თავი 22

299 14 0
                                    

"The storms are raging on the rolling sea

And on the highway of regret

The winds of change are blowing wild and free

You ain't seen nothing like me yet"

ჩემი ყურადღება კარებზე კაკუნის ხმამ მიიქცია,მე დივანზე უკვე რვა საათია ვზივარ და აქაურობა შეიძლება ითქვას რომ ჩემს ადგილად ვაქციე.

ამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი. ჰარის სახლში მარტო ვიყავი. თითქოს თავდამსხმელი ვიყავი რომელიც ჰარის იმ ნაწილს უთვალთვალებდა რომელსაც ასე მალავდა.

ან იმიტომ რომ ის აქ არ იყო და თავს ასე ცარიელად ჰარის არყოფნა მაგრძნობინებდა.

დივანზე ვიჯექი და თაროზე დალაგებულ კასეტებს ვითვლიდი.

სულ 305 ცალი იყო.

ალბათ დაახლოებით ორი საათი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა იყო ამ კასეტებზე ჩაწერილი.

შემდეგ კი როცა ეს მომბეზრდა ტელეფონში ტეტრისის თამაში დავიწყე. არ მინდა რომ ვიტრაბახო მაგრამ ეს კარგად გამომდის.

კარისკენ დავიწყე სვლა და თან ჰარის მაისურის ბოლოს ვეჭიდებოდი ,რომელიც როცა აქ მოვედი მაშინ ჩავიცვი.

როდესაც კართან მივედი სახელურს მოვკიდე ხელი

"ვინ არის ?"

"ბუგიმენი ვარ"

ნაცნობმა ბოხმა ხმამ მიპასუხა კარების მეორე მხრიდან.

ჩავიღიმე და სიხარულისგან აფორიაქებულმა კარები გავაღე.

მზერა ჰარიზე გამიჩერდა რომელიც შემს წინ იდგა , ნახევრად შეკრული შავი პერანგი და იგივე შავი ჯინსის შარვალი ეცვა და მიღიმოდა.

"ბუ..." მან ჩუმად მითხრა და წარბები მაღლა აზიდა.

"არ ხარ საშიში" სიცილი შევიკავე და თვალებში შევხედე. ახლა მას სრულიად განსხვავებულად ვუყურებ, თითქოს მისი სულ სხვა მხარე გამოჩნდა როდესაც მას ჩემს გულში შემოსვლის ნება მივეცი.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now