📚 15 🎭

349 19 7
                                    

ადამიანი ობობას შემდეგ არ ვიცოდი კიდევ რა მენახა, ამიტომაც უბრალოდ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. ჩემს სექციას შევხედე, სამი ახალი წიგნი მიდევს, საბავშვო გათვლის შემდეგ ავარჩიე ერთ-ერთი და გადაშლისთანავე ვიგრძენი, როგორ მომერია ძილი, თან იმდენად, თვალის მიხუჭვისას ჩამთვლიმა.
ამ დილას გაღვიძებისას დედამ მითხრა ხვრინავდიო, რა თქმა უნდა,გააბუქა, გაღვიძებისას პირი თუ მშრალი მაქვს და ოდნავ გაღებული, ესეიგი ვფშვინავდი.. ხანდახან საკუთარი" ფშვინვა" მაღვიძებს ხოლმე, ამიტომაც ვიცი.
მამაც დამცონოდა ხოლმე ადრე, ხვრინავო, მაგრამ ბოლოს გეხუმრეო და ხელებს მაღლა სწევდა, რადგანაც ვებუტებოდი ამის გამო.
მის გარეშე ერთი თვე გავიდა, ძალიან მენატრება და ხანდახან ამ გრძნობას ვერ ვერევი.. ვცდილობ, არც ვისაუბრო ამაზე, სულ ცუდად მოქმედებს გახსენებისას.
ყოველთვის სხვა რამეზე გადამაქვს თემა, მაგრამ ახლა იმაზე მეფიქრება, თუ ძილში ვფშვინავ, შეიძლება რომ ჩემი ლექტორის სახლში ან კარავშიც გამოვცემდი ხმას? ოღონდ ეს არა.. მაგრამ მეტყოდა.. ალბათ? არა, ეს არ მომხდარა..ახლა დაკვირვებას დავიწყებ ამაზე.
დარსი, რაზე დაიწყებ დაკვირვებას, ნუთუ დღეს იქ გინდა დარჩენა?
მაგარია, ჩემს ჩანაწერში საკუთარ თავს ველაპარაკები, მაგრამ ამაზე ხმამაღლა რომ გავიფიქრო, დედა შემოვა, ხომ ვიცი.
არა, დღეს იქ დარჩენა არ მინდა, უფრო სწორად გეგმაში არ მაქვს, ნუ მოკლედ, თავის დროზე წამოვალ, ისედაც ბევრჯერ მომიწია იქ დარჩენა, ასე უბრალოდ ამას ვერ ვიზამ.. მაგრამ აბა სხვანაირად ვიზამ?

როცა საკუთარმა თავმა გამაღიზიანა ფაილი დავამახსოვრე და ლეპტოპი გადავდე. სჯობს ახლა იმაზე ვიფიქრო, რას ჩავიცვამ. დიდი ხანია კაბა არ მცმია, ამიტომაც დედას ნაჩუქარ სამოსზე შევჩერდი.
გამზადების შემდეგ დედასთან გავედი და კომბოსტო ავაცალე დაფიდან.
-საით გაგიწევია?
-ლექტორს უნდა შევხვდე.
-რატომ?
-უნივერსიტეტის პიესა უნდა განვიხილოთ.
-რა?
-არ მაქვს ნათქვამი ხომ? კაი, საღამოს ვილაპარაკოთ ამაზე, გთხოვ.
-დღეს ანასტასიასთან ვრჩები, მთხოვა მისი ბავშვი დამეტოვა ამ საღამოს, ვიცი შენ შეგაწუხებს ბავშვის ჭყიპინი და ამიტომაც აქ არ მომყავს.
-მართალი ხარ, დედა..- ჩავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-ისე,რომელ ლექტორს უნდა შეხვდე?
-მისტერ ჰიდლსტონს.
-ჰმ.. კარგი, მალე დაბრუნდი.
-ხვალამდე, დედა.- ჩავიცინე და სახლიდან გავედი.
