📚 33 🎭

315 15 28
                                    

პ.ს. მოგვიანებით დავარედაქტირებ ამ თავს.💖

***
წინა ღამით, სახლში დაბრუნებულს დედა დამხვდა კართან, კითხვების დასმა დაიწყო, თუმცა ვერაფერზე ვუპასუხე, გარდა იმისა, რომ ვიკამათე ტომისთან და ორივე სხვადასხვა გზით წავედით.
შინ მისვლისას რამოდენიმე წუთში მისტერ ბარნსმაც დამირეკა, ჩემი ამბავი აინტერესებდა, ვუთხარი უკვე ადგილზე რომ ვიყავი და არ ეღელვა, თავად ტომი იპოვა, თუმცა არ უთქვამს, როგორ იყო იგი, ჩვენი დიალოგის შემდეგ დასაძინებლად დავწექი, დედას ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, გვერდით მომიწვა და ალბათ იქამდე იყო, სანამ არ ჩანეძინა, მე კიდევ, დიდი ხანი მოვანდომე ამას, ფიქრსა და გახსენებაში, რა მოხდა რამოდენიმე საათის წინ.
დილით გაღვიძებულს ცხადად მედგა ყველაფერი თვალწინ, დედაც აღარ დამხვდა გვერდით. ვფიქრობ, დღეს უნივერსიტეტი გავაცდინო და სპეკტაკლისთვის მოვემზადო, მალე გამოსვლა გვაქვს და არ მინდა მაიკლი გავაბრაზო, მაგრამ ტომის რანაირად შევხვდები ისე?

