თავი 16

227 12 0
                                    

"Carve your name into my arm

instead of stressef i lie here charmed

'Cause there's nothing else to do

Every me and every you"

***

ეს თვე წინასგან რადიკალურად განსხვავდება.

დარწმუნებული ვიყავი რომ ჰარის ვეღარ ვნახავდი,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

ისევ დაიწყო ჩემს სამუშაო ადგილას სიარული და თან სახეზე მისთვის დამახასიათებელი ამაყი ღიმილი ჰქონდა აკეული.

მორინი მასზე გიჟდება.ყოველთვის ეფერება ლოყაზე,ყოველთვის ეუბნება რომ საყვარელია და ეუბნება რომ კიდევ შემოიაროს კაფეში.

ხხანდახან ვამჩნევ თუ როგორ მიყურებს ჩემი სამუშაო საათების განმავვლობაში.ჰარი ჩემთვის მესიჯების გამოგზავნასაც დაეჩვია რაც კონცენტრაციაში ხელს მიშლის.

ისეთ რაღაცას მომწერდა რაც შემდეგ ძალიან მაბნევდა და მას ამის ყურება ძალიან სიამოვნებდა.

მახსოვს ერთხელ პატარა გასაშლელ კიბეზე ვიდექი და კაფეში თეთრ დაფაზე დაწერილ მენიუს ვშლიდი როდესაც ჩემს ტელეფონზე მესიჯი მოვიდა.

Harry:

Recieved 12.03 pm

ძალიან მასიამოვნებ თუ ახლა მაგ კიბიდან გადმოვარდევი და პირდაპირ სახეზე დამეცემი ;)

კიბეს შეშინებული კატასავით მოვეჭიდე, ხოლო ჰარიმ ჩემს ასეთ საქციელზე ჩაიცინა.

მორინმა როდესაც ჰკითხა ჰარის თუ რა მოხდა მან უპასუხა

"არაფერი,უბრალოდ მგონია რომ ები ცოტა ხნით უნდა დაჯდეს"

კიდევ ერთი ჰარის ჩვევა რომელიც ღამე არ მაძინებდა იყო მისი ზარები.

მართალია ეს ხშირად არ ხდებოდა მაგრამ ბევრჯერ გავუღვიძებივარ შუა ღამისას ჩემს ტელეფონზე შემოსულ ზარს.

და მისგან შემოსული ზარი ყოველთვის ერთი და იმავე რამით სრულდებოდა- შუა ღამისას ჰარის სახლში მისვლით.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now