"What a wicked game to play,to
make me feel this way.
What a wicked thing to do,to let me
dream of you.
What a wicked thing to say,you
never felt that way
What a wicked thing to do, to make
me dream of you "
***
იმ ინციდენტის შემდეგ ერთი თვე გავიდა და ჰარი არც მინახავს და არც დავლაპარაკებივარ.
თავს შერცხვენილად და სულელად ვფრძნობ.
ყველა ჩემი მიწერილი მესიჯი უპასუხიდ დატოვა,მე კი სამსახურში დავდიოდი და ყოველი კარების გაღებისთანავე ვიყურებოდი შემისასვლელის მიმართულებით იმ იმედით ,რომ ჰარი შემოვიდოდა.
ერთ საღამოს გადავწყვიტე რომ მასთან სახლში მივდულიყავი.
დიდ ხანს ვაკაკუნე კარებზე,მაგრამ უშედეგოდ.
ზუსტად ერთი და იგივე სიჩუმე მხვდებოდა მთელი ოცდაათი დღის განმავლობაში.
ჩემმა სულელმა თავმა იფიქრა რომ იმ საღამოს შემდეგ ჩვენს შორის რაღაც შეიცვალა და ჰარისთან უფრო დავახლოვდი.
მეგონა რომ ამის შემდეგ შევძლებდი და უფრო მარტივად ვიპოვიდი მისი საიდუმლოს ამოსახსნელ გზას...
ჩემს თავზე უფრო და უფრო ვბრაზდებოდი.რამდენჯერაც ჰარიზე დავიწყებდი ფიქრს მაშინვე ყურადღება მეფანტებოდა და გული მიჩქარდებოდა.
იმ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევი რომ ჰარი მენატრება.
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ნივთი დავკარგე რომელიც არც კი მეკუთვნოდა და რაც უფრო ვცდილობ ამ ყველაფერში გარკვევას მით უფრო ვიკარგები.
ჰარიმ იცოდა რასაც აკეთებდა.
იცოდა თუ როგორ მაინტერესებდა მისი თითოეული საიდუმლოს გაგება.
თითქოს მან ჩვენს შორის გრძელი თოკი გააბა და როგორც კი ზედ გავიარე და მეორე ბოლოს მივუახლოვდი კვანძი გადაჭრა და დამტოვა ჩემს აზრებთან მარტო.
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfic"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...