა ან ის ორი ღამე, როცა ჩემთან დარჩა.
ერთი მაშინ იყო, როცა ჩემი ერთთვიანი გულისტკენა დამთავრდა. მეორე კი მაშინ, როცა ადამიანმა, რომელსაც ორი წელი ვენდობოდი, ძალიან მატკინა.
მაგრამ ამ ღამეს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ჩვენ შორის ბარიერი არ იყო. სასიამოვნო, დამამშვიდებელი და თითქმის ნორმალურიც კი იყო, რამდენად ნორმალურიც შეიძლება იყოს რამის კეთება ჰარისთან ერთად.
იმაზე ფიქრი, რაც მოხდა, მთლიან სხეულზე მაწითლებდა. იმის გახსენება, თუ როგორ დავიწყეთ ერთმანეთის გახდით, კოცნითა და შემდეგ რაც მოხდა, შოკს მგვრიდა.
მისი პირი....ღმერთო.
ახლა იმ ვალდებულებას აღარ ვგრძნობდი, რომ იგი ჩემი ცხოვრებიდან გამეგდო. ამის გააზრება რთული იყო, მაგრამ შეგუებას ვცდილობდი.
ახლა რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, თუ თაგვი და კატა აღარ ვართ?
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Фанфик"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...