მაღვიძარას გამაბრუებელი ხმა ჩამესმის ყურებში, ძილიდან გამოღვიძებულმა თავი ძლივს ავწიე, ამისდა მიუხედავად თავბრუსხვევა მაინც ვიგრძენი.
ტელეფონს დავხედე, ათის ნახევარია ჯერ.
როგორ მიყვარს მისტერ ბარნსი, შედარებით გვიან იწყებს ლექციებს და შემიძლია ხოლმე კარგად დავისვენო, მაგრამ ახლა ძილი მაინც არ მეყო..
წუწუნით წამოვდექი და მზადებას შევუდექი, პარალელურად შეტყობინებები შევამოწმე, ძალიან ბევრი დამხვდა, რასაც არ ველოდი, ეს ხალხი ხომ გუშინ ვნახე, ასე რამ გააგიჟა ყველა, მოვკვდი და ჯერ არ ვიცი? ამდენს ჩვეულ დღეებში არ მწერენ და იმედია მშვიდობაა.
რა თქმა უნდა, პირველი ჩემი ძვირფასი შეყვარებულის მონაწერი გავხსენი, დილა მინდა მისოთ დაიწყოს, ეს განწყობას მიფერადებს.
-დილამშვიდობის, ჩემო მზეთუნახავო.. ლექციის შემდეგ შემომიარე, შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს..- გულის ემოჯებიც თან დაურთო, რა საყვარელია.
კბილის ჯაგრისი მომღიმარმა კბილებით დავიჭირე, მისთვის რომ მიმეწერა.
-რა ამბავია?
-რომ გნახავ მერე გეტყვი.. ახლა გაემზადე, არ დააგვიანო.- მალევე ფოტოც მოჰყვა მესიჯს, ტუჩები გამოწეული ჰქონდა, დილის კოცნა გამომიგზავნა.
-ვაიმეე... მიყვარხარ!- ხმამაღლა დავიძახე, რა წამსაც ჯაგრისი გადმომვარდა. ფოტოს ორიოდე წუთი ვაშტერდებოდი, თუმცა გონს მალევე მოვედი, მივხვდი, ძალიან შევყევი ამ საყვარელ ფოტოს.
-ვის უკიოდი მიყვარხარო?- სააბაზანოს დატოვებისას დედამ მკითხა.
-ძალიან საყვარელი ფოტო ვნახე და..
-ჰარის?
-არა, ჩემი შეყვარებულის.- გავუღიმე.
თვალები აატრიალა.
-ეს ჭამე.- ტოსტი მომაჩეჩა, ჩაცმასთან ერთად ყველიანი ტოსტიც მივირთვი და წასვლისთვის უკვე სრულიად გავემზადე.
"დარსი, გუშინაც არ მოგიწერია.. ძალიან გთხოვ, შემხვდი დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ლექციების შემდეგ ცოტახანს გადადე შენი საქმეები, კარგი?"-ნათანის მესიჯი ავტობუსში გავხსენი, რატომღაც გამიკვირდა, რა უნდა მითხრას, რომ საქმეების გადადება ასეთი მნიშვნელოვანია.
არ ვიცი ნამდვილად, თუმცა ვნახავ აუცილებლად, მაგრამ ტომისაც რომ საქმე აქვს? რა გამოუვალი მდგომარეობაა, პრინციპში, პირველი ტომი ხომ უნდა მენახა, ორი წუთით შევურბენ, გავიგებ რა აქვს სათქმელი და შემდეგ ნათანთან მივალ.. მგონი ასე სჯობს.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Фанфикისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.