პ.ს. რედაქტირებული არაა.
-პემი.. როგორ ხარ, ძვირფასო.- მეგობრის წამიერ პასუხზე დიდზე გამეღიმა.
-ოჰ, ტომ, ახლა ვფიქრობდით შენზე, თავად როგორ ხარ?
-გადასარევად. ვინ ფიქრობდით, მეტყვი?- მხრიალურად ვკითხე, თან მანქანა გადავიყვანე გზაზე, ჩემ უკან მომდგარ მანქანას ადგილი გავუთავისუფლე.
-მე და გრეგი ვართ, ძველ დროს ვიხსენებდით და შენც დარეკე.
-რა დროული ყოფილა. პენი, ათში რამე გეგმები ხომ არ გაქვს?
-შენი დაბადების დღის გარდა, არანაირი.- საყვარლად გადაიკისკისა და ყურმილის მეორე მხრიდან გრეგიც აყვა ჩემს მოკითხვაში.
-შეგიძლია სხვებსაც დაუძახო? ათში, ვფიქრობ, წვეულება გავმართო. თან მინდა ვიღაც გაგაცნოთ.
-ოუ, ბიჭო..ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი, აუცილებლად ვეტყვი სხვებსაც და გაგაგებინებ.
-მადლობა, პემ. ვიცოდი, შენი იმედი რომ უნდა მქონოდა.
-აბა რა, წვეულებები ჩემი სტიქიაა, ასაკის მიუხედავად ამის სიყვარული არ მეცვლება.
-ტომი, დაუვიწყარ წვეულებას მოგიწყობთ.- გრეგმა შეჰყვირა, თითქოს ძველი, ახალგაზრდული დრო გაახსენდა, როცა გიჟურ წვეულებებს აწყობდნენ, ან უბრალოდ სხვა სტუდენტების სახლებში იპარებოდნენ. მართლა კარგი პერიოდი იყო, დაუვიწყარი, ყველა ერთად წლებია არ მინახავს, ახლა კიდევ კარგი პერიოდი აღმოჩნდა.
-წვეულება ჩემზე იყოს, მთავარია გამაგებინოთ, ვინ წამოვა.
-აბა, ახლა ჩუმად იყავი. ზარს და მისამართს ელოდე ათისთვის.
-პემი, იქამდე ხომ სამი კვირაა ჯერ.
-მით უკეთესი, ყველაფერი იდეალურად იქნება.
-უჩემოდ რაიმე ხარჯი არ გაიღოთ, იცოდე დიდ უარზე ვარ.
-კარგი, წუნია არსებავ, საქმის ყურში ჩაგაყენებთ.
-მადლობა.. მაშინ შევხმიანდეთ.
-აუცილებლად.- პემისთან დამშვიდობების შემდეგ პირდაპირ დარსის დავურეკე.
-გისმენ.- რამოდენიმე წამის შემდეგ მშვიდი ხმით გამცა პასუხი.
-პატარავ, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც.. რას შვრები?
-ახლა საუბარი არ შემიძლია, მაპატიე.- უეცრად ყურმილი დაკიდა. ტელეფონს გაოცებით დავხედე, ისიც არ ვიცი, უნდა მქონოდა თუ არა მოლოდინი მისგან მსგავსი მოქმედების. ფიქრებით გონება არეულმა ისევ გზას გავხედე, წითელ ნიშანზე გავაჩერე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
ვიდრე ზებრას გადასასვლელზე მოსიარულე ხალხს ვაკვირდებოდი შეტყობინება მოვიდა ტელეფონზე, დაუყოვნებლივ დავხედე.
-დედას შეყვარებულია აქ, მაპატიე, ფილმს ვუყურებთ და ვერ გესაუბრე, ათ წუთში დასრულდება.- მესიჯის ბოლოს ვარსკვლავებიან გულზე ღიმილი შემეპარა. მხრებბიდან თითქოს ლოდი მომხსნა მისმა მესიჯმა მოუულოდნელ გათიშვაზე.
მანქანა კუთხისკენ, მაღაზიის პატარა პარკინგზე გავაჩერე და თამამად მოვიმარჯვე მისაწერად ტელეფონი.
-თუ გინდა, გამოგივლი და ფილმის შემდეგ ჩამოდი.
