📚 9 🎭

316 20 12
                                    

დილით ადრიანად გამეღვიძა, საათს რომ დავხედე რვის ნახევარი იყო. წამოვდექი და ირგვლივ მიმოვიხედე, სიწყნარე სუფევს. პლედები და თეთრეული დავკეცე და დივანზე ლამაზად დავაწყე, მისტერ ჰიდლსტონი რომ გაიღვიძებს წავალ, იქნებ უკვე ღვიძავს?
ზურგჩანთიდან ჩემი სამგზავრო კბილის ჯაგრისი ამოვიღე და სააბაზანოში გავედი, ხელ-პირის დაბანის შემდეგ თვალი მოვავლე აქაურობას, პირველივე უჯრა გამოვაღე, ბევრი რაღაც აწყვია, საპარსი დანადგარი, თავები, ფუნჯი და მაკრატელი. დიდზე გამეღიმა, მაკრატელი ამოვიღე და სარკეში ჩავიხედე.
-გავაკეთო? თუ არა..- საკუთარ თავთან დავიწყე მსჯელობა, შუბლის მხარეს თმა გავიყავი და პატარა ნაწილი მოვითავსე ხელში.
-გავაკეთო?- მაკრატელი მივიდე და თვალები დავხუჭე, ისე მოვიჭერი თმა საკუთარ კითხვაზე პასუხი მოქმედებით გავეცი.
თმა ერთ ადგილას დავდე და მოჭრილი ნაწილის შესწორება დავიწყე, ძალიან საყვარლობა გამოვიდა, მომწონს, ცუდი არაა, ამიტომაც არ ვინანებ ძლივს გაზრდილი თმის მოჭრას. მაკრატელი თავის ადგილზე დავაბრუნე, მოჭრილი თმა ავიღე და სამზარეულოში, სანაგვე ყუთში ჩავაგდე. კარის ხმა რომ გავიგონე მისაღებში დავბრუნდი.
-მისტერ ჰიდლსტონ, შინ არ იყავით?
-არა, სავარჯიშოდ ვიყავი გასული, მოხდა რამე?
-არაფერი, უბრალოდ თქვენს გაღვიძებას ველოდი, უნდა წავიდე.
-სად?
-ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებ.
-კარგი, საუზმეზე დარჩი, მერე თუ გინდა წადი.
-კარგი.
-ახლა შხაპს მივიღებ და მალე დავბრუნდები.- თავი დავუქნიე, ვიდრე გაბრუნდებოდა წარბაწეულმა გამომხედა.
-თმა შეიჭერი?
-ჩოლკა მხოლოდ..- მალე ამ კაცს გავაგიჟებ, ამიტომაც სჯობს მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს. სამზარეულოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. უნივერსიტეტში უნდა წავიდე, დღევანდელ ლექციას ვერ გამოვტოვებ. დღეს სახლში მივალ, დედა ახლა სამსახურში იქნება, ამიტომაც შხაპს მივიღებ, ტანზე გამოვიცვლი და გულისა და გონების გადასაყოლებლად ლექციაზე წავალ, სამ ქულასაც არ დავიკლებ.
-დარსი, რას შეჭამ.- მისტერ ჰიდლსტონს გავხედე.
-ამ..არ მშია,ამიტომაც ვიფიქრე, სახლში წავიდოდი..
-ესეიგი გადაწყვიტე მშობლებთან მოგვარდე..
-რა თქმა უნდა,არა.. ამ ეტაპზე მათზე გაბრაზებული თუ ვიქნები, მეტს იფიქრებენ იმაზე, რომ ერთი შვილი ვყავარ და უსამართლოდ არ უნდა მომექცნენ.
-მშობლები ხელში გყავს ესეიგი.
-ასეა.. ხანდახან ძალიან უკონტროლო ვარ..მოკლედ სახლში იმიტომ მინდა, რომ შხაპი მივიღო და ლექციაზე წავიდე.
-მაშინ წაგიყვან.
-მისტერ ჰიდლსტონ, შევძლებ ჩემითაც.
-მართლა? მანქანას ხომ არ შეუვარდები ისევ?
-მეწყინა.
-სიმართლე?
-არაფერი მომივა, სახლშიც მშვიდობით წავალ და უნივერსიტეტშიც.
-რადგან არ იშლი.
-ჩემს ტანსაცმელს ჩავიცვამ და დავბრუნდები, შეიძლება თქვენი ოთახით ვისარგებლო?
-რა თქმა უნდა, შედი.- გავუღიმე და ნივთები შევიტანე ოთახში, ჩემი ზედა გადმოვიცვი თუ არა სარკესთან მამაკაცის სუნამო შევნიშნე, ინტერესით მივედი და დავყნოსე, კარგი სურნელის გამო ორჯერ შევისხურე ზედაზე, შემდეგ კი მეტიჩრულად დავტოვე ოთახი. ჩემმა კეთილმა მასპინძელმა კარამდე მიმაცილა მეც ისევ მომღიმარმა ავხედე.
-შეხვედრამდე, მისტერ ჰიდლსტონ..
-შეხვედრამდე.
-მე კარგად ვიქნები, ასე რომ ჩემზე არ ინერვიულოთ.- ახლოს მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მჰ.. კარგი ოდეკოლონია.
-ჰო..სურნელი დიდხანს გამყვება.- დიდზე გავუღიმე და სახლი საბოლოოდ დავტოვე.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now