თავი 26

314 28 10
                                    

"You caught my truth in the worst way
Through the dirty lens of a broken smile
And I swear I'm not a pretender
Sometimes it's love who's the biggest liar"

**

მგონია, რომ ჰარის ან ძალიან უყვარს სახლში შიშველი სიარული, ან ძალით აკეთებს, რომ ამაფორიაქოს.

პირსახოცის მოშორება და ტანსაცმლის ჩაცმა საღამომდე არ ინება. სუნთქვას ძლივს ვახერხებდი, როცა ვუყურებდი სამზარეულოში როგორ ამზადებდა საჭმელს და როგორ ეჭიმებოდა ზურგის კუნთები კარადის გაღების ან ტაფის გარეცხვისას.

მასთან უბრალო საუბრებს არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ საყვარლობა იყო, როცა მკითხა, რისი ჭამა მიყვარდა საუზმეზე ყველაზე მეტად და შემპირდა, რომ ხვალ მაგას მოამზადებდა.

ვუთხარი, რომ შაბათამდე სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან მეტი ტანსაცმელი აღარ მქონდა წამოღებული. მან კი მისთვის დამახასიათებელი პასუხი დამიბრუნა: „მაშინ ტანსაცმელს ნუ ჩაიცვამ." ამაზე თვალები ავატრიალე, რის გამოც საჯდომზე ხელი მომარტყა და მითხრა. „ჩემს ნათქვამზე თვალებს ნუ ატრიალებ, ახალგაზრდა ქალბატონო."

როცა ჰარისთან მივედი, მორინს დავურეკე და ვუთხარი, რომ სამსახურში ამ სახით ვერ წავიდოდი და ყველაფერი ავუხსენი. რეზიუმის საკითხზე კი ვუსაყვედურე.

მორინმა შემახსენა, რომ მხოლოდ ჩემი სახის დასანახად დამიქირავა და თავადაც ყველაფერს მშვენივრად მიხედავდა. ისიც მითხრა, რომ ბედნიერების კვალდაკვალ უნდა ვიარო. ამის გამო, ცოტა ავღელდი, მაგრამ 24 საათის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, რომ ემოციები ნორმალურად ვეღარ გამოვხატე.

მორინმა ისიც მითხრა, რომ თავის კრისტალებს დაწყევლიდა და ენდის ტრაკში შეტენიდა.

დედასავით ვუყურებ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დედაჩემი დიქტატორივით უფრო მექცეოდა.

ჰარიმ მითხრა, რომ სამსახურში ყველაფერი მოაგვარა და პარასკევამდე სახლში ყოფნა შეეძლო. შევეცადე, ღიმილი დამემალა, როცა წარმოვიდგინე, რომ 24 საათზე მეტი სულ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ შემდეგ ავღელდი: რაზე ვილაპარაკებდით? საუბრის წამოწყება ისედაც მიჭირს. მითუმეტეს მასთან, როცა მხოლოდ ერთი შეხედვით მაგიჟებს და ინგლისურს მავიწყებს.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now