ლეპტოპში ფაიკი დავამახსოვრე, წამოვდექი და ისე დავიწყე მზადებაზ საათისთვის აღარ დამიხედავს, თუ დამაგვიანდა არაუშავს, მთავარია ცოტა გამოვიძინე და გათიშულს არ მიწევს წასვლა.
საძინებლიდან რომ გავედი დედა სამზარეულოში ყავას სვამდა, ორი წუთით შევიხედე, გაოცებით შემომხედა.
-სად მიდიხარ?
-უნივერსიტეტში.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად..- ჩუმად ამოვილაპარაკე, გუშინდელი საღამოს შემჩნევა საერთოდ არ მინდოდა. ისიც არ მსურდა, გაეგო რამე, რადგან არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება ამის  გამო.
ვისზე უფრო გაბრაზდება, შეიძლება ორივეზე, დამტუქსავს, რადგანაც სისულელეს ვლაპარაკობ, როცა ანერვიულებული ვარ და თავს ვერასოდეს ვაკონტროლებ, ტომის კი საერთოდ გადახაზავს ალბათ ჩემი ცხოვრებიდან და ძალიანაც რომ მინდოდეს, მხარს არ დამიჭერს შესარიგებლად.
-გუშინ ტომისთან ხო იჩხუბე.
-ვიკამათე, გავბრაზდით და დავიშალეთ.
-დარსი, დაბადების დღიდან ასე არავინ მიდის, მართლა, რა მოხდა?
-სერიოზული არაფერი, აუცილებლად მოგიყვები რამე სერიოზული თუ იქნება, მართლა.
-კარგი.
-სახლში გვიან დავბრუნდები, შეიძლება მერე ბავშვები ვნახო, პიესა კარგად არ მისწავლია და იქნება ერთად მაინც შევძლოთ რამე.
სახლიდან გასვლისას რუტინულად  ყურსასმენი განიკეთე და ავტობუსში ავედი, დღეს მეტროს ხმაურის თავი არ მაქვს, თან ეს პირდაპირ ქუჩაზე აჩერებს და ბევრი სიარული აღარ მომიწევს.
დანიშნულების ადგილამდე მისვლისას პირველი ლექციის კაბინეტისკენ წავედი, თხუთმეტი წუთი დამაგვიანდაზ თუმცა სახელურს ხელი რომ მოვკიდე და ვერანაირად შევძელი მისიგაღება გამიკვირდა, ყური კარსაც მივადეზ ნუთუ შიგნიდან ჩაკეტა?
-გამარჯობაზ დარსი.- მისტერ ბარნსის დანახვაზე წელში გავსწორდი.
-ოუჰ.. გამარჯობა.
-ტომი დღეს არაა, შეიძლება მთელი კვირაც არ იყოს.
-რატომ?
-არ ვიცი, მიზეზს არ მიყვება, ჯერჯერობით. ძალიან იჩხუბეთ?
-ვფიქრობ, ძალიან ბევრი სისულელე ვილაპარაკე და გამიბრაზდს, იმედი მაქვს მხოლოდ ესაა და მალე გადაუვლის.
-მეც, თორემ აღარ მინდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
-როგორში?
-იმედგაცრუებული, გულნატკენი. არც ის მინდა, შენც მასე იყო.
-ვფიქრობ, რომ უკვე ვარ, მიუხედავად იმისა, ვცდილობ, არ შევიმჩნიო, არ მინდა დედაჩემმა გაიგოს.
-კარგი, თუ გინდა ჩემ ლექციას დაესწარი, პირველ კრსელები იქნებიან, მაგრამ მაინც.
-მგონი კაფეტერიაში ჩავალ, ჭიქა ყავა არ მაწყრნდა, მადლობა ყურადღებისთვის.- თავი დამიქნია და მსუბუქად გამიღიმა.
-მისტერ ბარნს.- როცა წასვლა დააპირა მკლავზე ჩავეჭირე.- თუ დაეკონტაქტეით, გამაგებინეთ, როგორ იქნება.
-მგონი აჯიბებს თავად მოიკითხო, არა?- მის კითხვაზე შევყოვნდი, ვერ მივხვდი, რა უნდა მეთქვა, ის რომ დარეკვის მეშინია, თუ უბრალოდ ვერ ვბედავ? ხელი გავუშვი, ისიც თავის გზას დაადგა.
კაფეტერიაში ჩააულს შესასვლელთან მეგობარი დამხვდა, მისი დანახვა ახლა ყველაზე მეტად გამიხარდა, სწრაფად ამოვუდექი გვერდით და ხელი მოვხვიე.
-გამარჯობა, დარსი.- ისე მომესალმა, არც შემოუხედავს ჩემთვის.
-გამარჯობა.
-რა ხმა გაქვს, მოხდა რამე?- შემოხედვისას წარბი ამიწია.
-ვფიქრობ, რომ კი. დროუკად ვიყიდოთ რაღაცები და ბოლო მაგიდას შემოვუსხდეთ, კაი?
