→ორი კვირის შემდეგ ←
ორი შესანიშნავი კვირა გავიდა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ის მაგრძნობინა, რაც დიდი ხნის განმავლობაში არავის მიმართ მიგრძვნია. თეატრშიც კარგად მიდის საქმეები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორჯერ მოგვიწია დუბლიორის გამოყენება ორი მსახიობის შესაცვლელად, რაღაც პატარა პრობლემების გამო, თავად ისურვეს ჩანაცვლება. სიმართლე ვთქვა ერთი და იგივე სპექტაკლის ყოველ მეორე დღეს ჩატარება ძალიან დამღლელი და მომაბეზრდებელია, თუმცა ის ფაქტი, რომ დარსი გვერდით მყავს, სცენასა თუ კულისებში, ეს მაძლებინენს. მოსაწყენი გახდა ჩემთვის პოსთმუსის როლი, კიდევ კარგი ბევრი აღარ დარჩა, დაახლოებით ორ კვირაში დავასრულებთ ამ ჩახვეულ ერთფეროვნებას.
რამოდენიმე შტატში, ყოველი გამოსვლის შემდეგ მე და დარსი ხან სასეირნოდ, ხან კი სავახშმოდ დავდივართ, დრო ასე გაგვყავს. თვითონაც აღიარა, რომ იმოგენის როლმა ცოტა დაღალა, თუმცა ბედნიერი დასასრულის გამო, რომელიც ჩემთან,იფივე პოსთმუსთან აქვს ეხმარება ატანაში.
გუშინდელი საღამოს შემდეგ, რაღაცნაირად მიჭირს მისი გაღვიძება, ძალიან ბევრი იტირა, საშინელებათა ფილმის ყურებას "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" ვამჯობინე, მას აქამდე ნანახი არ ჰქონდა, ამიტომაც ემოციებიც ორმაგი იყო, დარსის შემხედვარე უფრო ამიჩუყდა გული თუ ფილმა გამოიწვია ხელახლა ჩემში ძველებური განცდა არ ვიცი, ალბათ ორივე, რადგანაც ზედმეტად შემაძრწუნებელია მსგავსი ტიპის სიუჟეტები.
დარსი იმ უსამართლობას მისტიროდა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ხალხის გენიციდის სახით ხდებოდა გერმანიაში, დაახლოებით ექვს მილიონამდე ებრაელი გუშინ, ერთ ღამეში გამოიტირა, შემდეგ კი ჩაეძინა. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გულჩვილი იყოს, არ ვამბობ იმას, რომ ეს ამბავი ან ფილმი ამაღელვებელი არაა, უბრალოდ ისა არის ასეთი, ემოციების კონტროლი უჭირს, პირდაპირ შეუძლია ატირდეს, იცინოს, იყვიროს. ეს ხასიათი, რა საკვირველია არ მაღიზიანებს, ზედმეტად თავისებურს ხდის, ჩემთვის განსხვავებული და განსაკუთრებული გოგოა, თავისი უცნაური და ამავდროულად აღმაფრთოვანებელი ქცევებით, ხანდახან ძალიან ჯიუტია და ამის გამო ბევრ რამეში თავშეკავებულიც, ვერაფერს დააცდევინებ თუ დაიჟინა გაჩუმება.
პირად პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს, მითუმეტეს ძველ ისტორიებზე, მოყოლას არც ვაძალებ, როცა მეტად გაიხსნება და ენდომება, ალბათ მაშინ მომიყვება, ამ საკითხში მეც ასე ვარ, არ და ვერ ვუყვები ზოგ რაღაცას, რადგანაც უბრალოდ გახსენება აღარ მსურს, რასაც წარსულში ვტოვებ, მინდა იქ დარჩეს და არა დღევანდელ დღეში დალექილ ნაწილად.
როგორი მშვიდია ძილისას, როცა მსგავს მდგომარეობაში ვუყურებ მეტად ვხვდები და ვიაზრებ, ბედნიერი ვარ მის გვერდით ყოფნისას.
მძინარეს მივადე ლოყაზე ხელი, მივიწიე და შუბლზე ვაკოცე, ღრმად ამოსუნთქვისას მეორე მხარე შეიცვალა. ჩემი მაისურით მწოლიარეს ზურგზე მოვუსვი ხელი, რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩუმი გმინვა მომესმა, მხარი რამოდენიმეჯერ გაამოძრავა, ახლა მხარზე მოვუსვი ხელი, რაზეც დადუმდა, თითქოს ის ადგილი ექავებოდა და ჩემი შეხებით გაიქარვა.
