→ტომის თვალთახედვით←
-ესეიგი უკან მოგყვებოდა?- სიცილით მკითხა ჯეიმ.
-ჰო, აქაური არაა, აქცენტზე ეტყობა,ამერიკიდან არის.
-ნეტავ თეატრში რა უნდა,ახლა ხომ დაკეტილია.
-არ ვიცი, არც მადარდებს.
-სულელი გოგოებით ივსება ქვეყანა,რას ვიზამთ. შენი სტუდენტი რომ არა, ალბათ ახლა რეანიმაციაში იწვებოდა.
-კარგი,მაგ გოგოზე საუბარს, გირჩევნია მითხრა, სიაში ვინ მემატება.
-ამ..სამი სტუდენტი, სამივე ჩამოსულია და ყველას მოთხოვნა დაადასტურა უნივერსიტეტმა.
-კარგია, მომეცი და მერე გადავხედავ მათ საბუთებს.- საქაღალდე მომაწოდა, გვერდით გადავდე და ჩემი ყავა მოვსვი.
-რამდენიმე დღის წინ კარენი ვნახე, მასთან კონტაქტი აღარ გაქვს?
-არა, უკვე მეორე წელია.
-არც იკითხავ სად ვნახე?
-ფიქრობ მაინტერესებს,სად შეიძლება შეხვედროდი ჩემს ყოფილ ცოლს?
-ასეთი გულცივი ნუ იქნები, მან კი გიკითხა, საერთოდ არ შეცვლილა.
-კარგი,ახლა უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს, სტუდენტებთა საბუთებიც უნდა ვნახო და სხვა მათი მეილებიც.- ვინაიდან ჩემს კოლეგასთან ყოფილ მეუღლეზე საუბარის გაგრძელება აღარ მსურდა, ყავის საფასური გადავიხადე და წამოვდექი.
-კარგი, გნახავ სემესტრის დაწყებისას.
-აუცილებლად.- მხარზე მსუბუქად დავარტყი და წამოვედი."-შენ მხოლოდ შენი თავი განაღვლებდა,რაც მოხდა, ყველაფერი შენი ბრალია, ამიტომაც მე ნუ დამადანაშაულებ,ტომ!"- მისმა სიტყვებმა გარკვევით გაიელვა ჩემს გონებაში. წლებია მისი სახე არ მინახავს, თავს კი სრულებით მშვიდად ვგრძნობდი, თუმცა ახლა, როდესაც მოულოდნელად ცნობისმოყვარე კოლეგამ მიხსენა, უნებლიედ გამახსენდა წარსულის საშინელი მოგონება.
მანქანაში ჩავჯექი და დავძარი, სახლში დავბრუნდი, ავოკადოს უცხიმო სალათი გავიკეთე და სამზარეულოში ჩამოვჯექი.
ახალი სტუდენტების განცხადებებს ჩავხედე, ზოგმა საცხოვრებლის გამო შეიცვალა სასწავლებელი,ზოგმა ფაკულტეტის. ჩარლი, მეთიუ და დარსი..
მის ანდერსონს ყველა საგანი ჩაუბარებელი ჰქონია, ვფიქრობ ახლაც არ მოიკლავს თავს სწავლით, თანაც რაო? თეატრის მსახიობი ყოფილა.
წამოვდექი, თაროდან ღვინო გადმოვიღე და ცოტა დავისხი ჭიქაში, ოდნავ მოვსვი და ბოლო სტუდენტის განცხადებას ჩავხედე. ცოტა მეტი რომ დაეწერა თავის თავზე უკეთესი იქნებოდა,ფოტოც არ აქვს მითითებული, რანაირი გოგოა საერთოდ.
უესტ-ენდის თეატრის ამოკითხვისას ის დაბნეული გოგო გამახსენდა, კინაღამ მანქანამ რომ დაარტყა.
სამივეს ჩემს ჯგუფში მიღებას მოვაწერე ხელი, ყველანაირად ვეცდები ჩემს საგნებში მათი ცოდნა გავამყარო, შანს ყველას ვაძლევ, ამ დარსისაც კი, არ მივცემ უფლებას ჩემი საგანი ისევე მიაგდოს, როგორც წინა წელს. უეცრად ფანჯარაში ფუმფულა არსება შევნიშნე,ჩავიცინე და წამოვდექი,რათა შემომეშვა ჩემი მაწამწალა ფისო.
-მთელი დღე გარეთ იყავი,ახლა რამ მოგიყვანა აქ?- თვალების ტრიალით დავუყარე საჭმელი და წყალი დავუსხი. კატები დიდად არ მომწონს, თუმცა ეს თავისით შემომეჩვია, მაწანწალა,ქუჩის კნუტი იყო, ერთხელ გადავარჩინე და იმის მერე არ მომშორებია. ჭამა რომ დავასრულე საძინებელში გავედი, საწოლზე ჩამოვჯექი და სათვალე გავიკეთე, ჩემი საყვარელი წიგნი ავიღე და ჩანიშნულ ადგილას გადავშალე.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanficისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.