თავი 8

237 12 0
                                    

"I bet you know just what you're

doing

you're not the type that used to

losing

First,you build me up,then with just

a touch

Leave me here in ruins

Something 'bout your eyes

I can't even walk in a straight line"

**

მთელი გზა ჩუმად ვიყავით.ჩვენს სიჩუმეს კი მანქანაში ჩართული სიმღერების ხმა არღვევდა.

ჰარი მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას როდესაც მიმართულებას მანიშნებდა თუ სად უნდა წავსულიყავით.

ახლა არ გამიკვირდება თუ რომელიმე მიტოვებულ მინდორში წამიყვანს და იქ თირკმელების გარეშე დამმარხავს.

ჰარიმ მთხოვა რომ ჩემს ბინაში მივსულიყავი და კამერა ამეღო,ხოლო როცა ვკითხე თუ რაში მჭირდებოდა მიპასუხა რომ

"ეს სიურპრიზი" იყო.

ხელი რადიოსკენ წავიღე და სხვა სიმღერაზე გადავრთე გვერდიდან კი ჰარის მზერა ვიგრძენი.

მთელს სხეულზე ბუსუსები ამეშალა რადგანაც ჰარისთან ერთად ამდენი ხანი ერთ სივრცეში ვიყავი 'გამომწყვდეული' და იმიტომ რომ მზერას არ მაშორებდა.

ზოგ ადამიანს შერცხვებოდა რომ ჩემს ყურებაში გამოვეჭირე მაგრამ,ჰარი პირიქით იქცევა.

მას არაფრის არ სცხვენია.

"ამას ხშირად აკეთებ"

მითხრა ჰარიმ.მას ოდნავ გავხედე და მალევე გადავიტანე ყურადღება გზაზე.

"რას ვაკეთებ"

"ერთ სიმღერას ბოლომდე არასდროს არ უსმენ,ყოველთვის სხვა სიმღერაზე რთავ"

მითხრა მან და ეტყობოდა რომ ამ ფაქტით საერთოდ არ იყო მობეზრებული.

"ალბა ასეთი ჩვევა მაქვს"

ვუთხარი მას.არ ვიცი თუ საითკენ წავა ჩვენი საუბარი.

"და რას მეტყვი შენს დანარჩენ ჩვევებზე?"

მკითხა და ხელი კონსოლზე ჩამოდო.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now