-ზგაში ვარ, ერთ საათში შენთან ვარ..- მივწერე ლექტორს და გზას გავუყევი. დიდად არ ვჩქარობ, რადგანაც დრო ბევრი მაქვს. ისე, ნეტავ, როგორ არის ზეინი ახლა, ბენდის დანარჩენი წევრები? ნუთუ ეს საბოლოოა, აღარ იქნებიან ერთად? მაგრამ, როგორც ყველა ბენდში ხდება, აქაც ასე წავიდა ყველაფერი, ერთმა წევრმა დატოვა ჯგუფი და ალბათ მალე ვიხილვთ სოლო ალბომს. თვითონ 1D თუ დაიშლება? ოღონდ ეს არა.. ისედაც საკმარისი გადავიტანე ამ წელს, ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ! მაგრამ ზეინის გარეშე ისეთი ვეღარ იქნება ბენდი..ნაკლოვანებას ნამდვილად ვიგრძნობ..
ახლა უფრო მალე მინდა მისტერ ჰიდლსტონთან მისვლა, იქნებ რამე იცოდეს ჰარისგან? ისე, რა უცნაურია არა? თვით ჰარი სტაილსის ნათესავია, თან ლაწირაკით მიმართავს, როგორ მინდა ბევრი რამ მომიყვეს, მაგრამ კითხვისაც მერიდება, ისეთი მზერით გამომხედავს ხოლმე, რაიმეს გაგების სურვილს მაკარგინებს.
მთავარ ტრასაზე გადასვლისას ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი. დღეს ზემდეტად მცხუნვარე დღეა, ამიტომაც ნაყინს და ცივ წვენს წავიღებ, მასთან რამდენჯერ ვიყავი და ყოველთვის ხელცარიელი, ახლა ნამდვილად შემრცხვება ისე მისვლა.
-იმ მისამართზე, ახლომახლო არის სუპერმარკეტი?
-კი, იქ გინდათ?
-დიახ.- ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ მაღაზიასთან გამიჩერა, მიუხედავად იმისა, რომ დალოდება შემომთავაზა, ფული გადავუხადე და გავუშვი, გზას ვცნობ, ამიტომაც მარტივად მივაგნებ.
მაღაზიაში ნაყინების სექციასთან მივედი და საოჯახოს დავხედე, ერთი ავარჩიო თუ ორ ფერიანი? ვანილი და მარწყვის ავიღე, მეორე კი ვანილი და შოკოლადი,ასევე ხილის შერეული წვენი. სალაროსთან მისვლისას რიგი დამხვდა.უკნიდან ბავშვების ხმა მომესმა, როცა მივიხედე ქალთან ერთად ორი ბავშვი იდგა და რაღაცაზე დუდღუნებდნენ, მესამე კი ხელში ეკავა, ბოთლს ხან ზემოთ სწევდა, ხან ქვემოთ. ორი კაცის გაშვების შემდეგ ბავშვებიან ქალბატონს დავუთმე ადგილი, რადგანაც დაღლა და შეწუხება ეტყობოდა სახეზე. რამოდენიმე პროდუქტის გატარების შემდეგ ბავშვებს შევხედე.
-იმოქმედებს?
-არ ვიცი..- ჩუმად იცინიან და პატარას უყურებენ.
-ელის, დედას აჩვენე ჯადოსნური ჯოხი..- უეცრად ერთ-ერთი ხმამაღლა იძახის, ბავშვიც სიცილით ჯერ ერთ ხელს იქნევს , შემდეგ კი მეორეს.
ამ წამს მის საყვარელ ღიმილზე მეც იმავე ემოცია უნდა მეგრძნო, თუმცა თბილმა სითხემ ჩემს გულ-მკერდზე, სულ სხვა რეაქცია მომგვარა.
-ღმერთო..- ქალმა შეწუხებულმა გამომხედა.- ძალიან დიდი ბოდიში.. ღმერთო ჩემო..- ბუტბუტი დაიწყო და ბავშვის ტილო მომაწოდა.
-არაუშავს..ხდება ხოლმე.- ჩავიცინე და ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე ჩანთიდან. ფაფა მკერდიდან მოვიწმინდე, თუმცა ვგრძნობ, როგორ მისრიალებს წვეთები ქვემოთ, რა საზიზღრობაა..
-ნახეთ თქვენ რა გიქნათ ამის გამო!- შვილებს უბრაზდება და ხურდას იღებს სალაროდან.
ჩემი პროდუქტის ყიდვის შემდეგ გარეთ ცოტა შერცვენილი გამოვედი.
პარკი ჩავიხუტე, დავფარე ფაფიანი კაბა, სუნს რა ვუყო ეგეც არ ვიცი..
ტაქსიც გავუშვი, მაგარია რა..
