-კარგი სუნი აქვს.- ღუმელიდან გამოღებულ არომატულ ლაზანიას ახლოდან დავყნოსე, უნივერსიტეტში იმ ნამცხვრის მეტი ისედაც არაფერი მქონდა ნაჭამი, ახლა კი დედაც სულმოუთქმელად ელოდება კერძს, მოულოდნელად დაგეგმილი წვეულების გამო მასაც დილის მერე არაფერი უჭამია, მშიერ კუჭზე კი ორივეს საშინელი ხასიათი გვაქვს.
-ეს გვეყოფა?- ქვემოდან ავხედე შეყვარებულს, თან ხელზე დავიყრდნე ნიკაპი, წარბი ამიწია.
-ერთი ნაჭერიც კი საკმარისი იქნება შენი პაწია კუჭისთვის.
-იქნებ სამი მინდა.
-გაგიკეთებ, პატარავ, მაგრამ ვიცი, ამდენს ვერ შეჭამ.
-დავნაძლევდეთ?
-კარგი, რაზე გინდა?- მომღიმარმა მკითხა.
-სამ ნაჭერს თავისუფლად შევჭამ, ერთ სურვილზე.
-რა ბანალური ხარ, მაგრამ კარგი.
-ერთ ბინძურ სურვილზე.- როცა სიცილი დაიწყო მივხვდი, მართლა სისულელე შევთავაზე იმ ადამიანს, რომელსაც ალბათ არაფერი გააკვირვებს ჩემგან, რაც "ბინძურ" სურვილს ეხება.
-და მაინც რა გინდა, დღეს რამე გამოგვრჩა?- ამ თბილი, მოსიყვარულე ღიმილის უკან უსაზღვრო თვითკმაყოფილება შევნიშნე, საკუთარი თავი ვაიძულე, სიმწრისგან არ გამცინებოდა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, უნივერსიტეტში, მისივე კაბინეტში, რაც გვქონდა.
-არაფერი გამოგვრჩენია, მაგრამ შეიძლება გამეორება მინდოდეს.
-მართლა არ ველოდი ამ პასუხს.- გაოცებული მზერით ჩაიბურტყუნა.- კარგი, რაც გინდა იმას შეგისრულებ, მაგრამ იცოდე, შენც იმავეს გაკეთება მოგიწევს.
-წავალ, ფილმს ჩავრთავ.- მომღიმარმა დავტოვე სამზარეულო, გზად თეფშები გავიყოლე, დედას გვერდით ჩამოვჯექი.
-მალე მოიტანს, მეორე ორ წუთში გამზადდება.- დედას შვებისგან გაეღიმა.
-ლაზანია, თანაც გაყინული, რომ გეთქვათ მე მოგიმზადებდით.
-ეს ჩვენი საღამოა, ასე რომ იჯექი და განიტვირთე.
-ესეც ჩვენი ცხელ-ცხელი ლაზანია..- ტომი დიდი თეფშით გამოვიდა, ზედ ლამაზ ნაჭრებად განთავსებული, არომატული და წელვადი ლაზანია იდო, ჩემ გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა და ორივეს მომღიმარმა გამოგვხედა.
-თქვენის ნებართვით.- დედას თეფში აიღო და თვალით ამორჩეული, ლამაზი ნაწილი დაუდო.
-ჭრის დროს ცოტა დამეშალა.- ჩუმად ამოიბუტბუტა, როცა მეც გადმომიტანა. პატარა პორციაზე წარბი ავწიე.
-ეს ხუმრობაა?
-ნიძლავი ნიძლავია, მაგრამ მიყვარხარ, არ მინდა ძალიან ნაწყენი იყო,როცა მოვიგებ.- ხითხითით გააქნია თავი.
-რა სანაძლეოზეა საუბარი?- დედამ დაბნეულმა იკითხა, თან პირველი ლუკმა დააგემოვნა, სახეზე შეეტყო, "არც ისე ცუდია, როგორიც მეგონაო."
-დარსის ჰგონია, მისი კუჭი სამ ნაჭერ ლაზანიას გაუძლებს.- დედამ მოცინარმა გამომხედა.
-კი, გაუძლებს.- მის მხარდაჭერაზე უხილავი ძალა ვიგრძენი, ახლა მეტად მაქვს მოგების სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ტომის ერთი სურვილი მექნება შესასრულებელი, არამედ დედას წუწუნი და დაცინვის ატანა მომიწევს.
-რაზე დანიძლავდით?
-ერთ სურვილზე.
-კარგი, ვნახოთ აბა, რას იზამს ჩემი ჯიუტი გოგონა.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.