თავი 2

213 13 0
                                    


"There's a bright side,To every wrong thing-if you are looking at me through the right eyes.
Darkness in my name,Don't you wanna come and play on the cool side?
Don't be so shy"


To Harry
Sent 3.06pm:
როგორ მხედავ?

დავწერე და გაგზავნის ღილაკს დავაჭირე თითი.კვლავ გავიხედე და არემარე მოვათვალიერე იმის იმედით რომ სადმე შევხვდებოდი იმ დამატყვევებელ მწვანე თვალებს...მაგრამ უშედეგოდ.

Harry
Recieved 3.06:
ამდენი ხანი გავიდა და არც კი მესალმები? და ეგ კაბა რომელიც გაცვია ძალიან იქცევს ჩემს ყურადღებას.

ჩემს წითელ კაბაზე დავიხედე და ოდნავ ქვემოთ ჩავქაჩე და მკერდთანაც შევისწორე.
ჰარი წლებია უკვე არ მინახავს და მაინც ახერხებს ,შორიდან რომ მისი გავლენის ქვეშ მომაქციოს.
უკვე წარმომიდგენია თუ როგორ იღიმის როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავს.

To Harry
Sent 3.07 pm
მაპატიე გამარჯობა...სად ხარ?

Harry
Recieved 3.07pm:
ქუჩის გადაღმა,საცხობთან რომ სახლია იქ გამოიხედე.

მართლაც გავიხედე იმ ძველი საცხობისკენ რომლელთანაც მრავალჯერ ჩამივლია.იქ კი დიდი აგურის შენობის ფანჯრებიდან ჰარის სილუეტი მიმზერდა.
მუცელი შემეკუმშა როდესაც ხელი ასწია და მისალმების ნიშნად დამიქნია.
მეც დავუქნიე ხელი და ისევ ტელეფონს დავხედე.

Harry
Recieved 3.09 pm
მოდი ჩემთან

ტუჩზე ვიკბინე და წარბები შევკარი.არა,ამ კაცთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა არშემიძლია...
თანაც ამის შემდეგ ენდისთან თავს დამნაშავედ ვიგრძნობ...
უბრალოდ მე ამას ვერ შევძლებ.

To Harry
Sent 3.10pm:
მაპატიე მაგრამ არ შემიძლია.ჩემი შეყვარებული ტატუს იკეთებს და ისევ მასთან უნდა მივიდე.

Harry
Recieved 3.10 pm:
ეს შემოთავაზები არ ყოფილა,რამოდენიმე წუთში შეგხვდები.

ფანჯრისკენ გავიხედე და უკვე ვეღარ დავინახე ჰარის სილუეტი.
ლოყას შიგნიდან ვუკბინე და ფიქრი დავიწყე.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now