📚 10 🎭

358 18 16
                                    

-ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, რა შეიძლება მოხდეს, არასდროს იცი. ის საბრალო გოგონა, წარმომიდგენია, როგორ განიცდის ახლა მიდი ოჯახი.. რამდენი ოცნება და მიზანი ექნებოდა, ერთმა დაუდევარმა ქმედებამ კი ეს ყველაფერი წაართვა.- დედამ ავარიის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაიგო, ვიდრე მასთან მოვიდოდი. ყოველი ახალი თემის დასრულებისას ისევ იხსენებს ჩვენს სტუდენტს და მისტირის.
-არ დაიღალე უნივერსიტეტში?
-რას გულისხმობ, დედა?
-არ გინდა ის აკეთო, რაც ყველაზე მეტად გიყვარს?
-ჩემი საქმე მიყვარს, ამაზე პრეტენზია არ მაქვს.
-თეატრს სამუდამოდ ჩამოშორდი?
-კი, დედა, ამაზე რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ? რომ არა თეატრი, აქამდე მეტი სტაჟი მექნებოდა უნივერსიტეტში.
-შემოთავაზებები აღარ მოგდის?
-არა, რამოდენიმე უარის შემდეგ შეწყვიტეს.
-თუ ასე მოგწონს ლექციების ჩატარება, მაშინ კარგი.
-სტუდენტებს უკვე შევეჩვიე, თანაც ვიდრე გზაში ვიყავი ერთი აზრი მომივიდა თავში.. ყველაფერი რომ ჩაივლის, მინდა ჩემი სტუდენტები ქალაქგარეთ, პიკნიკზე წავიყვანო, ორი ან სამი დღით, რა თქმა უნდა, დასვენების დღეები რომ დაიწყება.
-კარგი იქნება, განტვირთვა ბუნებაში, თუმცა არა მგონია ყველა წამოვიდეს.
-ვიცი, არც დავაძალებ ვინმეს, შემაწუხებელი ხალხი ისედაც არ მინდა, სხვებსაც ჩააშხამებენ და ნამდვილად არ მაწყობს ასე.
-დღეს დარჩები?
-ჰო, სხვა მაინც არაფერი მაქვს საქმე.
-კარგი, მაშინ სადილის მომზადებას დავიწყებ, მანამდე კიდევ წადი, ცოტა დაისვენე, ძალიან დაძაბული დღე გქონდა ისედაც.- ლოყაზე ვაკოცე დედას და საძინებელში გავედი.
საწოლზე მივწექი და ტელეფონს დავხედე, რამოდენიმე შეტყობინება მქონდა, პირველივე გავხსენი, რადგანაც ყველაზე ახალი ეს იყო.
-მისტერ ჰიდლსტონ, როგორ გრძნობთ თავს? მე შეძლებისდაგვარად კარგად, ახლა იმაზე ვფიქრობ, გადაიტანენ თუ არა პრეზენტაციას..
-მეც შეძლებისდაგვარად კარგად ვარ, რაც შეეხება პრეზენტაციას, აუცილებლად გადადებენ, ვინაიდან ორი კვირით სწავლა შეწყდება. -დარსის პასუხი გავეცი, მანაც არ დააყოვნა მოწერა.
-შესანიშნავია.- მის მესიჯს სხვა არაფერი მოჰყოლია, ამიტომაც მეც არაფერი მიმიწერია, ტელეფონი გვერდით გადავდე და თვალები მოვადუნე.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now