„And I don't want the world to see me
Cause I don't think that they'd understand
When everything's meant to be broken
I just want you to know who I am"***
ჩემი გულის ტკივილი აუტანელია და მიუხედავად იმისა, რომ თვალებში ცრემლები მაქვს, ჰარის გამომეტყველება კიდევ უფრო ცუდად მხდის.
ჩემში ყველა ნაწილს უნდა, რომ მასთან მივიდე და დავამშვიდო, მაგრამ ვერ ვინძრევი.
ამაში ხელს ღალატის, შიშისა და დაბნეულობის ერთობლიობა მიშლის. არც კი ვიცი, ვინ არის სინამდვილეში და ასეთი რამის გაკეთება თუ შეეძლო ვინმესთვის - მე რას დამიშავებდა?
დაჯდომა მჭირდება, ზედმეტი ინფორმაცია მომეყარა სწრაფად და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ენდი საავადმყოფოშია
ჰარის გამო ენდი საავადმყოფოშია
ენდის სახის აღდგენის ოპერაციები სჭირდება
ჰარის გამო
ჰარიმ მომატყუა
ენდის მშობლები ფიქრობენ, რომ ჩუმად ნარკოტიკს მოიხმარდა
ესეც ჰარის გამოა
ჰარი საიდანღაც იცნობს დევიდს
კიდევ რას მიმალავს ჰარი?
უკან ვიხევ, სანამ დივანთან მივდივარ და ვჯდები. სახეს ხელებში ვრგავ და ვცდილობ, ყველაფერი გავიაზრო. ჰარი ჩუმად მიყურებს.
არ ვიცი, რას ვგრძნობ, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჰარიმ გააკეთა. გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ არ ვიცი როგორ აღვწერო და ჩემში რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ჰარიმ ამის ჩადენის საჭიროება იგრძნო. რამდენჯერმე გაფრთხილებული ვყავდი, რომ ენდი თუ რამეს დამიშავებდა, არც თვითონ დააკლებდა.
მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას გულისხმობდა და ახლა ყველა ის მუქარა, რომ მას მოკლავდა ადრე თუ ზედმეტად დრამატული და გადამეტებული მეგონა, ახლა არც ისე არარეალური ჩანდა.
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfic"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...