→სამი თვის შემდეგ ←
→ დარსის თვალთახედვით ←ეს თვეები ძალიან სწრაფად გავიდა, ამასთან ერთად კი ბევრი რამ მოხდა. უნივერსიტეტი პირველი მარტიდან დაიწყო, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ ცოტა გავზარმაცდი, თუმცა ისევ რომ არ ჩამოვრჩენილიყავი მასალას და ვიღაცას შეცოდების მიზნით ქულა აღარ მოემატა, გადავწყვიტე ისევ ძველებურად გამეგრძელებინა ყველაფერი. მისტერ ჰიდლსტონსაც აღარ აქვს იმაზე საწუწუნო, რომ ვიღაც თავისი ჯგუფიდან საგანში ჩაიჭრება. ჰო..მე ისევ მის ჯგუფში ვარ, შემეძლო შემეცვალა და სხვა ლექტორი ამერჩია, თუმცა შეჩვეული ჭირი სჯობს ახალსო, თუ როგორც არის, რა მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება თეატრს, იქ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ახალი გოგონა არ დაგვემატა, ერთი შეხედვით ეს კარგიც იყო, რადგან ერთი წევრის წასვლას ახალი მოსდევს, თან ჩვენთან ადგილები სულ შევსებულია და სხვებსაც გამოცდილებით იღებენ, სასწავლო პროგრამებს თუ არ ჩავთვლით. რეჟისორს, ახალი მთავარი როლისთვის ჩემი დამტკიცება უნდოდა, რაზეც პირველივე დღეს ჩვენმა ახალმა გოგომ დიდი პრეტენზია გამოთქვა, პანიკა ჰქონდა, როგორ თუ ის უნდა იყოს მთავარ როლშიო. ამას გარდა რეპეტიციის დროს მეორე რეჟისორი გახდა, როცა ბავშვები საღამოობით ვრჩებოდით ხოლმე, შენიშვნებს გვაძლევდა, განსაკუთრებით, რა საკვირველია მე.
რის დარსი ვიქნებიდი მისთვის იმ წამსვე რომ ჩხუბი არ დამეწყო, იმდენჯერ მოვუთმინე თავისი საქციელი, ბოლოს ყელში ამომივიდა. ამ ყველაფერს კიდევ ერთი ბედნიერება დაემატა, ზეინმა ჯგუფი დატოვა, მაგარია არა?!
ჩემი გაჭირვება არ მყოფნიდა, სახლში გადაღლილი ვბრუნდებოდი ყოველდღე, ჯერ უნივერსიტეტი, თეატრი, ის ახალი გოგო, გაკვეთილები.. უეცრად სოციალური ქსელები ფეთქდება შესვლის თანავე..კოშმარი იყო, ამაზე ფიქრსაც კი ვერ ვიტან, საუბარზე კი ზედმეტია უკვე რაიმეს თქმა.
ყველაფერზე ერთიანად გაღიზიანებულმა სახლში პანიკა მოვრთე, ცალკე ზეინსა და ბენდზე ვტიროდი, ბოლოს დედამ სასწრაფო გამოიძახა და დამამშვიდებელი გამიკეთეს. ვიდრე ამას ვიზამდი ექიმს ვუყვებოდი ყველაფერს, ჩემს დარდს ვუზიარებდი იქამდე, სანამ საჯდომზე ჩემხელა ნემსი არ დამარჭეს. მეორე დილით დედამ მითხრა, რომ წუხელ ექიმმა შენთვის ფსიქოლოგი მირჩიაო, კიდევ კარგი წინა ღამის წამალი ისევ მოქმედებდა და ნერვებს არ ავყევი.
ერთი, რაც მახარებს ისაა, რომ სანამ ის ახალი გოგო გამოჩნდებდა და ზეინიც წავიდოდა, ჩემმა დაბადების დღემ მშვიდობით ჩაიარა, ცრემლის გარეშე გადავაგორე ის დღე ნათანთან და თეატრის მეგობრებთან ერთად.
როგორ მომენატრა იქაურობა, ბოლო სპექტაკლის შემდეგ რეჟისორთან
"იმ ახალის" გამო კონფლიქტი მომივიდა, ამდენ თვიანი ერთად მუშაობა ვიღაც ძუკნას შესწირა, მეც ნაწყენი წამოვედი იქიდან, ახლა კი დიდ სიცარიელეს ვგრძნობ, ახალ წელს ახალი ოცნებების ასრულებით უნდა შევხვედროდი და არა დამსხვრევით.. რა ხდება ჩემს თავს?
2015 წელი კი არა რაღაც საშინელებაა..ბანაკს თუ არ ჩავთვლით, ის ერთადერთი კარგი რამ იყო, იქამდე სანამ მისტერ ჰიდლსტონთან.. თუმცა მაშინ არაფერი ყოფილა, ისევ მეწყინა მისგან, მაგრამ რატომ არ ვიცი. მისი სიახლოვე ხომ ძალიან მსიამოვნებდა ადრე, მისი მკაცრი მხარის მიუხედავად, შესანიშნავი მოგონებებიც გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს ორივე შევიცვალეთ ერთმანეთის მიმართ ბოლო ვახშამის შემდეგ.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.