"Father tell me, we get what we deserve
Oh we get what we deserve
And way down we go."***
სუნთქვა მიჩერდება და ვცდილობ მარგარეტს ყური დავუგდო, რომ რამე არასწორად არ გავიგო. „მარგარეტ, ცოტა ნელა მითხარი. ენდი საავამდყოფოშია?"
ჰარისგან ვიწევი, ხელს შუბლზე ვიდებთ და დაპანიკებული ჰარის ვუყურებ, რომელიც გაურკვეველი გამომეტყველებით მიყურებს.
ტელეფონიდან მხოლოდ მარგარეტის ქვითინი მესმის, ლაპარაკიც კი არ შეუძლია.
რა მოხდა? თავს აუტეხა რამე? ავარიაში მოყვა?
ვიცი, იმის შემდეგ რაც გამიკეთა, მის ამბავს ასე არ უნდა განვიცდიდე, მაგრამ არ შემიძლია ვინმეს შეძულება. ვერასდროს ვიგრძნობ თავს კარგად სხვისი ცუდად ყოფნით.
„იცოდი, ები?" მეკითხება მარგარეტი გულის ტკივილით.
მარგარეტი ყოველთვის კარგად მექცეოდა ხოლმე. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემ მიმართ ყოველთვის თავაზიანი იყო.
გული მტკივა, როცა მის ასეთ ხმას ვუსმენ.
„რა ვიცოდი? მარგარეტ, ვერ მესმის, რა მოხდა?" ვეკითხები და კიდევ უფრო ვპანიკდები, როცა ჰარი დივნიდან დგება, სამზარეულოში გადის და ჭიქაში ვისკის ისხამს.
სერიოზულად?
ჰარისგან ყურადღება მარგარეტის სიტყვებზე გადამაქვს. მათ გაგონებაზე სახიდან ფერი მიმდის და ხელი მივარდება. „ნარკოტიკები...იცოდი, რომ მათ მოიხმარდა?"
ტელეფონი თითქმის მივარდება, ხელს მუცელზე ვიდებ. ღებინების შეგრძნება მაქვს. „რაზე ლაპარაკობთ?" ვეკითხები.
ენდი არასდროს გაეკარებოდა ნარკოტიკებს. რა მოხდა?
ჰარის ვუყურებ, რომელიც სამზარეულოს მაგიდას ეყუდება და ვისკის სვამს.
არც კი მიყურებს. ვერ ვხვდები, რატომ არ მკითხა, ასეთი შოკიმომგვრელი რა მოხდა.
კიდევ ერთი ქვითინი მესმის, შემდეგ კი ტელეფონთან ენდის მამის ხმას ვიგებ. „ები?"
![](https://img.wattpad.com/cover/296740255-288-k28489.jpg)
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfiction"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...