გზაზე გადასვლის შემდეგ ნაბიჯებს ავუჩქარე და ქუჩას ჩავუხვიე, სამი სახლის გავლის შემდეგ დანიშნულების ადგილას მივედი.
კარზე ზარის შემდეგ მალევე გამიღო მასპინძელმა.
-გამარჯობა..რა შეწუხებული სახე გაქვს?
-გამარჯობა..- სახლში შესვლისას პარკი მივაწოდე, გაოცებულმა ამათვალიერა.- არაფერი თქვა..ვიცი.- მოცინარმა დამიქნია თავი.
-მაღაზიაში ბავშვმა ფაფა გადამასხა.
-ყოჩაღ მაგას.- ისევ იცინის.- გინდა მაისური?
-კარგი იქნება..გავრეცხავ და წასვლამდე გაშრება, იმედია.
-წამოდი აბა.- საძინებელში შესვლისას თავისი კარადა გამოაღო, რაღაც მაისური და შავი ფერის შორტი გამოიღო.
-ესენი ჩაიცვი, მე მისაღებ ოთახში დაგელოდები.
-მადლობა..- გამოვართვი და მისი გასვლის შემდეგ გამოვიცვალე ,სველი ხელსახოცითაც გავიწმინდე მკერდის არე და ამჯერად სუნიც მომშორდა.
-სარეცხის მანქანაში გავრეცხოთ.- გასვლისას ჩემი შეურაცხყოფილი კაბა გამომართვა და გასარეცხად გაიტანა.
-შემთხვევით რამე ხომ არ გაქვს, შიგნიდან ჩასაცმელი?
-ბოდიში არ მეგონა თუ ოდესმე დამჭირდებოდა და აღარ ვიყიდე.- ოხვრით მითხრა.
-კარგი, რა იყო..- თვალები ავატრიალე და მისაღებ ოთახში, დივანზე ჩამოვჯექი.
-გშია?
-არა..- თავი დამიქნია, კიდევ დამტოვა, თუმცა მალევე დამიბრუნდა ნაყინით ხელში, ყველა ბურთულა ჩაუდია ჯამში, რა საყვარელია.
როდესაც ჩამოჯდა მოვუყევი ზუსტად,რაც მოხდა,ის კი ისევ ჩუმად იცინოდა.
-როგორ მინდოდა ის ორი ბავშვი ერთმანეთზე გადამება.. მაგრამ უბრალოდ არაუშავს მეთქი..
-ჰო, მართლა ხომ არ მიაფრინდებოდი?
-ოხ..- ნაყინის ჭამა გავაგრძელე.
-ვჭამოთ და მერე ციმბელინზე ვისაუბროთ, როგორი უაზროც იყო ფილმი, ესეც თუ ეგეთია, ამოვეწერები სიიდან.
-უყურე?
-ჰო..
-არა, პიესა განსხვავებულია, ფილმში კი ბევრად თანამედროვე ვერსია იყო ჩადებული.
-ერთით ისაა კარგი, ცუდი დასასრული რომ არ აქვს.
-ამის გამო ბევრი ტრაგიკომედიას უწოდებს.
-არაა რომ?- ჩაიცინა და ჯამი გადადო.
-ესეიგი..- პატარაზე ტაში შემოარტყა და ცალ ფეხზე ჩამოჯდა.
-ასე რატომ აკეთებ?- გამოვაჯავრე ხელის მოძრაობით.
-არ ვიცი, ჩვევაა უნივერსიტეტიდან.
-ჰმ.. კარგი, განაგრძე.- მიმღიმარმა ვუთხარი.ფეხსაცმელი გავიხადე, დივანზე კომფორტულად მოვეწყე, მოსასმენად მოვემზადე.
-მოკლედ ისტორიაა მეფის ქალიშვილზე, ქალის ერთგულებასა და გულრწფელ სიყვარულზე. იმოგენს შეუყვარდება მასთან ერთად გაზრდილი ბიჭი, პოსთუმუსი, ვის გამოც უარს იტყვის სამეფო ქორწინებაზე, რომლის მიხედვითად დედინაცვალის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა.ამ ამბით განრისხებულმა მეფემ სიძე რომში გააძევა, ყველანაირად ცდილობდა თავის შვილს არ გაჰკარებიდა, თუმცა მანამდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს შეჰფიცებენ და ერთმანეთს სამახსოვრო ნივთებს გადასცემენ, სამუდამო გახსენებისთვის. ზუსტად ამ გაძევების შემდეგ, პოსთმუსი შეხდება ერთ კაცს, იაკიმოს, რომელსაც სანაძლეოები ძალიან უყვარდა. ერთ დღესაც კაცები საუბარს დაიწყებენ და პოსთმუსი თავის დარდს გაუზიარებს ყველას, იტყვის, რომ თავისი მეუღე ყველაზე ლამაზი, უმანკო და ერთგულია, რაზეც ეჭვს შეიტანს იაკიმო.
ზუსტად ეს გახდება მიზეზი სანაძლეოს დადების, ქალის პატიოსნების შესამოწმებლად. ყველანაირ სიმდიდრეს ჩამოვა იაკიმო წაგების შემთხვევაში, თუმცა პოსთმუსი გარიგებას უცვლის, თუ იგი მოიგებდა, იაკიმო ეჭვის შეტანის გამო სიკვდილით გადაიხდიდა საფასურს, რაზეც დათანხმდა.- ისტორიის შეძრწუნებული ამბის მიუხედავად, მაინც სასიამოვნოდ ჟღერს მისი მოყოლიდან, ხელის რიტმული მოძრაობითა და შიგადაშიგ ტუჩის ენით დასველებასთან ერთად, ღიმილის შეკავება ძალიან მიჭირს ასეთ მომენტში.
-პოსთმუსი ნაბიჭვარი იყო, უკვე ეჭვი ჰქონდა შეტანილი ცოლის პატიოსნებაში.
-ნუ ჰო, არასწორად მოიქცა.- ჩაიცინა და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ განაგრძო.- როდესაც იაკიმო ბრიტანეთში ჩავა, ქალის მოხიბლითა და შეცდენით კი არ შეეცდება სანაძლეოს შესრულებას, არამედ მზაკვრობით, სკივრში ჩაძვრება, რომელსაც ქალის საძინებელში შეიტანენ ნივთების ამოსაწყობად, თუმცა იმოგენი ჩაძინებული იქნება და არავინ არაფერს მოიმოქმედებს. იაკიმო პრინცესას სილამაზით ძალიან მოიხიბლა, დაიბნა და ერთხანს გაშტერებული უყურებდა, ამ დროს კი ქალი საბანს გადაიხდის, თხელი საღამური კი სხეულიდან ოდნავ გადაეწევა და მკერდთან ხალი გამოუჩნდება.
-ჰო..ფილმში სხვანაირად იყო.- ტომს გაეცინა.
-მოკლედ ეს იქნებოდა სანაძლეოს მოგების საბაბი, საიდან ეცოდინებოდა, სად ჰქონდა მას ხალი, თუ იგი არ შეაცდინა, არა?
-ამას ეტყვის პოსთმუს..მერე კი ის ცოლის მოსაკლავად გაგზავნის თავის მეგობარს..იგივე მსახურს, ხომ?
-კი, მაგრამ მსახურს შეეცოდება, როდესაც პრინცესა გაიგებს, საშინლად დაიწყებს ღელვას, იმაზე კი არა, რომ უნდა მოეკლათ, უბრალოდ ეწყინა, ქმრის უნდობლობის გამო. მოკლედ, მერე ომი დაიწყება, რომსა და ბრიტანეთს შორის, თუმცა პოსთმუსი ბოლომდე ბრიტანეთის მხარეს იბრძოლებს და გაიმარჯვებენ კიდეც. პოსთმუსისა და იმოგინეს სასიყვარულო სცენით მთავრდება პიესა, ერთმანეთს ვნებიანი კოცნით და შეხებით ურიგდებიან და პატიობენ შეცდომებს. ამიტომაც ეწოდება ტრაგიკომედია ამ პიესას. ახლა ეს მოკლედ მოგიყევი, თორემ ისე დიდი პიესაა, ყველა პერსონაჟის დიალოგით და სცენებით.
-ქალზე სანაძლეო როგორ უნდა დაედო?
-აბა, რა ვიცი.- ამოიოხრა.- მე ვერანაირად მივცემდი უფლებას ვიღაცას, ჩემი საყვარელი ქალის სიახლოვეს მისულიყო, როგორც იაკიმო იყო პრინცესასთან.
-იქ რომ ვყოფილიყავი და იმ მომენტში თვალები გამეხილა, ვაიმე..რას ვუზამდი!- სახე მოვმანჭე, რაზეც სიცილი ვერ შეიკავა.
-ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ.- ისევ იცინის და დივანს ეყრდნობა იდაყვით.
-ფილმს არ ვუყუროთ?
-ჰო..შენ ჩართე, მანამდე სასუსნავებს გამოვიტან.
-კარგი.- გავუღიმე და წამოვჯექი, ვიდრე ტელევიზორში ფილმს ვეძებდი ჩემი ნაყინის დასრულება გადავწყვიტე, რომელიც ჭიქაში ჩადნა. "წყევლა" ჩავრთე, რა თქმა უნდა, პირველი ნაწილი, ძალიან მინდა მასთან ერთად ამას ვუყურო.
უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა, უკან მივიხედე, ტომიმაც გამოიხედა.
-მე გავაღებ.- წამოვდექი და კარამდე მივირბინე. გაღებასთან ერთად ტუჩიდან ნაყინი მოვიწმინდე. ზღურბლს მიღმა ვიღაც ქერა ბიჭი დამხვდა.
-ამ..- დაბნეულმა ამათვალიერა.- შენ ვინ ხარ.- დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-იგივე კითხვა მაქვს მეც..- წარბი ავუწიე, უეცრად ჩემს უკან გაიხედა და შეძრწუნებული და ნაწყენი სახე მიიღო.
-ტომ..ნუთუ მას შემდეგ, რაც ჩემსა და შენს შორის იყო, ისევ არაფრის მაქნის ქალებს დაუბრუნდი?- უეცრად სახლში შემოიჭრა და ტომისთან მივიდა. გაოგნებულმა გავხედე ორივეს.
-კრის, გაიწიე, ნუ მეკრობი ტკიპასავით.- ოხრავს და გვერდით სწევს. მე ისევ გამოდებილებული ვუყურებ ორივეს, როდესაც შემამჩნიეს ქერამ სიცილი დაიწყო.
-დარსი, ეს ჩემი ძმაა..- ამოიოხრა, უეცრად სიცილი ამიტყდა.
-ძმა..ხო, რა თქმა უნდა..ძმა ყოფილა.- გულიანად დავიწყე სიცილი.
-შენ რა მართლა სხვა რამ იფიქრე?- ქეთამ მხარზე გამკრა.- მე კრისი ვარ, ტომის უმცროსი ძმა.- ხელი გამომიშვირა.
-დარსი..თქვენი უფროსი ძმის სტუდენტი.- ვიდრე ხელზე მკოცნიდა უცნაური მზერით გამომხედა.
-უბრალოდ სტუდენტი, ცუდი არაფერი იფიქროთ.- ჩავიცინე და ხელი გამოვწიე.
-გთხოვ, უბრალოდ კრისი დამოძახე, ისეთი არ ვარ, თქვენობით და ოფიციალური მიმართვებით რომ დამიწყო საუბარი.
-კარგი, კრის.- ისევ გავუღიმე, როცა მისაღებ ოთახში გავიდა ტომს გავხედე, კიდევ ამოიოხრა და მანიშნა მეც შევსულიყავი.
-ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებ თქო, რომ მცოდნოდა სტუმარი გყავდა დედასთან დავრჩებოდი.- კრისმა ხელი დაარტყა მხარზე ძმას.
-არაუშავს, როდის ჩამოხვედი?
-დღეს დილით.- ტელევიზორს შეხედა ახლა.- წყევლა..ჩემს ძმას არ უყვარს საშინელებათა ფილმები, მერე კოშმარები ესიზმრება.- კრისის ხუმრობაზე მეც გავიცინე, თუმცა ლექტორს რომ გავხედე მეც დავსერიოზულდი.
-მგონი სჯობს წავიდე..- წამოვდექი, თუმცა ორივე ჩემკენ მობრუნდა.
-არა, დარჩი, ერთად ვუყუროთ.- კრისმა ისევ ჩამომსვა დივანზე თავის გვერდით. ტომი კი ჩვენგან მოშორებით ჩამოჯდა და ფილმი ჩართო.
ვინაიდან მისი მაისური მეცვა, ბალიში ავიღე და ჩავიხუტე, ბიუსჰალტერის გარეშე ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობ ახლა თავს, მითუმეტეს თავისი ძმის გვერდით.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now