📚 14 🎭

320 21 14
                                    

→ტომის თვალთახედვით←
როგორც ყოველ დილას, ჩვეულებრივ უნივერსიტეტში წავედი მორიგი ლექციის ჩასატარებლად. დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ეს პროცესი არც თუ ისე მოსაბეზრებელია, მომწონს ჩემი საქმე და ამას სიამოვნებით ვაკეთებ.
ყოველ წელს, ახალ ბავშვებთან შეხვედრა და სემესტრის დახურვაც კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მიწევს მათთან ერთად. ნიშნების მომატება არ მჩვევია, არც სჭირდებათ ჩემს საგანში სტუდენტებს, მაგრამ ამ წლის პირველი სემესტრის დახურვისას ორ სტუდენტს მოვუმატე, ეს პირველად მოხდა ორ წლიანი კარიერის მანძილზე. ვინაიდან დარსის აკლდებოდა სემესტრული ქულა 0.5 მოვუმატე და ზუსტად ბარიერი გადალახა, მეორე სტუდენს კი მხოლოდ იმიტომ დავუწერე ზედმეტი ორი ქულა, რომ გადაბარებაზე გასულიყო და ხელმეორედ ჩაებარა.
დარსი რომ არა, ალბათ ის ბიჭი პირველი იქნებოდა, ვინც ჩემს საგანში ჩაიჭრებოდა.
ზუსტად ცხრა რომ შესრულდა ლექციაზე აუდიტორია შეივსო, მხოლოდ ერთი სკამია ცარიელი, მეორე დღეა დარსისგან არაფერი მსმენია, არ მწერს პასუხს, არც ზარზე მპასუხობს, მიუწვდომელია. ალბათ მომხდარიდან გამომდინარე ცოტახანს განტვირთვა უნდა, თანაც ორი დღის ლექციაზე დაკლებული ქულა დიდად არ აისახება დანაკლისად. უბრალოდ ვნერვიულობ, მასთან დარჩენის შემდეგ მხოლოდ აქ თუ ვნახულობდი, ახლა კი აქაც არაა..
ორ საათიანი ლექციის შემდეგ სტუდენტები ნახევარ საათიან შესვენებაზე გავუშვი, მათ შორის მეც გავედი გარეთ, უკანა ეზოში, სიგარეტის მოსაწევად.
ჩემს ადგილას მივედი, კედელს ოდნავ მივეყრდენი და სიგარეტს გავუკიდე. შორიდანვე შევნიშნე ჩემკენ მომავალი ჯეი, განერვიულებული ჩანდა.
-ჯეი, ხომ კარგად ხარ?
-ტომ..დარსის ამბავი არ გაგიგია?- შეშფოთებით ამოილაპარაკა.
-რა ამბავი?

→დარსის თვალთახედვით←
სხეულის და კეფის დაბუჟებას გამოვყავარ ძილიდან, იმასაც ვგრძნობ, სხეული ძალიან მოდუნებული მაქვს. ნერწვს ხმაურიანად ვყლაპავ და გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ისე ვარ ახლა, თითქოს ასე დიდი ხანია არ მძინებია, თითქოს ისევ უნდა მიმეძინა,თუმცა კარის ხმაზე თვალები გავახილე, ნაზად მოვიფშვნიტე და ირგვლივ მიმოვიხედე.
-რა ხდება?- ამოვილაპარაკე თუ არა, მივხვდი რამდენაგ გამშრალი მქონდა პირი.
-ყცელაფერი რიგზეა.- დედა მომიჯდა და წყალი დამისხა, ალბათ მიხვდა,რაც მჭირდებოდა.
-თავბრუ მეხვევა..- როცა სული მოვითქვი წყლით ამოვილაპარაკე.
-მოიცა..რა მოხდა, დედა..მამა, როგორ არის?- დედამ მხარზე დამადო ხელი და ახლოს მომიჯდა.
-დამშვიდდი, ძვირფასო..ისედაც ორი დღე გათიშულს გეძინა, ისე მანერვიულე, კინაღამ გავგიჟდი..
-დედა, რაღაც გკითხე..- მოიწია და ჩამეხუტა, არაფერი მიპასუხა. მისი ამ ქმედებით პასუხამდე თავად მივედი.
-ესეიგი..სიზმარი არ ყოფილა.- ამოვილაპარაკე და თავი მხარზე ჩამოვადე.
-ვწუხვარ, ძვირფასო.
-ეტკინა..?- სლუკუნით ვკითხე.
-არა..უმტკივნეულოდ მოხდა ყველაფერი.
-ძალიან მომენატრება, დედა..- სუსტად მოვუჭირე თითები მაისურზე.-გასვენება..?
-საყვარელო.. მაპატიე, მაგრამ ყველაფეის დაჩქარებულად გაკეთება მომიწია, დღეს მესამე დღეა, რაც აქ ხარ..არ ვიცოდი, შენთან ვყოფილიყავი თუ ხალხთან.. მამაშენის მშობლებიც დამთანხმდნენ, დაკრძალვა გუშინ იყო, როდესაც აქედან გაგწერენ გამოსამშვიდობებელი დღე მოვუწყოთ, კარგი?
-მის დაკრძალვაზეც არ ვიყავი..
-არაუშავს..მთავარია გამოჯანმრთელდე,ორივეს სურვილი ესაა..- მის მკლავებში ისევ ავქვითინდი.
-ყველა ღელავს შენზე, გარეთ შენი ორი ლექტორი დგას..ისინიც კი შეწუხდნენ.
-მისტერ ჰიდლსტონიც?
-ჰო, ბარნსიც.
-დედა.. ძალიან მეძინება..
-საყვარელო, ისედაც ორი დღე გადაბმულად გეძინა.
-გთხოვ..არაფრის ძალა არ მაქვს..
-როგორც გინდა..
-აქ არ დარჩე, კარგი? წადი, დაისვენე.. თორემ შენზეც ვინერვიულებ.
-დარსი..
-დედა, გთხოვ..როცა გავიგებ,იცოდე ძალიან მეწყინება.
-კარგი, გპირდები წავალ..- მაკოცა და წამოდგა. ძალა გამოცლილი ისევ საწოლზე მივწექი.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now