📚 17 🎭

305 22 8
                                    

აპლოდისმენტები სცენის დახურვის შემდეგაც არ შემწყდარა, აუდიტორიიდან წამოსული ყველა კომპლიმენტი გულში კუპიდონის ისარივით მესობოდა და უფრო და უფრო დიდზე მეღიმებოდა სიხარულისგან.
დანარჩენებს კულისებთან გავყევი და კარგი შესრულებისთვის ერთდროულად გადავეხვიეთ ერთმანეთს.
-ძალიან ვამაყობ თქვენით, ამაზე შთამბეჭდავი დიდი ხანია არაფერი ყოფილა.- მაიკლმა ყველას სიხარულით შემოგვყვირა და სათითაოდ მოგვილოცა დღევანდელი წარმატება.
კულისები სულ მალე ნაცნობებით გაივსო, ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, მე კიდევ, როგორც ყოველთვის საგრიმიოროში შევედი და თავის მოწესრიგება დავიწყე.
-აქ არის..- უეცრად კრისის ხმა გაისმა, მასთან ერთად რამოდენიმე ადამიანი შემოვარდა.
-ჩვენი ვარკვლავი..- დაუსტვინა, შემდეგ კი ტაში დაუკრა.
-დედა..შენც?- სიცილით გადავეხვიე მას, ნათანსა და კრისს.
-ყვავილებს გარეთ მოგართმევთ, ქალბატონო.- კრისმა თმა ამიწეწა.
-მადლობა რომ აქ ხართ..- მომღიმარმა გავხედე ყველას.
-მამაც..- გულზე მივიდე ხელი, წამებში თვალები ამემღვრა.
-კაი,ჩემო პატარავ, არ იტირო.- დედა მოცინარი მომეხვია და შუბლზე მაკოცა.
-გარეშ შევხდეთ, კარგი?- კრისს თავი დავუქნიე. დედა გამოცვლაში დამეხმარა, კაბა ისე მქონდა შეკრული გახდისას ვიგრძენი, სუნთქვა რომ შემეძლო.
ძველ ფორმაში დაბრუნების შემდეგ გავედი და სხვების კომპლიმენტებიც მოვისმინე, ჯგუფის წევრების ახლობლებმაც კი მომართვეს ყვავილები, ძალიან ბედნიერი დღეა..

უეცრად ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, როდესაც დავხედე ჩატში ქეითის მესიჯი დამხვდა:
"უკლებლივ ყველა, ამ საღამოს ჩემს მითითებულ მისამართზე, ბარში შევიკრიბებით. დღევანდელი დღე აღნიშვნის გარეშე არ დასრულდება, შეხვედრის საათი 20:30, მანამდე კი მოემზადეთ!" საპასუხოდ მხოლოდ ცერა თითიაანი სტიკერი გავაგზავნე, მალევე კი სხვებმაც იმავე გაიმეორეს.

შინ ყვავილებით დავბრუნდი, მისაღები ოთახის ერთი კუთხე მთლიანად ამან მოიცვა. ტომის ძმა, მისტერ ბარნსი, ჩემი თეატრის მეგობრები და ნათანი, ყველა იყო ჩვენს გამოსვლაზე. მამა შოკოლადებსაც მომიტანდა, მაგრამ ახლა აქ აღარაა, დარწმუნებული ვარ ჩემით ძალიან ამაყობს იქ,სადაც არის.
-აბა, ჩემო პრინცესა, დღეს რას ჩაიცვამ?- მკითხა დედამ და გვერდით მომიჯდა.
-არ ვიცი.
-რატომ მოიწყინე?
-მამაზე დავფიქრდი..
-საყვარელო, დღეს ნუ გაიფუჭებ დარდით..შენი არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია, დღესაც შენთან იყო..- გულზე მომადო თითი, რაზეც გამეღიმა.
-აბა..დამეხმარები? რა ჩავიცვა ავარჩიოთ..
-რა თქმა უნდა.- მანაც გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now