დილით გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც უცნაურად არის, წამებში გავაცნობიერე გუშინდელი საღამო, თავი ოდნავ ავწიე და მძინარეს შევხედე, საწოლზე მიყრდნობილს ჩასძინებია. ლოყაზე მივადე ხელი და თავი გავასწორებინე, ოდნავ შეიშმუშნა, თვალები გაახილა.
-გამარჯობა..- ამოვილაპარაკე,რაზეც გაეღიმა.
-გამარჯობა.- ჩემკენ მოიწია და ლოყაზე მაკოცა.
-ამ..მოიცადე.- მისგან შმუშვნით გავიწიე, წამით სახე შეეცვალა, მასზე ჩავიცინე და იქვე მიყუდებულ ტელეფონს ვწვდი.
-ტომ..
-ჰმ..
-ჯერ დილაა..
-მერე?
-მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო.
-სად?
-სიურპრიზია..წადი, რამე საცურაო ჩააგდე ჩანთაში და წავიდეთ.
-კარგი.- თმა გადამიწია შუბლიდან და ცხვირზე ჩამომარტყა თითი.
-ახალ გაღვიძებულზე ძალიან საყვარელი ხარ.
-მართლა?- დამორხხვილმა ვუთხარი.
-ჰო, თმა ისეთი გაწეწილი გაქვს.- მხარზე დავარტყი, რაზეც სიცილით წამოდგა.
-ძალიან დიდ შარსი ხართ, მისტერ ჰიდლსტონ!
-ჰო? და რატომ?
-ჩემთან დაიჭირე საქმე!- ხელები გადავიჯვარედინე და ცხვირი ავიბზუე. ახლოს მოიწია, სახე მისკენ მიმაწევინა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
-მე კიდევ სხვა რამეს ვფიქრობ.- ძალით გაბრაზებულ სახეზე ღიმილი შემეპარა.
-კაი, წადი..წადი.- წამოვდექი და ნამსხვრევების გვერდით ავლის მერე ოთახიდან გავაგდე.
-ოჰ..- ამოვიოხრე ჩემთვის და მუცელზე მივიდე ხელი. ბედნიერების შეგრძნების გამო მუცელი ამიწრიალდა, ისევ დებილივით გამეღიმა. როდესაც გონს საბოლოოდ მოვეგე და საკუთარ თავს დავუბრუნდი შუშები ავკიფე,რაც შევძელი, დანარჩენზე სასტუროს პერსონალს დავუძახე.ვიდრე ოთახს აწესრიგებდნენ სააბაზანოში მოვემზადე, საცურაო კოსტიუმი და გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი ჩავიცვი, ზღვის გამჭირვალე ჩანთაში პირსახოცი და მზის სათვალეც ჩავაგდე.
ტაქსიც გამივიძახე, დაახლოებით ხუთ წუთში მომივიდა მესიჯი რომ სასტუმროსთან იყო, ამიტომაც ჩემს ლექტორს მივწერე, იქმებ პროცესი დააჩქაროს.
-თუ მზად ხარ გარეთ გადი, ტაქსი იქნება "576" ნომერი, იქ დამელოდე.- ესღა მივწერე და ნომერის დატოვებისას რამოდენიმე ჯგუფის წევრი შემხვდა.
-ჰეი, დარსი, წამოხვალ სასაუზმოდ?
-ამ..ბებია უნდა ვნახო და..
-კარგი, მაშინ საღამოს გნახავთ.- გავუღიმე და მათთან ერთად ჩავედი ქვემოთ, შემდეგ კი სწრაფად გავედი გარეთ, იმ ნომრის მანქანა ვიპოვე და სწრაფად ჩავჯექი.
-გამარჯობა..- ისევ მივესალმე, მანაც იმავე გაიმეორა.
-სად მივდივართ?
-ნახავ.- დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა, მთელი გზის განმავლობაში კი ჩემი ხელი ეკავა და ცერა თითით მეფერებოდა, რამდენჯერაც შევხედავდი ღიმილს ვერ ვიკავებდი. დილიდან ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე,ეს გრძნობა ზედმეტად მსიამოვნებს, ჯერ კიდევ არ გამნელებია ხალისი, ენერგიულად ვარ დატვირთული.
-ახლა მაღაზიაში შევიდეთ..- მანქანიდან გადასვლის შემდეგ სუპერმარკეტში შევიყვანე. ჭიქის კონტეინერში ჩაწყობილი დაჭრილი ხილის ასორტი ავიღე ორი ცალი და მას ავხედე.
-წყალი აიღე და სალაროსთან შევხვდეთ.
-კარგი.- ზურგზე მომადო ხელი და სასმელის მოსატანად გავიდა.მანამდე სასუსნავებიც ავიღე და მალევე მივედით სალაროსთან.
-ამჯერად მე ვიხდი.- ვთქვი და ბარათი მივადე ტერმინალს.
-სიურპრიზს ველოდები.- ყურთან მითხრა, რის გამოც დებილივით ამიტყდა სიცილი, ღიტინის გამო.
გარეთ გამოვედით თუ არა წინ წავედი, გზა გავუკვლიე მას. მიჩიგანის ტბა აქვეა, ქვიშიანი და მცხუნვარე მზით გარშემორტყმული ადგილი.
სიარულისას ხელზე ნაზი შეხება ვიგრძენი, როცა დავხედე თითქოს ჩაკიდებას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ აკეთებს ამას, ეს საქმე ჩემით მოვაგვარე, თითები მისაში ავხლართე, რის გამოც თავი ოდნავ დავხარე უხერხულობის გამო, წარმოვიდგინე, როგორ ჩაეღიმა ამ წამს, ისეთი მშვენიერია ეს..
ტბასთან მისვლისას თავისუფალი ხელი გავიშვირე.
-სიურპრიზი..- დავიძახე და მოცინარმა ავხედე.
-მიჩიგანის ტბა?
-იცი?
-ჰო, დიდი ხანია ვიეჭვე რომ აქ მოვდიოდით. ფოტოებიიდან მეცნო ადგილი.- ჩავიცინე და პლიაჟამდე მივიყვანე.
-ხალხი საერთოდ არაა..- ჩანთა იქვე მივაგდე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. ტბის პირისპირ დავდექი და
მაისური გავიხადე, თან უკან გავაპარე მზერა, მანაც დაიწყო გახდა, თვალი მასზე შემრჩა.
-რა მოხდა?
-არაფერი..- წინ გავიხადე და შორტის გახდისას ერთ ადგილას დავიწყე წრიალი.
-ჩავიდეთ?- მისმა სიტყვებმა გამომიყვანა ფიქრებიდან, მის საჯდომზე მიშტერებულმა ღიმილი ისევ ვერ დავმალე.
-ჰო..- წყლისკენ წავედი და პირველი ფეხით შევამოწმე ცივი იყო თუ არა, ჩემი ეჭვი გამართლდა, რის გამოც ტანში გამაჟრჟოლა, არაუშავს, მალე შევეჩვევი ამასაც..
თმა მაღლა ავიწიე და ნელ-ნელა შევედი შიგნით.
-ცურვა იცი?- მკითხა და გვერდით ამომიდგა წყლის ქვეშ.
-არა..
-ესეიგი ერთად ვერ გავცურავთ?- მხოლოდ თავი გავაქნიე.
-მიდი, მაგრამ მალე დაბრუნდი.- გამიღიმა, ლოყაზე მაკოცა და ღრმად შეცურა.
მისი სხეულისა და მკლავების მოძრაობას ვაკვირდები, ვიგრძენი, ლოყები როგორ ამიხურდა ამ ცივ წყალში, ისევ და ისევ მის გამო, დღეს ზედმეტად აჟიტირებული ვარ, ალბათ გუშინდელის გამო. ვერ ვხვდები რაზე უნდა ვიჩხუბოთ, რომ ერთმანეთს ხმა სამუდამოდ აღარ გავცეთ? ნამდვილად არ ვიცი, რამდენჯერაც ვთქვი რომ მას ახლოს ყოფნის უფლებას არ მივცემ თქო, ბოლოს მაინც ჩემს გვერდით ჩნდებოდა, ნებით თუ უნებლიედ. კაცია დიდი ნებისყოფით, ქალის სურვილს პატივს სცემს და მისი ნების წინააღმდეგ არ მიდის, არ ბრაზობს ამის გამო და აღზნებული სესქსისტივით პანიკას არ რთავს.
მის კოცნაზე რაღა ვთქვა, ძალიან კარგი იყო, ნაზი, ამყოლი და ვნებიანი. ერთი დიდი კითხვა კი მიტრიალებს დილის მერე თავში, მაგრამ პასუხს ვერ ვუძებნი..ახლა რა გამოდის, ჰო, ჩვენ შევრიგდით, ისევ ველაპარაკებით და ახლოს ყოფნის დროსაც არ ვბრაზობ.. მაგრამ ახლა რა ხდება, ჩვენს შორის რა არის..წყვილი ვართ თუ არა..მის მიმართ რაიმე სიყვარულის მსგავსს არ ვგრძნობ ამ ეტაპზე, ძალიან მომწონს, მასთან ყოფნაც მსიამოვნებს, მაგრამ ამას შეჩვევას ვაბრალებ, ასე ცოტა დროში სიყვარული მეუცნაურება, არ ვამბობ რომ შეუძლებელია თქო, მაგრამ..ჩემი გადმოსახედიდან ასე მარტივად მიჭირს მაგ გრძნობამდე მისვლა.
ადამიანის სიყვარული ყველაზე მარტივი რამ არის, მაგრამ როდესაც სერიოზულ ეტაპზე ხართ, არ ღირს სიმპათიის და სიყვარულის ერთმანეთში არევა, სჯობს ამაზე ვისაუბრო მასთან, არ მინდა ამ გაურკვევლობის გამო ახლო მომავალში ისევ ვიკამათოთ.
-ჩემთან მოდი..- უეცრად შორიდან მომესმა ხმა.
-ჰა?
-ჩემამდე მოდი..აქ დადგომას შეძლებ.- როცა დავაკვირდი ყელამდე წვდებოდა წყალი.
-ხომ არ გაგიჟდი?- ოხვრით გამოცურა ნაპირას.- წყალი შენ გწვდებოდა ყელამდე, აბა მე შემომხედე.- სიმაღლით დავეტოლე, მხრებამდე თუ ვწვდები მას.
-ჩემთან იქნები..- ხელი მომკიდა და წყალში შემათრია, წელზე შემოხვეული ხელის მეშვეობით აღარ ვიძირები, მაგრამ ეს სიტუაცია არ მომწონს, წყალი მიყვარს, მაგრამ ამავდროულად საშინლად მაშინებს.
-ცურვა არ იცი, ამიტომაც გეშინია.- თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, ღრმად ჩავისუნთქე და ხელი კისერზე შემოვხვიე.
ცოტახანი წყალში ნებივრობის შემდეგ ნაპირზე ავედით, ჩემი დიდი პირსახოცი ამოვიღე ჩანთიდან და ქვიშაზე გავშალე.ზედ დაჯდომისას ბრეტელები მოვიხსენი კისრიდან და მკერდთან შევიკარი.
-ასე უფრო ლამაზ რუჯს მივიღებ..- როცა მისი მზერა შევნიშნე თავი ვერ შევიკავე და ვუპასუხე.
-არაფერი მიკითხავს.- მის მოცინარ სახეზე მხრები ავიჩეჩე. ხილის ასორტი ამოვიღე ჩანთიდან და მასთან ახლოს მივიწიე.
-ვჭამოთ, სანამ გაფუჭდა სიცხეში..- თავსახური მოვხსენი და პლასტმასის ჩანგლით დავიწყე შერეული ხილის ჭამა.
-ყურძენი ძალიან კარგია..- ამოვილაპარაკე და დიდ ბურთულებს მივუყევი.
-ჰო, თუ გინდა ჩემიც აიღე.- თავისი მომიტანა პირთან, მეც უპრობლემოდ წავართვი და მომღიმარმა შევჭამე.
-ნახე..- მარწყვი დავანახე.
-მარწყვი..
-ჰო..შენი ტუჩების ფერია.- ხმამაღლა გაეცინა ჩემს სიტყვებზე, მეც კბილებქვეშ მოვიქციე.
-რუჯი მივიღოთ თუ წყალში ჩავიდეთ?
-მე წყალი მიდნა, შენ თუ გინდა დარჩი აქ.
-კარგი, მაშინ მალე მოდი.
-კარგი.- მისი გასვლისას დავწექი, სხეული მზეს მივუფიცხე.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanficისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.