📚 1 🎭

1.1K 31 10
                                    

"დარსი ანდერსონი, ოცი წლის,ამერიკის მოქალაქე,შტატ ილინოისიდან. პირველ კურსელი ინგლისური ფილოლოგიის. რვა წლიდან საბავშვო რეკლამებსა და თეატრალურ დადგმებში აქტიურად მონაწილე მსახიობი. მინდა სწავლა გავაგრძელო ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ამასთანავე მოწვევა მაქვს საუკეთესო თეატრიდან
"უესტ- ენდიდან", იმედი მაქვს ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებთ და შანს მომცემთ სწავლა გავაგრძელო."
ემაილის გაგზავნის თარიღი:09.20.2014.

როდესაც ჩემი პატარა ელექტრონული წერილის წერა დავასრულე ხელახლა გადავავლე თვალი,პატარა ჩანს, თუმცა არ მინდა დიდი და უაზრო გამოვიდეს, ამასთან ერთად პირადად მისვლაც მიწევს უნივერსიტეტში,საბუთების მისატანად, რა თქმა უნდა,მოთხოვნა თუ დადასტურდა. ამერიკიდან ლონდონში გადმოსვლა არც ისე მარტივია,როცა სტუდენტი ხარ.
-საყვარელო,ის ჩაწერე,პირველ კურსზე საგნები რომ შეგეტენა?- ჩემს გვერდით დედას ხმა გავიგონე,რაზეც თვალები ავატრიალე.
-ეს აუცილებელია?
-რა თქმა უნდა, შენს რეზიუმეში ჩანს და შანს რომ ითხოვ, მიზეზი ხომ საჭიროა?
-ოჰ.. კარგი.- ამოვიოხრე. მომიწია ჩემი ნებით ჩამეწერა საგნების შეტენვაზე და მეტად გულრწფელი გამოვჩენილიყავი.
-ვსო, გავაგზავნე.
-მაინც არ სწავლობ,სულ თეატრში ხარ, რატომ იტანჯავ თავს მაგით?
-ამჯერად ვისწავლი დედა..მსახიობობა ჩემი ჰობია, ეს კიდევ ცხოვრების მიზანი.
-არ ვიცი, კარგი, მე მხარს გიჭერ ყველანაირად.
-შენზე რას იტყვი,როგორ ხარ?
-კარგად, როგორ უნდა ვიყო?
-არ ვიცი..რაც შენ და მამა დაშორდით..
-დარსი, მამაშენი არ მადარდებს,იცხოვროს თავისთვის,როცა მოგინდება წახვალ და ნახავ,არ გზღუდავ, ძალიან კარგად იცი.- თავი დავუქნიე და გავუღიმე.
-თეატრი უნდა ვიპოვო, არ ვიცი სად არის.
-გინდა გაგყვე? გზები კარგად ვიცი.
-არა,ჩემით გავაგნებ, თუ დავიკარგები ბინის მისამართი ვიცი..ან კიდევ დაგირეკავ და მიპოვი.
-ღმერთო, ყოველთვის ცხოვრებას რატომ ირთულებ. ის მაინც იცი,რომელ ქუჩაზე უნდა მოხვდე?
-არა.. მაგრამ გუგლში ვნახავ.
-თეატრის სახელი, თვითონ უბანს ჰქვია, ამიტომაც გირჩევნია ტაქსით წახვიდე.
-კარგი,ვიზამ რამეს.- გავუღიმე და ტანსაცმელი ავარჩიე. სარკეში ფოტო გადავიღე და ინსტაგრამზე შევედი, სწრაფად ავტვირთე დილის ფოტო, ბედნიერი დღე ვუსურვე ჩემს გამომწერებს და მეც ბედნიერი გავედი ოთახიდან,ყურსასმენი გავიკეთე და "one direction-best song ever" ჩავრთე.
-დე, საღამოს მამას დავურეკავ და მასთან წავალ.- მისი პასუხის მოსმენის გარეშე გამოვედი სახლიდან, რადგანაც არაფერი მესმოდა მუსიკის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად კონცერტი მაქვს გამართული,ქუჩაში წყნარად მივაბიჯებ და მშვიდად მივუყვები ავტობუსის გაჩერებამდე ტროტუარს.
-უკაცრავად, რომელიმე ავტობუსი მიდის უესტ-ენდის თეატრთან? - უცნობმა ქალბატონმა გამომხედა და უცნაურად ამათვალიერა.
-არა, გზაზე გადადი, იმ მაღაზიას ხომ ხედავ.- მოპირდაპირე მხარეს, რომელიღაც მაღაზიაზე მიმითითა,ვერ მივხვდი, თუმცა თავი მაინც დავუქნიე.
-იმ ჩიხში არის კიდევ ერთი გაჩერება, იქიდან კიდევ ოცდაცხრა ნომერს გაჰყევი.
-მადლობა დიდი..
-არაფრის.- გავუღიმე და ყურსასმენი ისევ გავიკეთე,ზებრას გადასასვლელთან დავდექი და წითელის ანთების თანავე გადავედი გზაზე. ქუჩა საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მაღაზია ვერ შევნიშნე,გაჩერებას მაინც მივაგენი,რადგანაც კიდევ ერთხელ გავიკითხე. დედა მართალი იყო, მაგრამ ამას ხომ არ ვაღიარებ მაინც, თავსატეხიდან ისევ ჩემით უნდა გამოვძვრე. ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს რომ ვიყავი, ზუსტად მაშინ შევნიშნე, როგორ წავიდა ჩემ თვალწინ ის ნიმერი,რომელიც მაწყობდა.
-არა..არა..ჯანდაბა.- მუსიკის გამო უკონტროლოდ დავიყვირე,ხალხის ყურადღებაზე კიდევ უხერხულად გავიღიმე, მოსაცმელი კარგად შემოვიჭირე წელზე და მაინც მივედი იქამდე. ჩემი გათვლებიდან გადავწყვიტე სხვა ნომერს გავყოლოდი, რადგანაც ჩემი დანიშნულების ადგილი მასაც ეწერა.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now