ბანაკში დაბრუნებულებმა თავიანთი დაჭერილი თევზი მოამზადეს, საღამოს კი სავახშმოდ შემოუსხდნენ კოცონს. ძალიან მშია, თუმცა თევზს არ შევჭამ, სხვა რამის მოძებნა კიდევ მეზარება, თბილად ვზივარ აქ.
-რატომ არ ჭამ რამეს?
-თევზი არ მინდა.
-არ გიყვარს?
-კი, უბრალოდ არ მინდა.
-მშიერი დაიძინებ?
-მართლა არ მშია, მისტერ ჰიდლსტონ.- თავის თეფშიანად წამოდგა და გავიდა, რა მოხდა წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის ამოვიოხრე და ბავშვებს გავხედე, რაღაც ისტორიებს ყვებიან, მათზე ჩუმად მეცინება, არ მინდა ყურადღება მივიქციო, თორემ მეც დამაძალებენ მოყოლას, მე კიდევ არ მინდა, ისედაც წუხელ საკმარისი ვიყბედე რაღაცებზე დაძინებამდე.
-გამომართვი.- უეცრად ლექტორი ისევ ჩემს გვერდით აღმოჩნდა, თეფშზე სენდვიჩი იდო.
-რა..
-რაც დაგაკვირდი, ამის გარდა არაფერს ჭამ, ამიტომაც..- იდნავ აიჩეჩა მხრები.- უბრალოდ ძეხვი აღარ გვაქვს, მხოლოდ ყველი, კიტრი და პომიდორი დევს.
-ესეც საკმარისია, მადლობა.- ავიღე და ჭამა დავიწყე, პირველივე ლუკმაზე სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა. თეფზე მორჩენილი სალათის ფურცელი შევჭამე და ბედნიერმა ამოვიგმინე. -სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობდა..- რატომღაც მისტერ ჰიდლსტონს გავხედე და ვუთხარი.
-ნამდვილად, მაგრამ, კბილზე გაქვს მოცხებული საჭმელი.- თითით შორიდან მანიშნა.
-მართლა?- თვალები მოვჭუტე და კბილები დავუკრიჭე, ჩემს დამანჭულ სახეზე სიცილი დაიწყო.
-სასაცილოა?
-ალბათ..- პირი დავკუმე და ენა გადავიტარე კბილებზე.
-დილით გავიწმენდ, თორემ ახლა ცივა.
-როგორც გინდა.- პლედი გავისწორე და წამოვდექი.
-წავალ, დავწვები.- მხოლოდ ეს ვთქვი და კარავში დავბრუნდი, მაჯის საათს რომ დავხედე ჯერ თერთმეტი საათია შესრულდა, მაგრამ არაუშავს.***
უცნაური გრძნობა მაფხიზლებს, ვგრძნობ რაღაცას, როგორ მეხება მხარზე, რატომღაც მომღიმარმა მოვიკიდე ზედ ხელი, რა წამსაც პატარა მოძრავ სხეულს შევეხე. სწრაფად გავკარი ხელი და წამოვხტი, ფარანი ავანთე და იმ მხარეს მივანათე.
-ხვლიკი..-ბოლო ხმაზე დავიწყე კივილი.- დედა....-კარავში ავფართხალდი და კივილი გავაგრძელე, ვცდილობდი შესაკრავი გამეხსნა, თუმცა გონება გაფანტული უკან ვიყურებოდი.
-რა ხდება?- უეცრად კარავი ვიღაცამ გახსნა გარედან, წამსვე გავვარდი და სხეულზე დავიწყე ხელების ფათური. ყველა მე მომაშტერდა, ვინც ალბათ გავაღვიძე კივილით.
-სხეულზე დამცოცავდა..მისტერ ბარნს..- შიშისგან ტირილი ამიტყდა.
-აქ არაფერია..- ჩუმად ამოიოხრა ჩემმა კურსელმა.
-არა..მხარზე მეჯდა, მართლა..
-ალბათ სიზმარში ნახე, მოდი აქ ჩამოჯექი.- მისტერ ბარნსმა იქვე ჩამომსვა და მორჩენილი ფიჩხებისგან ცეცხლი დაანთო. -ბავშვებო, შედით კარვებში..- ყველა რომ წავიდა გამომხედა.
-კარავში იქნება.. ალბათ სადმე შეძვრა..- ჩუმად ამოვიქვითინე, მან მხოლოდ მხარზე დამადო ხელი.
-რა ხდება?- უკნიდან ჰიდლსტონის ხმა გავიგონე, ამიტომაც მივიხედე, მის დანახვაზე წამოვდექი და მივირბინე.
-მიატერ ჰიდლსტონ, ჩემს კარავში უზარმაზარი ხვლიკია..- ატირებული მივიწიე და ჩავეხუტეა, ვიცი ეს რატომ გავაკეთე, თუმცა გულზე მომეშვა ვიღაც ნაცნობის სიახლოვით, ღრმად ამოისუნთქა და ხელი მანაც მომხვია მხარზე.
-კარგი, დამშვიდდი, ახლავე ვნახავ..- თმაზე მომეფერა და ისევ ცეცხლთან მიმიყვანა.- აქ დამელოდე.- თავი დავუქნიე. ჩემს კარავში შეძვრა და ფარანით დაიწყო ძებნა, დაახლოებით ორ წუთში იქიდან გამოვიდა, თავის ქნევით წამოვიდა.
-იქ არაფერია.- დაბნეულმა გავხედე მას და მისტერ ბარნს.
-ხომ გითხარი, საშიში არაფერია..- მეორე ლექტორმა ჩემი დამშვიდება სცადა.
-ჯეი, მე დავრჩები მასთან, დაწექი თუ გინდა.- მხოლოდ თავი დაუქნია მეგობარმა და დაგვტოვა.
-მხარზე მეჯდა.. გვერდით მოვისროლე, გინდა მითხრა, მომეჩვენა?- მას ავხედე, ჩემთან ჩაიმუხლა და ლოყაზე დამადო ხელი.
-კარავი კუთხეში ოდნავ გახეულია, ალბათ ამიტომაც გეგონა, რომ რაღაც შემოძვრა.
-ღმერთო..მაგიჟებ?
-აჰ..კარგი, უბრალოდ შენი მეტად შეშინება არ მინდოდა.- ცერა თითით ოდნავ მომეფერა წამით, შემდეგ კი გაიწია.
-იქაა?
-გავუშვი, აღარ დაბრუნდება.- ტუჩები მოვმუწე, ვიგრძენი, როგორ ამემღვრა თვალები.
-გეძინება..არ დაწვები?
-არა, არ მეძინება.- ჩაიცინა და წამოდგა.
-წამოდი.
-არა..
-მენდე.- ამოვიოხრე. წამოვდექი, ჩემი კარვიდან პლედები და საძილე ტომარა გამოიტანა, შემდეგ კი თავისკენ წავიდა, დაბნეული გავყევი.
-კარავს მითმობ?
-ჰო, მოდი ჩაწექი.
-შიგნით არ ვწვები.
-რა?
-ზემოდან ვწევარ და პლედს ვიფარებ.
-ახლა გასაგებია, როგორც ამოგაცოცდა მხარზე..- ამის გახსენების გამო ხელზე დავარტყი.
-უი..- ამოიოხრა. როდესაც ზემოდან დავწექი ორივე პლედი დამაფარა.
-კაი,ახლა გავალ.- გაწევამდე ხელზე ვწვდი და დაბნეულმა გავხდე.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.