-გაღვიძების დროა..- მივიწიე და კისერზე ვაკოცე.
-ჰო..ახლავე.- ამოილუღლუღა და ისევ გაინაბა..- ძალიან მოთენთილი ვარ..-ამოიოხრა და ისევ ჩემკენ მობრუნდა, თავი მკერდზე მომადო.
-რა კარგი სუნი გაქვს.- მაისურიდან ღრმად შეისუნთქა სურნელი.
-მე შენი მომწონს..- დავიხარე და ყელში ჩავურგე სახე, ხელი მაისურის ქვემოდან ნაზად შევუცურე და წელზე გადავატარე თითები, იმ წამსვე აფართხალდა, უწყლოდ დარჩენილი თევზივით.
-ვაიმე..- სიცილით ამოიგმინა და შეხტა.
-მეღიტინება.- ჩავიცინე და უკნიდან მუხლებით დავუდექი, მხარსა და ყელზე ნაზად დავუწყე კოცნა.
-ოჰ..- უკან გადმოსწია თავი. მუცელზე მოვხვიე ხელი და ნაზად მოვეფერე, სუნთქვა შეკრულმა ამოიკვნესა ჩემს ყურთან, ამ შეგრძნებამ შიგნიდან სულ ამიხურა ორგანიზმი.
ბიბილოს ქვეშ ნაზად ვაკოცე რამოდენიმეჯერ, შემდეგ კისერსა და ისევ ყელზე, მისი ღრმა სუნთქვა ჩამესმის, ჩუმი კვნესა, სხეულზე დაყრილ ტაოსაც ვგრძნობ, რაც მეტად აღმაგზნებს.
მუცლიდან ოდნავ დაბლა ჩავაცურე ხელი,თითი საცვალის ზოლთან გადავატარე, მუცელი შესწია, მივხვდი არ ამოუსუნთქავს, ჩემეღიმა მასზე. სახე ჩემკენ მოვაბრუნებინე და ცხვირზე გავეხახუნე. ღრმად ამოსუნთქვასთსა ერთად თვალებში ჩამხედა. თითები უფრო დაბლა ჩავაცურე, პარალელურად თავიც მივწიე, რომ ენით დასველებულ ტუჩებზე ვნებიანად მეკოცნა.
-ტომ..- საკუთარი ხმა ჩამესმის, რის გამოც ვჩერდები. ორივე ვგმინავთ, ეს ხმა კარის მიღმა ისმის. დარსიმ ფეხები იმ წამსვე შეკრა და მორცხვად მიაბრუნა თავი, მომიწია ოდნავ გამოვწეულიყავი მისგან.
-ტომ!- კარზე ბრახუნი ატყდა. ოხ, მაიკლ!
-პატარავ, სააბაზანოში შეხვალ?
-ჰო..- მორცხვად ამოილაპარაკა და სწრაფად წამოდგა, გაბრუებული მოძრაობდა, მის შემხედვარე გამეღიმა. როცა გავიდა მეც ავდექი და კარი გავაღე.
-რა ხდება?
-გაგიღვიძია.- გამიღიმა.- არ გშია?- მხიარულად იკითხა.
-არა!
-რამე მოხდა?
-აჰ.. არაფერი, ცოტახანში ჩამოვალ.
-კარგი.- ცერა ამიწია და უკან გაბრუნდა.კარის მიხურვის შემდეგ სააბაზანოს კარზე დავაკაკუნე და შევიხედე, სახეზე ცივი წყლის შესხმის შემდეგ სასტუმროს თეთრი პირსახოცი მიიდო ზედ, უკნიდან ჩავეხუტე და თავზე დავუწყე კოცნა, სარკიდან მისი ღიმილიც შევნიშნე, მოხვეულ ხელებზე თავისი ნაზი თითები შემახო.
-ცოტახანს შენგან შორს უნდა ვიყო..
-რატომ?
-ამ წამს ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს..- სახეზე აიფარა ახლა ხელები.
-ჰმ..რა უცნაური ვინმე ხარ.- საფეთქელთან ვაკოცე და ოდნავ გავიწიე.
-კარგი, თუ მოგენატრები იცი მატარებლის ნომერი, სადაც ვიჯდები და მოდი.. მაგრამ იქამდე იქნებ მაკოცო?
-გთხოვ..- ისევ აიფარა ხელები. მორცხვობის მიუხედავად მხარზე ვაკოცე და კარამდე მივაცილე.
-შეხვედრამდე..- დროებით დავემშვიდობე და მეც დავიწყე გამზადება, მაიკლთან სასაუზმოდ გასვლისთვის.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.