-არაა პრობლემა.- შოკოლადის ბლინი და ცხელი შოკოლადი ავიღეთ, მაგიდასთან მისვლისას კი პირდაპირ ჭამა დავიწყე.
-რა გემრიელია.
-იმედი მაქვს, ამით თემაზე გადახვევას არ აპირებ.
-არქ, უბრალოდ სანამ მოვყვები მირჩევნია ვჭამო, შეიძლება შემდეგ მადა დავკარგო.
-გასაგებია, მაშინ გელოდები.- თავისი ლეპტოპი ამოიღო ჩანთიდან, დავალების ფაილი გახსნა და შიგ ჩააშტერდა ნაწერებს, თან რედაქტირებას ცდილობდა.
-როგორ მძულს ეს პროცესი.
-მაგას მე მივხედავ, არ ინერვიულო.ჩემკენ მოვაბრუნე და ცალი ხელით იმ ადგილების კონიშვნა დავიწყე, სადაც სიტყვა ან უბრალოდ ასო იყო შესაცვლელი.
-ამას რომელ საათზე წერ ხოლმე, შენში უცხო პლანეტელი ისადგურებს?
-ალბათ, ასეა. მეც არ ვიცი, ასე სწრაფად როგორ ვწერ, ყველა სიტყვაში რომ შეცდომას ვაპარებ.
-გეხუმრე, მასე ვის არ მოსდის.- მომღიმარმა გავაგრძელე ჩემი საქმე, ვიდრე ჭამა არ დავასრულე.
-მოკლედ, ტომის თავის დაბადების დღეზე ვუთხარი, რომ არ მიყვარს, უბრალოდ სიმპათიით ვიყავი მასთან, ეს კი იმის ვრალი იყო, რომ ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ხდებოდა.- ყველანაირი შესავალის გარეშე დავიწყე მოყოლა, მას კი ჩანგალი გაუვარდა.
-რა გააკეთე?
-ახლა იმის მოყოლას დავიწყებ, მანამდე რა მოხდა.- ნათანს ყველაფერი მოვუყევი, ჩემი მოულოდნელი ეწვიანობის და ბრაზის შესახებ, იქ მყოფი ყოფილებით სავსე ბუდეზე და ყველას სიმშვიდეზე, რომელიც მხოლოდ მე დავარღვიე, როგორც ჩანს და ჩავაშხამე ყველას წვეულება.
რეალურად იქ მყოფებიდან, პემი, ჯეი, რეჟისორი და ტომი შემეცოდა, დანარჩენი არც ერთი მათგანი მადარდებდა.
-არ ვიცი  რა გითხრა, ვინ გავამართლო ან გავამტ6უნო.- დაბნეულმა ამოიოხრა.- მაგრამ ერთი ისაა, შენ მასეთი რამ არ უნდა გეთქვა.
-ხომ იცი, მასე არც ვფიქრობდი, უბრალოდ.. ზედმეტად ზეწოლა ვიგრძენი, მე კიდევ ასეთ დროს ყველაზე დიდ უაზრობას ვროშავ.
-ისიც არ იყო მართებული, ამდენი წარსულის ძუკნა იქ რომ ტრიალებდა და ყველა ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა.
-მეც მაგაზე ვბრაზობ. მხოლოდ ის თქვეს, რომ რამოდენიმე დაუპატიჟებელი სტუმარი იქნებოდა, მაგრამ არავის უთქვამს ვინ.
-არ აპირებ ამაზე დალაპარაკებას?
-ჰო, მაგრამ ვღელავ, არ მიყვარს ასეთი დაძაბული სიტუაციები.
-მესმის, მაგრამ აუცილებელია, შენ გადადგი პირველი ნაბიჯი, ყველაზე მეტი სისულელე შენ ილაპარაკე თან.
-ღმერთო..ნეტავ შემეძლოს, ჩემი ცხოვრებიდან ამ დღის ამოღება.
-წყენით მეც ძალიან მეწყინებოდა და იმედ გაცრუებულიც ვიქნებიდი, საყვარელ ქალს მასეთი რამ რომ ეთქვა.
-ერთი ლექცია მაქვს,  დავასრულებ თუ არა ვნახავ.
-სახლშია?
-იმედი მაქვს ასეა.
-მისმინეზ სანამ ნახავ, კარგად იფიქრე, მართლა ხომ გიყვარს.
-მიყვარს, აბა რა არის.. უბრალოდ აქამდე არასოდეს მითქვამს ეს, მართლა სწრაფად მივედით ამ გრძნობწმდე და მეშინოდა,გრძნობის გამხელისგან თავის შეკავება მარტივი ხომ არ გგონია.
-ხოდა აუხსენი, დიდი ალბათობით გაგიგებს, ბოლოსდაბოლოს გუშინ შენც ანერვიულებული იყავი იმ გარემოთი.
-მადლობაზ ნათან.
-სამადლობელო არაფერია, მთავარია მოაგვაროთ, თქვენი დაშორება, ვფიქრობ, ორივეს დაგანგრევთ.
-ვიცი..

📚Two sides🎭Where stories live. Discover now