-კარგი, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით, დედას შევპირდი, დღე მათთან უნდა გავატარო.
-ესეც საკმარისი იქნება.
-ათ წუთში ჩამოვიდე?
-ჰო.- მომღიმარი გამომეტყველებით ხელახლა მისი ბინისკენ დავიძარი.
ეს ორი დღეა ზედმეტად მაქვს გონება არეული, ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს ჩემზე უარყოფითად, უნდა ვეცადო და კვირა ყველანირ ნეგატივისს ავირიდო თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ცუდად წავიკამათებთ, არ მინდა ისევ არასწორად აღვიქვა რაიმე, როგორც წეღან, წამებში მეწყინა, მართლა არ ველოდი ასე უეცრად გათიშვას, მაგრამ როცა რეალური მიზეზი გავიგე, უკვე მივხვდი ჩემს მომენტალურ მდგომარეობას.
კორპუსთან ახლოს გაჩერებისას მანქანიდან გადმოვედი და ქურთუკი გავისწორე. მალევე დარსი შევნიშნე, სადარბაზოდან ფუმფულა ხალათით გამოვიდა, როცა დამინახა მომღიმარი გამოიქცა და მომეხვია.
-როგორ ცივა, სადარბაზოში რატომ არ შემოხვედი.
-მეც ამ წამს მოვედი.
-ახ.. როგორ ცივა.- ჩაიცინა და ამომხედა.
-ესეიგი, დეკანი დღეს თქვენთან არის.
-ჰო ალბათ გვიან წავა, ან დარჩება.
-როგორი არასასიამოვნოა..
-რატომ, მგონი ამდენ ხანს პირველად ჩერდება ჩვენ სახლში.
-შეიძლება.. თუმცა მე რომ შენთან მინდოდა?
-ჰმ.. მეც, მაგრამ დედას ვერ ვაწყენინებ.
-მესმის, ჰო..- თავზე ვაკოცე, შემდეგ კი თვალებში ჩავაშტერდი, დაბნეულმა დაახამხამა წამწამები.
-მოხდა რამე?
-არაფერი.- საერთოდ არ იკითხება მასში რაიმე წყენა, შეიძლება არ იმჩნევს, ან ზედმეტად მოთენთა ამან და ყურადზრებას არ აქცევს, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკს თავს აარიდებს.
-უკან უნდა დავბრუნდე.- ჩუმი ოხვრით ამოილაპარაკა.
-კარგი.- მისკენ დავიხარე, უეცრად კი სახე უკან გასწია.
-ოიჰ..- ამოილაპარაკა მოცინარმა და ამჯერად თვითონ გააკეთა ეს.
-შეხვედრამდე.- სიცივისგან შევარდისფრებულ ცხვირზე ვაკოცე და საბოლოოდ დავემშვიდობე დღეს.
-გნახავ უნიში.- თავი დავუქნიე. სადარბააზოსკენ სირბილით წავიდა, როცა თვალს მოეფარა მანქანაში დავბრუნდი, გაყინული ხელები
გამათბობელს მივუშვირე, სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
შეიძლება, მთლად ჯეის რჩევის მიხედვით არ გამოვიდა საქმე, მასთან ვერ შევძელი რაიმეზე ნორმალურად დალაპარაკება, ხასიათსა და ქცევაზე დაკვირვება, თუმცა ეს რამოდენიმე წუთიც რაღაც მხრივ საკმარისი აღმოჩნდა.. ისიც გამიხარდა ჩემს სანახავად რომ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის დარსია, უარის თქმა უჭირს, ძალიან გაბრაზებულ გუნებაზე იმაზე მკაცრი იქნებოდა, ვიდრე ზოგადად არის რაიმე საკითხებში, ეს იმის მანიშნებელია, მან მაპატია, თუმცა რაღაც პროცენტით წყენა ისევ გულში აქვს.
YOU ARE READING
📚Two sides🎭
Fanfictionისტორია სამსახიობო კარიერაზე მიჯაჭვულ გოგონასა და თავის მკაცრ, სწავლაზე მომთხოვნ ლექტორზეა, მათ პირველივე დღეს დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, სხვადასხვა შეხედულების გამო, თუმცა მოვლენებთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება.