→ტომის თვალთახედვით←
დილით, როგორც ყოველთვის ნახევარი საათით ადრე წავედი უნივერსიტეტში, გზად კი ყავა გავიყოლე. ჩემს კაბინეტში შესვლისას შევნიშნე ვიღაც იდჯა სავარძელში, კარის ხმაზე კიდევ გამოტრიალდა.
-აქ რას აკეთებ?
-გამარჯობა,ტომ.
-კარენ, გკითხე, აქ რას აკეთებ მეთქი.- ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
-ასე რატომ მელაპარაკები?-ხელი მხარზე მომისვა, თუმცა გავაწევინე და ჩემს ადგილთან მივედი.
-აქედან წადი.
-ძვირფასო.. ასეთი აგრესია არაა საჭირო, არ მინდა ასე ვიყოთ.
-ამაზე ადრე უნდა გეფიქრა,სანამ სხვა კაცს ჩაუწვებოდი საწოლში.
-ნუთუ ამაზე საუბარი გინდა?
-შენთან საერთოდ არ მინდა ლაპარაკი, აქედან გაეთრიე.
-არ დაგავიწყდეს, ტომ, შენმა უყურადღებობამ რამდენი კამათი, ჩხუბი და გაურკვევლობა გამოიწვია..ჩემთვის ვერ იცლიდი, ხან სად იყავი,ხან სად.
-კარენ, სამსახურს და შენს ღალატს ნუ შეადარებ ერთმანეთს, ყოველთვის მქონდა დრო შენთვის, ამიტომაც,გთხოვ, ნუ ეცდები შენი საქციელის გამართლებას.
-ჩემს თავს ყველაფერი გერჩივნა.
-ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მაძლევდი საშუალებას ის გამეკეთებინა,რაც მიყვარდა.
-თეატრი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ურთიერთობაზე?
-ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ, აქედან გაეთრიე!- დავუყვირე გაღიზიანებულმა, ზიზღის თვალებით შემომხედა და უკან გაბრუნდა.
-იცოდე,არ დაგვისრულებია!- მისი გასვლის შემდეგ საქალღადეებს ხელი გავკარი და ძირს გადავყარე.
-ჯანდაბა, შე ძუკნა!- დავიყვირე. დავიხარე და ფურცლები ავიღე.
რა ნამუსით შეუძლია აქ მოვიდეს,ჩემს კაბინეტში და ისევ დაიწყოს თავის მართლება.
-გამარჯობა, მისტერ ჰიდლსტონ..- რამოდენიმე სტუდენტის მოსალმებამ გონს მომიყვანა, მეც მივესალმე და ჩამოვჯექი სკამზე. სჯობს მასზე აღარ ვიფიქო, ეს დღეს საშინლად გამიფუჭებს.→დარსის თვალთახედვით←
უნივერსიტეტის წინ ვდგავარ და ვფიქრობ, შევიდე თუ არა, რადგანაც აქ ვარ, სჯობს აღარ გავაჭიანურო, სულ არაფერს დავესწრები მაინც ლექციას, ისევ დავალების გარეშე ვარ, ამიტომაც როგორღაც უნდა გადავაგორო მომდევნო ხუთი საათი.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ჩემი წყალი მოვსვი და შიგნით შევედი, იქვე მდგარ დაცვას მივესალმე და ლიფტში შევედი, მეოთხე სართულზე ავედი, მისტერ ჰიდლსტონის კაბინეტისკენ წავედი და შევაღე, აუდიტორია სავსეა უკვე, კარგია დროულად მოვედი.
-გამარჯობა..- ხმამაღლა ამოვილაპარაკე და ჩემი ადგილი დავიკავე, ამჯერად რჩეული და კალამი და წიგნი დავიდე.
-მოდით,ახლა წინა ლექციაზე ახსნილი მასალა განვიხილოთ. ვინ დაიწყებს?- რამოდენიმე ბავშვა ასწია ხელი, ამიტომაც მათ სთხოვა თავიანთი თემების წარდგენა, ყველას ნორმალური შეფასება მისცა,რაღაცები კი ჩაუსწორა.
ნომერზე მესიჯი მომივიდა, ჯიბიდან ამოვიღე ტელეფონი და დავხედე, ნათანისგან არის, შესვენებაზე ჩემი ნახვა უნდა, მხოლოდ ის მივწერე რომ თანახმა ვარ.
-უკაცრავად, დარსი, შენს დავალებას ხომ არ წაგვიკითხავ?
-ამ..არა.
-ისევ არა.. კარგი,რაზეც წინაზე ვისაუბრეთ, როგორც ჩანს შენთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი..ახლა უკვე მაინტერესებს, რა საქმე გაქვს ასეთი მნიშვნელოვანი სწავლისთვის რომ ვერ იცლი..ან რა მოტივით ჩააბარე უნივერსიტეტში, რისი იმედი გაქვს, შეგვიძლია ამაზე მაინც გვესაუბროთ.
-მისტერ ჰიდლსტონ..
-გისმენ,დარსი.
-შეწყვიტეთ ეს.
-წინაზე შენიშვნა მომეცი, არ მრცხვენია თუნდაც აუდიტორიის თვალწინ მითხრათო, ამიტომაც დროს არ ვკარგავ, გეკითხები,რაც მაინტერესებს.- ჩემს გვერდით მჯდობ ბიჭს გავხედე, პირზე ჰქონდა ხელი მიდებული და ჩუმად იცინოდა, თუმცა შევნიშნე მხოლოდ ის არ იყო ასე, ამიტომაც წამოვდექი და ნივთების აღების გარეშე დავტოვე აქაურობა, კარი კი უხერხულად გამოვიხურე. საპირფარეშოში შევედი და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა თვალებიდან.
-როგორი სირია..ჯანდაბა მინდა იმ სახეში შემოვარტყა, ამდენი სისულელე ყველას თვალწინ რამ ათქმევინა? თუნდაც მარტო ვყოფილიყავით,რა მისი საქმეა მე რას გავაკეთებ, თუ არ ვესწრები ლექციას ამაზე არც უნდა იდარდოს, არანაირად ეხება მას. ვერ გიტან..ვერ გიტან,ნაბიჭვარო!
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.